EXXpress ავსტრია
რა ხდება ბრიუსელში? ევროპის დედაქალაქი ჩაძირულია, არა მარტო ნაგავსა და კრიმინალში, არამედ ფინანსურ ქაოსშიც. უკვე წელიწადზე მეტია, რეგიონში არ არსებობს მოქმედი მთავრობა. სანამ პარტიები ერთმანეთის შებოჭვით არიან დაკავებულნი, ვალი იზრდება, იზრდება უფრო სწრაფად, ვიდრე ნაგებობები ბრიუსელის ევროპულ კვარტალში
ევროპის, ვალებში ჩაფლული დედაქალაქი
ბრიუსელი გამოუვალ მდგომარეობაშია. 2024 წელი 15 მილიარდი ევროს დავალიანებით დასრულდა, 2025 წლის პროგნოზირებადი დეფიციტი კი 1.59 მილიარდი იქნება – ეს მაშინ, როცა წლიური ბიუჯეტი სულ 7.6 მილიარდია. გამოცემა Bruzz-ის მონაცემებით, ვალის ტვირთი ყოველდღიურად იზრდება 4 მილიონი ევროთი. და ეს ხდება რეგიონში, სადაც წელიწადზე მეტია მთავრობა არ ფუნქციობს.
2024 წლის რეგიონული არჩევნებიდან მოყოლებული, პარტიები აგრძელებენ ერთმანეთის ბლოკირებას. დედაქალაქი არსებობს ყოველთვიური დროებითი ბიუჯეტით. ახალი კანონების მიღება და ხარჯების შესამცირებელი ზომების გატარება, ვერ ხერხდება. ივნისში Standard & Poor’s-ის ანალიტიკოსების რეაქციამ არ დაახანა: ბრიუსელი დააქვეითეს საინვესტიციო სანდოობის რეიტინგში – პირველად ისტორიაში. შედეგი: გაიზარდა საპროცენტო განაკვეთები.
ენობრივი დაბრკოლება ფედერალურ სისტემაში
პრობლემის მიზეზი – სიღრმისეულია: ბელგია – ეს არის სახელმწიფო 3 რეგიონით (ბრიუსელი, ფლანდრია, ვალონია) და სამი ენობრივი ერთობით (ფლამანდური,ფრანგული, გერმანული). ამას მივყავართ ორმაგ პარტიულ სტრუქტურებამდე: პარტიების უმრავლესობა გვხვდება 2 ვერსიით და ისინი დამოკიდებულია ენობრივ კუთვნილებაზე, ჭრელ პოზიციებსა და კოალიციურ პარტნიორებზე.
ბრიუსელის პარლამენტში არის ორი ფრაქცია: 72 დეპუტატი ფრანგულენოვანია, ხოლო 17 ნიდერლანდურ ფრიზულად მოსაუბრე. მთავრობის ფუნქციობისთვის აუცილებელია ორივე ჯგუფის უმრავლესობის მხარდაჭერა. რა გასაკვირია, რომ 2024 ივნისიდან, ბრიუსელში ვერ ყალიბდება ახალი მთავრობა. ამაში ყველაზე მეტად ადანაშაულებენ სოციალისტებს, რომლებმაც ჩამოაყალიბეს ბოლო მთავრობა: ისინი უარს ამბობენ ისეთ კონსერვატორულ ძალებთან კოალიციაში შესვლაზე, როგორიცაა მაგალითად – „ახალი ფლამანდური ალიანსი“ და ამჯობინებენ მოლაპარაკებას რადიკალურ მემარცხენე პარტიებთან. შედეგი ასეთია: ხელმძღვანელი არ ჩანს, არავინ ეწევა ეკონომიას და ვერავინ იღებს გადაწყვეტილებას. და ეს ხდება რეგიონში, რომლის დავალიანება 15 მილიარდს ევროს აღწევს. გერმანული გაზეთი Süddeutsche Zeitung-ი ასე დაასკვნის: „მთელი ბელგია ახლა იხდის მაღალ საფასურს – საკუთარი უკიდურესი ფედერალიზმის გამო.“