EXXpress ავსტრია
ავსტრიელების 71%-ს, ქვეყნის ისლამიზაცია ყველაზე დიდ პრობლემად მიაჩნია
გამოკითხვისას, რომელიც Exxpress live-ის ბოლო გამოშვების დროს ჩავატარეთ, მაყურებელს ვკითხეთ იმის შესახებ თუ რა აწუხებდათ ყველაზე მეტად. შედეგი ერთმნიშვნელოვანია.
დიდი უპირატესობით, პასუხი აღმოჩნდა – ისლამიზაცია. სულ გამოიკითხა 1 064 მაყურებელი. მათგან 71%-მა შეარჩია შემდეგი ვარიანტი: ისლამიზაცია. ამგვარად, ამ საკითხმა მნიშვნელოვნად გადაუსწრო ეკონომიკურ კრიზისს, რაც რესპონდენტების 16%-მა დაასახელა არსებით პრობლემად. ხანდაზმულების სიღარიბე, აწუხებს გამოკითხულთა 7%-ს, ჯანმრთელობის დაცვა – უმთავრესია 4%-სთვის და ამ საკითხმა ბოლო ადგილი დაიკავა აღნიშნულ გამოკითხვაში.