Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

The Week  დიდი ბრიტანეთი

ჩეზ ნიუქი ბარდენი

 

                         უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა განაცხადა, რომ რუსეთის მოსალოდნელი შეტევა დაიწყო

მას შემდეგ, რაც კიევმა განაცხადა, რომ რუსეთის მოსალოდნელი საგაზაფხულო შეტევა დაიწყო, დიდმა ბრიტანეთმა გვაუწყა, რომ ლონდონი კიევს გაუწევს  კიდევ 450 მილიონი ფუნტი სტერლინგის დახმარებას.

მოსკოვი აძლიერებს იერიშებს საზღვრისპირა სუმისა და ხარკოვის ოლქებზე, ამბობს უკრაინული არმიის მეთაური ალეკსანდრ სირსკი. საბრძოლო მოქმედებების განახლება – არსებით გავლენას მოახდენს კონფლიქტის შედეგზე.

რას ამბობენ კომენტატორები?

ანალიტიკოსები, მათ შორის დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროდან აღნიშნავენ, რომ რუსული შეტევის ტემპი თანდათანობით კლებულობდა ზამთრის „რთულ“ პირობებში. ტელეარხ CNN-ის ინფორმაციით, განთავისუფლებული ტერიტორიების მოცულობა შემცირდა 730 კვადრატული კილომეტრიდან – ნოემბერში, 143კილომეტრამდე – მარტში.

თუმცა გაზაფხულის დადგომასთან  ერთად, შეტევა უფრო გაადვილდება, რადგან მიწა გაშრება, ჯავშანტექნიკა აღარ ჩაეფლობა, ჯარისკაცებს კი იოლად გადაადგილდებიან.

„მოსკოვის ბოლო იერიშებს სუმზე, შეიძლება მოჰყვეს რეალური შედეგები ტერიტორიების მიტაცების სახით“, წერს ჟურნალი  The Economist-ი. როგორც ვარიანტი განიხილება გამუდმებული იერიშებით –  „უკრაინული ძალების შებოჭვა  და ბუფერული ზონის შექმნა“.

ბევრი ფიქრობს, რომ ეს იერიშები ხორციელდება საგაზაფხულო შეტევის ფარგლებში, კიევი კი ფიქრობს, რომ მოსკოვი ემზადება ფართომასშტაბიანი თავდასხმისთვის და საზღვრის გასწვრივ, თავს უყრის ათასობით ჯარისკაცს, იტყობინება ВВС-ი.

დნეპროპეტროვსკის ოლქში შეჭრა კიდევ ერთი „მნიშვნელოვანი ვარიანტია“. CNN-ის აზრით, რაკი ამ ოლქში რუს ჯარისკაცს ფეხი ჯერ არ დაუდგამს, ეს იქნება პირველი ახალი რეგიონი, რომელიც ნაწილობრივ გადავა მოსკოვის კონტროლქვეშ.

ამას გარდა, პუტინს შეუძლია ამ მონაპოვარით ისარგებლოს და ის „ხურდა ფულად“  გამოიყენოს მომავალი მოლაპარაკებების დროს.

მიუხედავად პესიმისტური შეფასებებისა, უნდა წარმოვიდგინოთ ერთიანი სურათი: რუსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიები – „შედარებით პატარაა“. პუტინის მიერ ორგანიზებული მორიგი გაწვევა და განგრძობადი „საჰაერო წნეხი“, უფრო იმაზე მიგვანიშნებს, რომ მოსკოვი ცდილობს გამოფიტოს მოწინააღმდეგე, ვიდრე იმაზე, რომ აპირებს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას.

რაც შეეხება ზავს, ეს სულ უფრო უპერსპექტივოდ მოჩანს და „ახლოსაა კრახთან“, აცხადებს რადიო „თავისუფლება“. კიევი და მოსკოვი აგრძელებენ ყოველდღიურ იერიშებს და იყენებენ „ათობით უპილოტოს და მძლავრ რაკეტებს“.

რა იქნება ხვალ?

„ეს წელი გადამწყვეტია უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტისთვის და ახლა დგება კრიტიკული მომენტი“ – განაცხადა დღეს დილით  ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა  – ჯონ ჰილმა.

ის გამოვიდა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის წინაშე, აღნიშნული ალიანსი აერთიანებს თითქმის 50 კიევის მხარდამჭერს. ამ გამოსვლას  ადგილი ჰქონდა ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში. „ჩვენ თქვენს გვერდით ვართ ბრძოლაში და თქვენს გვერდით ვიქნებით მშვიდობაშიც“, აღუთქვა ჰილმა უკრაინას. დასავლელი მოკავშირეების ბოლო ნაბიჯების მთავარი აზრი ისაა, რომ უკრაინას შეუქმნან „მაქსიმალურად ძლიერი პოზიცია“ და ამით წნეხი გააძლიერონ პუტინზე, რათა როგორმე დაჩქარდეს მდორედ მიმდინარე მოლაპარაკების პროცესი, დაასკვნის ჟურნალი Politico, თუმცა გამოცემა იმასაც აღნიშნავს, რომ „ეს ჯერჯერობით არ ხერხდება“.