Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Daily Express  დიდი ბრიტანეთი

ჯესი ფილიპსი

 

ტელეარხ CNN-ის მაუწყებლობა შეჩერდა და უცებ გავიდა საგანგებო ინფორმაცია ტრამპის გეგმების შესახებ

წამყვანმა ერინ ბერნეტმა, ეს გეგმები შეადარა იმას, რაც პუტინის რუსეთში ხდება. ეკრანზე გაჩნდა მორბენალი სტრიქონი საგანგებო შეტყობინებით, რომელიც გვამცნობდა: „ტრამპი აჭიანურებს ტარიფების ამოქმედებას, ვინაიდან გაჩნდა კითხვები საკვანძო მრჩეველთან დაკავშირებით.“ ერინმა განმარტა: „დონალდ ტრამპი გარკვეული საქმით არის დაკავებული, ამბობენ, რომ ის გეგმავს სამხედრო აღლუმის გამართვას“. ბერნეტის განმარტებით, ის იქნება „ძვირადღირებული.“ წამყვანი დასძენს, რომ ტრამპი ამას ცდილობდა ჯერ კიდევ პირველი ვადით პრეზიდენტობისას, მაგრამ იძულებული გახდა ამ წამოწყებაზე ხელი აეღო, რადგან ღონისძიება თითქმის 100 მილიონი დოლარი ჯდებოდა“.

ბერნი აგრძელებს: „წლევანდელი აღლუმს, მის დაბადების დღეს 14 ივნისს, ასევე არმიისა და დროშის 250 წლისთავს დაამთხვევენ. როგორც ჩანს, პარადში ჩაერთვება სამხედროები, ჯავშანტექნიკა, სამხედრო დანიშნულების ავტოტექნიკა და ბევრი სხვა რამ. ეს იქნება საზეიმო ღონისძიება, რომელიც უფრო მიღებულია შეერთებულ შტატებს გარეთ, მაგალითად ჩინეთში, რუსეთში ან ჩრდილოეთ კორეაში. აღლუმებს აწყობენ ძლიერი ლიდერები, რომლებიც, როგორც ტრამპი ამბობს, მას აღაფრთოვანებენ“.

შემდეგ ჟურნალისტმა გაავლო კიდევ ერთი პარალელი ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის:

„იცით თუ არა რომ, როცა რუსული მედია იტყობინება თუ რამდენი შაიბა გაიტანა პუტინმა ჰოკეის მატჩი, ეს თქვეთვისაც საცნაური ხდება ამ უქმეების კონტექსტში. იმ დროს, როცა ბობოქრობს სავაჭრო ომი, მათ გამოუშვეს რელიზი რეპორტიორებისთვის, რომელიც მოიცავს ტრამპის განცხადებას: „მე გავიმარჯვე, ეს მშვენიერია. თქვენ უკვე გეცოდინებათ?“ – ის გულისხმობდა გოლფის თამაშსს, რომელიც უქმეებზე მარ-ა-ლაგოში გაიმართა.

თეთრი სახლი გვარწმუნებს, რომ ჯერჯერობით „სამხედრო აღლუმი არ არის დაგეგმილი“, მაგრამ მისი წარმომადგენლები არ უარყოფენ, რომ პარადი ადრე თუ გვიან გაიმართება. ორშაბათს (7 აპრილს) ვაშინგტონის მერმა მიურიელ ბაუზერმა განაცხადა, რომ დაგეგმარება – ჯერჯერობით „საწყის სტადიაზეა.“

ტრამპის მომხრეების მოსაზრებები ამ საკითხზე განსხვავებულია. ერთ-ერთი მხარდამჭერი X-ზე წერდა: „მართალია, რომ ტრამპმა კვლავ მოისურვა სამხედრო აღლუმი, იმ პირობებში, როცა ვეტერანებს შემწეობა უმცირდებათ? – ნუთუ არ არის საზოგადოება იმის ღირსი, რომ ეს იცოდეს? მეორე მომხრემ კი მოითხოვა, რომ პრეზიდენტმა „საამისოდ თავად გადაიხადოს.“

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *