Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

The Guardian  დიდი ბრიტანეთი

 

უკრაინა დაეთანხმა აშშ-ს წინადადებას 30-დღიანი დაზავებისა და მყარი მშვიდობის აღდგენისათვის გადასადგმელ ნაბიჯებზე

ეს შეთანხმება შეიძლება გაგრძელდეს მხარეთა ერთობლივი გადაწყვეტილებით. აშშ აცნობებს რუსეთს, რომ ახლა მოსკოვის საპასუხო ქმედებაზეა დამოკიდებული – დამყარდება თუ არა მშვიდობა.

აშშ „განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციისა და სამხედრო დახმარების მიწოდებას უკრაინისთვის“ – ნათქვამია დოკუმენტში.

ტრამპის ადმინისტრაციამ აიღო ვალდებულება, განიხილოს ეს წინადადებები რუსეთთან, უკრაინულმა დელეგაციამ კი განაცხადა, რომ სამშვიდობო პროცესში უნდა ჩაერთონ ევროპელი პარტნიორები.

სახელმწიფო მდივანმა – მარკო რუბიომ გვამცნო:  დონალდ ტრამპს სურდა, რომ  „ ომი ჯერ კიდევ გუშინ დამთავრებულიყო.“ „აშშ-ს პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ რუსეთი დაეთანხმება ცეცხლის შეწყვეტას, თანაც „რაც შეიძლება სწრაფად.“

რუბიომ დაამატა, რომ გარიგება აშშ-სა და უკრაინას შორის მინერალურ რესურსებზე, „არ ყოფილა მსჯელობის საგანი.“

ზელენსკიმ მოუწოდა ვაშინგტონს, რომ მან დაარწმუნოს მოსკოვი – გაიზიაროს ეს წინადადება და აღნიშნა: ამ დღის „მთავარი თემა“ იყო „ამერიკის მზაობა, განაახლოს უკრაინის სამხედრო დახმარება.“ უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა: „უკრაინა მზადააა მშვიდობისთვის. რუსეთმა უნდა დაგვანახოს, რომ მას სურს კონფლიქტის დასრულება, ან ის, რომ  აპირებს ომის გაგრძელებას. დადგა სიმართლის გაცხადების ჟამი.“

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მეთაური – ანდრეი ერმაკი, რომელიც საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკების უშუალო მონაწილეა, ასევე გამოვიდა განცხადებით შეხვედრის შედეგების შესახებ: „უკრაინის ინტერესების დაცვა, ჩვენთვის უმთავრესია“ – დაწერა ერმაკმა სოცქსელ X-ში – სამართლიანი მსოფლიო – ეს არის ამოსავალი ჩვენთვის. ჩვენ გვსურს მტკიცე მშვიდობა. მადლობას გიხდით კონსტრუქციული შეხვედრისთვის.“

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *