Зеркало Недели
ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 10 მარტს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა საუდის არაბეთს. სოცქსელ X-ში მან აღნიშნა, პრინც მუჰამედ იბნ სალმანთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინელი სამხედროები და დიპლომატები დარჩებიან საუდის არაბეთში, რათა 11 მარტს შეხვდნენ აშშ-ს წარმომადგენლებს
ამერიკულ დელეგაციას შეხვდება: უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ანდრეი სიბიგა, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ოფისის უფროსი ანდრეი ერმაკი და უკრაინის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი პაველ პალისა.
„ჩვენი მხრიდან იქნება მკაფიოდ კონსტრუქტიული განწყობა და ვიმედოვნებთ, რომ მოვახერხებთ, შევთანხმდეთ აუცილებელ გადაწყვეტილებებსა და ნაბიჯებზე. უკრაინა კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ცდილობს, მისი დაწყების პირველივე წამებიდან. მაგიდაზე იდება აბსოლუტურად რეალისტური წინადადებები. მთავარია, ვიმოძრაოთ სწრაფად და შედეგიანად“- ხაზი გაუსვა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს კიევში გაიმართა „მეტად პროდუქტიული“ შეხვედრა უკრაინულ და ბრიტანულ მხარეებს შორის“ – დაამატა მან.
მომავალ კვირაში, ჯიდაში დაგეგმილია შეხვედრა უკრაინულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის. ამერიკულ მხარეს უხელმძღვანელებს აშშ-ს სახელმწიფო – მდივანი მარკო რუბიო, ასევე დონალდ ტრამპის წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში – სტივ უითკოფი და თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში – მაიკ უოლტცი.
შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს ამერიკულმა და რუსულმა მხარეებმა გამართეს მოლაპარაკებები უკრაინაში კონფლიქტის დასრულების შესახებ. სახელმწიფო მდივანმა შეხვედრას, მოლაპარაკებების ნაცვლად, ტესტირება უწოდა და აღნიშნა, რომ მისი მიზანი იყო დაედგინა, რამდენად სერიოზულად ეკიდებოდა რუსეთის ფედერაცია კონფლიქტის დასრულებას.
როგორც ZN.UA-ში გამოქვეყნებულ სტატიაში პიოტრ გერასიმენკო წერდა, ტრამპის გუნდმა, პირველ ეტაპზე შეიძლება მიმართოს არცთუ ეთიკურ ხერხებსა და მეთოდებს უკრაინის წინააღმდეგ. მაგრამ თუ საზოგადოებრივი აზრი ამერიკაში ჩათვლის, რომ მათი პრეზიდენტი ძალის დემონსტრირების ნაცვლად, „იჩოქებს“ პუტინის წინაშე და ის აღმოჩნდება სუსტი, ამან შეიძლება ძალიან მტკივნეულად „დაარტყას“ რესპუბლიკელების ელექტორალურ პერსპექტივას.