Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Forbes  აშშ

დევიდ ექსი

 

          დაუჯერებელია, მაგრამ მიუხედავად კოლოსალური ზიანისა, STRV 122-ების უმეტესობა, ჯერ კიდევ მწყობრშია.

      შვედეთმა უკრაინას გადასცა 10 ცალი თავისი საუკეთესო ტანკი STRV 122. ორწლიანი გააფთრებული ბრძოლების განმავლობაში, რუსმა მებრძოლებმა, არანაკლებ 14 მაღალი სიზუსტის დარტყმა მიაყენეს 64-ტონიან (ეკიპაჟი – 4 კაცი) საბრძოლო მანქანას. დიდი ალბათობით, ათივე ტანკი დაზიანდა, თანაც რამდენჯერმე

საოცარია, მაგრამ ტანკების უმეტესობა, რომელიც წარმოადგენს გერმანული leopard 2A5– ის შვედურ ვარიანტს, ჯერ კიდევ მწყობრშია, როგორც ეს ანგარიშების გაცნობით ირკვევა. ტანკების „სიცოცხლისუნარიანობა“ – ნათელი დადასტურებაა გერმანულ-შვედური საინჟინრო აზრის მაღალ დონეზე განვითარების, ისე, როგორც უკრაინელი ინჟინრების გაბედულებისა და გამჭრიახობის – მათ ბუქსირით გაჰყავთ ტექნიკა ბრძოლის ველიდან, შემდგომი შეკეთებისთვის. 10 ორიგინალური STRV 122-იდან, ერთი ეგზემპლარი, ახლახან ანახეს უკრაინულ სამხედრო არხზე. უკრაინელი ტანკისტის თქმით, შვედური ტანკი გაცილებით „უკეთ ერგება“ მიმდინარე სამხედრო კამპანიას, ვიდრე საბაზისო leopard 2A5.

ათივე STRV 122 – უკრაინის არმიის 21-ე მექანიზებული ბრიგადის განკარგულებაშია, რომელიც ასევე იყენებს დარჩენილ  leopard 2A6-ებსა და რამდენიმე ძველ leopard 2A1-ს. ეს ბრიგადა მონაწილეობდა კურსკის ოლქის შტურმში. ბოლო დღეებში, მან განახორციელა ამ რუსული ოლქიდან ევაკუაცია რუსული უპილოტოების დარტმის ქვეშ.

21-ე ბრიგადამ თავისი ტანკები დამატებითი დაცვით აღჭურვა. მათ შორისაა, ანტიდრონული ფოლადის ეკრანები, რომლებიც გადაჭიმულია სპეციალურად შექმნილ ჩარჩოებზე.  „ეკრანის გარეშე, არ დარჩენილა არცერთი ტანკი“ – ამბობს ბრიგადის ტანკისტი ARMY TV-ისთან ინტერვიუში.

დამატებითი დაცვა

დამატებითი ჯავშანი კარგად მუშაობს. ერთ-ერთმა გაძლიერებულმა leopard 2A5-მა გაუძლო 8  უპილოტო აპარატის დარტყმას, ვიდრე კიდევ სამმა, მწობრიდან არ გამოიყვანა.

გერმანული წარმოების უკრაინული ტანკების სიმტკიცით აიხსნება ის, რომ ეს მანქანები აღარ ფიგურირებს უკრაინის მხრიდან შეიარაღების მოთხოვნის ჩამონათვალში. 259 ტანკიდან (STRV 122,  leopard 2A6, leopard 2A4,       leopard 2A5), რომლებსაც მოკავშირეები დაჰპირდნენ კიევს, უმეტესობა უკვე ადგილზეა, განადგურდა მხოლოდ 30 ერთეული. უკრაინა ასევე ელის თანამედროვე ტანკებს ბრიტანეთიდან, აშშ-დან და ავსტრალიიდან.

რა თქმა უნდა, მას კიდევ სჭირდება უპილოტოები, დრონებისგან დაცვის საშუალებები, შორ მანძილზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის სისტემები, სარტილერიო დანადგარები და რაც მთავარია, უფრო ეფექტიანი და სამართლიანი სამობილიზაციო სისტემა – გამოფიტული მოტომსროლელი ბატალიონების ცოცხალი ძალით შესავსებად.

ტანკების პარკი, რომლებსაც ფლობს უკრაინა, მოიცავს არამარტო ასობით დასავლურ მოდელს, არამედ ათასობით საბჭოთა T- 64-ს,  T-72-ს და T-80-ს –  წესით, ეს უნდა კმაროდეს. მით უფრო, მათგან საუკეთესოები, მძლავრ დარტყმებს უძლებს… და განაგრძობს ბრძოლას.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *