Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Boulevard Voltaire  საფრანგეთი

არნო ფლორაკი

 

17 თებერვალს, ელისეს სასახლეში გაიმართა საგანგებო სხდომა ყველაზე გავლენიანი ევროპული სახელმწიფოების მონაწილეობით. „ ყოფილი ქვეყანა-კოლონიზატორები“ – ასე ირონიულად მოიხსენია ისინი, ვენსან ერვუემ რადიო Europe 1-ის ეთერში. საყურადღებო იყო ამ შეხვედრაზე ურსულა ფონ დერ ლაიენის დასწრება, რომელიც დაჟინებით მოითხოვს „მშვიდობის დამყარებას ძალის გამოყენებით“, არადა მანამდე, მან ძლივს გამოითხოვა ადგილი კუთხეში, დივანზე – ერდოგანთან შეხვედრის დროს. ასევე აღსანიშნავია ღონისძიებაზე ჯორჯა მელონის გამოჩენა, რომელიც სხდომაზე მცირე დაგვიანებით Maserati-ით მიბრძანდა – იტალიელებისთვის ჩვეული არხეინი იერით, რომელიც დაცინვას უახლოვდება. უნგრეთის წარმომადგენელი შეხვედრაზე არ ყოფილა, თუმცა ვიქტორ ორბანმა თავისი განაცხადი მაინც გააკეთა.. თანაც რიხიანად.

                     პარიზში შეკრებილი ლიდერები – იმედგაცრუებულნი არიან. მათი განწყობა – კონფლიქტის გაგრძელებისკენ  მიდრეკილი და ტრამპის მიმართ  კრიტიკულია

ამგვარი განცხადება უნგრეთის პრემიერის ნაცვლად, ვინმე პეტერ სიიარტომ – საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა, რომელიც პარიზის შეხვედრის პარალელურად მიმდინარე ყაზახეთის  სამიტზე, ჟურნალისტების წინაშე გამოვიდა. უნგრული დიპლომატიის მეთაური უფრო ნათლად ვერ იტყოდა: „პარიზში შეიკრიბნენ კონფლიქტის გაგრძელების მოსურნეები და მტრულად  განწყობილნი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართ. ამ პოლიტიკოსებმა თავი მოიყარეს იმისთვის, რომ ხელი შეუშალონ კონფლიქტის მშვიდობიან მოწესრიგებას.“

შეზღუდული შემადგენლობით შეკრებილი ევროპელი ლიდერები, რა თქმა უნდა იმედგაცრუებულნი იყვნენ, სხვანაირად ვერც იქნებოდა. 18 თებერვალს, ერ-რიადში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები „სუპერ-გიგანტებს“, აშშ-სა და რუსეთს შორის, ისე, როგორც ეს ხდებოდა ცივი ომის დროს. ევროპელების დასწრება, როგორც ჩანს, არავის გახსენებია, კირ სტარმერის დაგვიანებული განცხადების მიუხედავად. ძველი სამყარო, როგორც ჩანს, სათვალავში არ მიიღება. ასეთ ვითარებაში, გარკვეული იმედგაცრუება სავსებით გასაგებია. ისე, როგორც უნგრელი მინისტრის შეფასება -„კონფლიქტის გაგრძელების მოსურნენი“. იდეოლოგიით დაბრმავებული ევროპელები, ბოლო სამი წელი აწვდიდნენ იარაღს უკრაინელებს და უბიძგებდნენ კიევს ომისკენ, რა თქმა უნდა – „ყოველგვარი უკანა აზრის გარეშე“. „კრიტიკულად განწყობილნი ტრამპის მიმართ“ – რა შეიძლება ამაზე ითქვას? მართალია „სიკეთის ბანკის“ ლიდერები „მჟავედ“ მოეკიდნენ ტრამპის ხელმეორედ არჩევას აშშ-ს პრეზიდენტის პოსტზე და ისინი ჯეი დი ვენსის შთამბეჭდავმა გამოსვლამაც დაამუნჯა, მაგრამ ანტიტრამპისტულმა პოზიციამ, პრაგმატული მოსაზრებებიდან გამომდინარე, თავისი დრო მოჭამა. ახლა უკვე გვიწევს ახალი მსოფლიო წესრიგის პირობებში არსებობა.

                                   ადგილი „მსოფლიო საჭადრაკო დაფაზე“

უნგრელები (ისინი არ არიან მარტო) – საგნებს განსხვავებულად ჭვრეტენ. უნგრელები საღად აფასებენ რეალობას და არ არიან შეპყრობილნი ფანატიზმით. ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფნაც ყაზახეთში – ერთგვარი სიგნალია. ასტანა „მრავალპოლუსიანობის“ და ოპორტუნიზმის დედაქალაქია. ყაზახები ალბათ მალე შეასხამენ ხორცს ექსპრეზიდენტ ნაზარბაევის მიერ წამოწყებულ ამბიციურ პროექტს – „ყაზახეთი 2030“-ს. ისინი დიდი ხანია მისდევენ რეალურ პოლიტიკას, თანამშრომლობენ მეზობლებთან რუსეთთან და ჩინეთთან (აქ თავის როლს თამაშობს კულტურული ერთობა), ასევე დასავლეთან. ასეთი მოთამაშეების ადგილი ყოველთვის მოიძებნება მსოფლიო „საჭადრაკო დაფაზე“. ჩვენ, დასავლეთ ევროპელები კი  გავიჩხირეთ ნაკლებადაქტუალურ, მოძველებული გეოპოლიტიკური წარმოდგენებში. ეს ადგილი ჩვენ გვეკუთვნის – მაგრამ სამწუხაროდ, მას ვეღარ ვინარჩუნებთ. სამყარო შეცვლილია და საგანგებო სხდომა ვიწრო წრეში, ძველ დროს ვეღარ დააბრუნებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *