Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Der Spiegel  გერმანია

 

           ოლაფ შოლცმა არჩევნებში დამარცხება აღიარა.

     „გერმანიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ აჩვენა (1949 წლიდან მოყოლებული) ყველაზე ცუდი შედეგი. ოლაფ შოლცმა ჩავარდნაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და ფრიდრიხ მერცს გამარჯვება მიულოცა

… არჩევნების შედეგები ნამდვილი ფიასკოა მოქმედი კანცლერისთვის: გსდპ-მ ყველაზე უარესი შედეგები მიიღო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის არსებობის ისტორიაში. „ეს არის ყველაზე მტკივნეული შედეგი სოციალურ-დემოკრატიული პარტიისათვის და იმავდროულად მარცხი არჩევნებში“ – განაცხადა ოლაფ შოლცმა ვილი ბრანდტის სახლში გამოსვლისას. მან აღნიშნა, რომ ეს არის შედეგი, „რომლითაც ჩვენ ერთად უნდა ვიმოძრაოთ წინ“. გსდპ-მ, 2021 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად დათმო პოზიციები  და დღეს აგროვებს სადღაც 16%-ს. „მე პასუხისმგებელი ვარ ამ შედეგზე“ – განაცხადა შოლცმა. მან მიულოცა კანცლერობის ქრისტიან-დემოკრატ კანდიდატს – ფრიდრიხ მერცს. „გილოცავთ არჩევნებში მიღწეულ წარმატებას“ – წარმოთქვა შოლცმა. კანცლერმა განაცხადა, რომ „მოვალეობას აღასრულებს მმართველობის ბოლო დღემდე.“ ამასთან მან მიანიშნა, რომ არ მიიღებს მონაწილეობას ახალი მთავრობის ფორმირებაში. „ახლა უკვე სხვებზეა დამოკიდებული თუ როგორი სახით ჩამოყალიბდება კოალიციური მთავრობა“- აღნიშნა მან.

ამასობაში ფრიდრიხ მერცმა გვამცნო ბლოკ ქდკ/ქდს-ს ბუნდესტაგის არჩევნებში გამარჯვების შესახებ. ეს „ისტორიული შედეგია – განაცხადა მერცმა თანამოაზრეთა აპლოდისმენტების ფონზე – ქდკ-მ, ქდს-მ და ქრისტიან-სოციალურმა კავშირმა გავიმარჯვეთ 2025 წლის ბუნდესტაგის არჩევნებში.“ მერცმა ასევე ისაუბრა მთავრობის სწრაფად ფორმირების აუცილებლობაზე, რომელიც უნდა იყოს ქმედუნარიანი: „ჩვენ სიმშვიდე არ გვიწერია.“ მერცმა განაცხადა, რომ გრძნობს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას: „მესმის იმ ამოცანების მასშტაბურობა, რომელთა წინაშეც ვდგავართ“: ის მათ ეკიდება „დიდი ყურადღებით“ და მას მშვენივრად ესმის, „რომ ეს არ იქნება ადვილი.“ „დღეს ჩვენ ვზეიმობთ, ხვალიდან კი მუშაობას შევუდგებით.“

ამის შემდეგ მალევე, მერცმა ტელეარხ Phoenix-ის ეთერში პირობა დადო: „მე მოლაპარაკებებს გავმართავ დემოკრატიული სპექტრის ყველა პარტიასთან.“ ის იმედოვნებს, რომ მთავრობის ჩამოყალიბების პროცესს, დაასრულებს არაუგვიანეს აღდგომისა“.

მიუხედავად წაგებისა, მიღწეულით კმაყოფილი დარჩა მწვანეების ლიდერი – რობერტ ჰაბეკი.

ჰაბეკის თქმით, კოალიციური მთავრობის დაშლის შემდეგ, მათ შეძლეს ორმოდან ამოძვრომა. გამოკითხვებით მათი რეიტინგი 10%-ზე დაბალი იყო. „ეს არ იყო თავისთავადი მოცემულობა.“[

მემარცხენეებს ლიდერი და კანცლერობის კანდიდატი – ჰაიდი რაიჰინეკი მემარცხენე პარტიიდან, დარჩა  „მეტად კმაყოფილი მიღებული შედეგით“. „ეს სწორი გადაწყვეტილება იყო – ყურადღების გამახვილება სოციალურ საკითხებზე“ – განაცხადა მან ტელეარხ  ARD-ს ეთერში.

„სარა ვაგენკნეხტის კავშირის – გონიერებისა და სამართლიანობისთვის“ ლიდერი, პროგნოზირებს სასიამოვნო ღამეს (23-24 თებერვალს) მისი პარტიისთვის“. „ჩვენ კიდევ მოგვიწევს ნერვიულობა,“ განაცხადა ვაგენკნეხტმა. თუმცა მიუხედავად საარჩევნო შედეგისა, პარტია შთამბეჭდავია. „ჩვენ ჩავატარეთ უზარმაზარი სამუშაო“. „თუ აღმოჩნდა ისე, რომ ვერ მოვხვდით ბუნდესტაგში, ეს იქნება მარცხი, მაგრამ არა პარტიის აღსასრული“ – თვლის ვაგენკნეხტი. „ჩვენ უკვე დავძლიეთ სიძნელეები და გავაგრძელებთ ყველა დაბრკოლების გადალახვას, რომელიც ჩვენ გზად შეგვხვდება“.

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ კანცლერობის კანდიდატმა – ალისა ვაიდელმა ისაუბრა თავისი პარტიის – „ისტორიულ წარმატებაზე“. „ ჩვენ მზად ვართ ქრისტიან-დემოკრატებთან კოალიციის ჩამოყალიბებაზე სასაუბროდ“ – განაცხადა ვაიდელმა ტელეარხ ARD-ს ეთერში – რათა მოვახდინოთ ხალხისა  და გერმანიის ნების რეალიზაცია“.

ტელეარხ  ZDF-ის პროგნოზით:

  • ქდკ/ქდს არის ყველაზე ძლიერი პარტია – 4%-ით ( ARD-ს პროგნოზით – ის შეადგენს 28.9%-ს)
  • მეორე ადგილზეა ალტერნატივა გერმანიისთვის – 1%(( ARD-ს მონაცემით 19.9%)
  • გსდპ-ს, რომელიც ადრე წამყვანი პარტია იყო, მაჩვენებელი დაეშვა 16.3%-მდე (( ARD-ს მიხედვით – 16 %)
  • მწვანეებმა მოაგროვეს ხმების – 12.4% (ARD-ის მონაცემით – 13%)

ღამის განმავლობაში, შედეგები შეიძლება შეიცვალოს.

კოალიციების შექმნა ბუნდესტაგში, დამოკიდებულია იმაზე მოხვდებიან თუ არა პატარა პარტიები პარლამენტში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *