Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

 Interia  პოლონეთი

ადრიანა რიმაშევსკაია

 

გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუციის ამერიკული პროექტი უკრაინის კონფლიქტის შესახებ. დოკუმენტი რუსეთს არ უწოდებს „აგრესორს“, მასში ნახსენებია მხოლოდ „რუსულ-უკრაინული კონფლიქტი“ და ის მოიცავს მოწოდებას კონფლიქტის აუცილებელი შეწყვეტის შესახებ

რეზოლუციას ხმა მისცა საბჭოს 15 წევრი-ქვეყნიდან – 10-მა, ხოლო 5-მა ევროპულმა სახელმწიფომ თავი შეიკავა. „ჩვენ სრულად ვემხრობით მშვიდობას უკრაინაში, ყველას მოვუწოდებთ მრავალმხრივი, სამართლიანი,  მტკიცე მშვიდობისკენ და არა მსხვერპლის მხრიდან კაპიტულაციის გამოცხადებისკენ. ამ კონფლიქტში არ შეიძლება არსებობდეს ერთნაირი მიდგომა რუსეთისა და  უკრაინის მიმართ“ – ასე ახსნა რეზოლუციის მხარდაჭერაზე უარი, ფრანგმა ელჩმა – ნიკოლა დე რივიერმა.

ამერიკული რეზოლუცია წარმოადგენს მოკლე ტექსტს, რომელიც გამოხატავს მხოლოდ სინანულს „კონფლიქტის შედეგად დაღუპული ადამიანების მიმართ“, არ საუბრობს რუსეთის შეჭრაზე უკრაინაში და შეგვახსენებს, რომ გაეროს უმთავრესი მიზანია საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების მხარდაჭერა, ასევე დავების მშვიდობიანი გზით გადაჭრა. დოკუმენტი მოიცავს მხოლოდ სამ აბზაცს და მოწოდებას, რუსეთსა და უკრაინას შორის, მტკიცე მშვიდობის მიღწევისა და კონფლიქტის უსწრაფესი გადაჭრის აუცილებლობის შესახებ.

აშშ-ს დროებითმა წარმომადგენელმა გაეროში – დოროთი კამილა შიმ განაცხადა, რომ რეზოლუცია არ არის „სამშვიდობო შეთანხმება“ და ის წარმოადგენს მხოლოდ „ნაბიჯს მშვიდობისაკენ.“

რუსეთის წარმომადგენელმა ვასილიი ნებეზნიამ შეაქო ამერიკული ინიციატივა. თავის გამოსვლაში ის ხშირად იყენებდა ტრამპისეულ ფრაზებს, როგორიცაა „გონივრული წინადადება“ და ნაბიჯი სწორი მიმართულებით. ეს არის გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული პირველი რეზოლუცია უკრაინის კონფლიქტის შესახებ, მისი დაწყების დღიდან მოყოლებული.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *