Junge Welt გერმანია
რაინჰარდტ ლაუტერბახი
თუ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა თავისი გაიტანა, მაშინ ევროკავშირის წევრი-სახელმწიფოების თავდაცვის ხარჯები, მხოლოდ ერთი მიმართულებით წავა: მკვეთრი ზრდისაკენ. პოლონელს სურს, რომ ბიუჯეტის ამ მუხლმა მშპ-ს 5%-ს მიაღწიოს ისე, როგორც მის ქვეყნაში, სადაც ეს მაჩვენებელი 4.5%-ია
მხოლოდ შეირაღებულ ევროპას შეუძლია, მოიპოვოს საკუთარი უსაფრთხოება, განაცხადა ტუსკმა ოთხშაბათს, ევროპარლამენტში გამოსვლისას. სუსტები, აქაოდა, მხოლოდ ზიზღს იმსახურებენო. ტუსკის აზრით, ღირებულებები, რომლებითაც ევროგაერთიანება უნდა ხელმძღვანელობეს – ესაა ის ღირებულებები, რომლებსაც ამერიკული ყაიდის სოციალ-დარვინიზმი ქადაგებს. პრემიერი არასდროს უჩიოდა მგზნებარე გამოსვლების ნაკლებობას და მიუთითებდა, რომ ევროპის მხრიდან, იგრძნობა საკუთარი ძალებისადმი უნდობლობა: „სანამ ცოცხლები ვართ, ევროპა ჯერ კიდევ არ არის დაკარგული“ – ასე მოახდინა მან პოლონური ჰიმნის პერიფრაზირება. ის XVIII საუკუნეში დაიწერა, თანაც ისეთ ეპოქაში, როცა პოლონეთის სახელმწიფოებრიობა ფსკერზე იმყოფებოდა. ის გადანაწილებული ჰქონდათ პრუსიას, რუსეთსა და ავსტრიას და ეს ქვეყანა, 120 წლის მანძილზე, მხოლოდ წერტილს წარმოადგენდა რუკაზე.
ტუსკმა ძველ კონტინენტს ხოტბა შეასხა, როგორც კაპიტალიზმის აკვანს და განაცხადა, რომ ევროპამ მოიგონა „თავისუფალი ბაზარი“ და დემოკრატია. ის ყოველთვის იყო დიადი და ასეთად დარჩება, აღნიშნა ტუსკმა. მან ფაქტობრივად მცირეოდენი სახეცვლილებით გაიმეორა თავისი ვაშინგტონელი სეხნიის თეზისი.
მან ასევე სიამაყით აღნიშნა, რომ ამერიკას კი არ „აღმოუჩენია“ ევროპა, არამედ პირიქით, ევროპამ მოიძია „ახალი სამყარო“. მისი გამოსვლის ეს ნაწილი, შეიძლება შეფასდეს, როგორც კოლონიალიზმის, მკვიდრი მოსახლეობის გენოციდისა და ტყვეთა სყიდვის აპოლოგია. ყველაფერი ეს ევროპელთა ნახელავია. საქმე ისაა, უნდა ვიამაყოთ თუ არა ამით?
მთლიანობაში ტუსკი, სწორედ ამერიკულ მაგალითს ეყრდნობა და სწორედ მასთან ადაპტაციისკენ მოუწოდებს ევროგაერთიანებას. „უნდა შემცირდეს ნორმატიული აქტების ოდენობა“ ისე, როგორც კლიმატური პოლიტიკის მასშტაბები.
ევროკავშირი უნდა გახდეს „უფრო რეალისტური და არ უნდა შექმნას წინააღმდეგობები საერთაშორისო კონკურენტუნარიანი გაერთიანებებისთვის.“ პირველ რიგში, ეს ეხება შეიარაღების პროგრამებს: მათი დაფინანსება უნდა მოხდეს იმგვარად, რომ ეს მომენტი, სათავისოდ არ გამოიყენონ „პოპულისტებმა“. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მოუწოდებს პარტნიორებს, შემცირდეს კლიმატური გადასახადები, რადგან ეს არის კურსი, რომელიც პირდაპირი გზით მიგვაქანებს ორი სახის კატასტროფისკენ: პოლიტიკურისა და კლიმატურისკენ.
ალბათ არ იქნება სწორი ტუსკის ინიციატივებისთვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭება: მთავარი ისაა, რამდენად მოახერხებს ის თავისი წამოწყებების ხორცშეცხმას. მისი თავმჯდომარეობა – ესაა რუტინული პროცედურა, რომლიც დანიშნულებაცაა ევროკავშირის ყოველდღიური საქმეების მართვა და ეს გაგრძელდება – სულ ექვსი თვე. ამასთან, ერთობლივი კრედიტების საკითხი, რომლის ხარჯზეც აპირებს ის გადაიარაღებას, აწყდება გაერთიანების არაერთი წევრის წინააღმდეგობას. ალბათ ყველაფერი არ წარიმართება ისე პოზიტიურად, როგორც ამას ტუსკი თვლის, თუმცა ევროპელი ლიდერები მთლიანობაში ეთანხმებიან მის სიტყვაში გამოთქმულ მიმართულებებს. აი ასე, ჭვრეტენ ისინი საკუთარ მომავალს. რიტორიკამ „ევროპაზე, როგორც ძალაზე, რომელიც ხელს უწყობს მშვიდობის დამყარებას“, თავისი დრო – უკვე მოჭამა.