Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Цензор. НЕТ  უკრაინა

არსენ ავაკოვიუკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი 2014-2021 წლებში

 

 

ეს ვიდეო ალყაშემორტყმული მარიუპოლიდან გამოგზავნეს, ეს ალისაა, 4 წლის, აქედან 50 დღეა დედასთან ერთად ბუნკერში ცხოვრობს, ქარხანა „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე – განუწყვეტელი დაბომბვების ქვეშ. იქვეა მოწყობილი საველე ჰოსპიტალი, სადაც დედამისი, სამხედრო ექიმი, დახმარებას უწევს დაჭრილებსა და ავადმყოფებს.

იქ, „აზოვსტალში“, ბუნკერებში, უამრავი ადამიანია – ქალი, მოხუცი,    ბავშვი… გაუსაძლის პირობებში – წამლის , საკვების, წყლის გარეშე…. ასე „იცავს“ პუტინის ურდო რუსულენოვან უკრაინელებს – კლავს, ასახიჩრებს, სულს ხდის შიმშილითა და ავადმყოფობით.

ჩვენი ბიჭები – უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლები, „აზოვი“, „კორდი“, პოლიცია, მესაზღვრეები, დღისით თუ ღამით – ჯიუტად ინარჩუნებენ ქალაქს, იბრძვიან ყოველი მეტრისთვის, თავისკენ იზიდავენ ათჯერ მეტ ძალას.

ასობით ათასი მარიუპოლელი, სარდაფებსა და თავშესაფრებში, ელის გათავისუფლებას. ალისამ ალბათ არ იცის, რომ მის ერთადერთ იმედს, მძიმე შეტევითი შეიარაღება ჰქვია, მაგრამ მოზრდილმა ცივილიზებულმა, დემოკრატიულმა მსოფლიომ ხომ იცის! და ვალდებულია იხსნას ალისა!

ახლავე, დაუყოვნებლივ, საჭიროა ჰუმანიტარული კორიდორების გარანტირებული უზრუნველყოფა მშვიდობიანი მოსახლეობის, ქალების, ბავშვების, მოხუცების, დაჭრილების ევაკუაციისთვის! ეს ძალუძთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და  მათ ეს უნდა გააკეთონ!

 

 

By admin