Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Politico  აშშ

ანდერს ფოგ რასმუსენი

 

  როცა ნატოს გენერალური მდივნის სტატუსში პირველად შევხვდი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, რუსეთის ლიდერმა საუბარი დაიწყო იმით, რომ სურდა ალიანსი დაშლილიყო.

თუ ნატოს მოკავშირეები მიიღებენ რუსეთის წინადადებას ახალი ურთიერთობების შესახებ ევროპის უსაფრთხოების სფეროში, ისინი უშუალოდ დაეხმარებიან მას – კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას თავისი მიზნისკენ, რადგან ამით მოსკოვს გადასცემენ კონტროლს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებაზე

რუსეთის ახალი წინადადებების თანახმად, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას მოუწევს, გამოითხოვოს მოსკოვის თანხმობა, რათა განალაგოს თავისი ძალები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, თავი შეიკავოს ,,ნებისმიერ სამხედრო აქტიურობისგან’’ აღმოსავლეთ ევროპაში, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ასევე შეწყვიტოს ნებისმიერი სწავლება რუსეთის ტერიტორიის სიახლოვეს. ამგვარი გარიგება გულისხმობს წერილობით გარანტიასაც იმის შესახებ, რომ უკრაინას ოდესმე შეთავაზებენ ნატოს წევრობას, ხოლო ამგვარი შეთანხმებით – აშშ-ს ეკრძალება სამხედრო ხომალდებისა და თვითმფრინავების გაგზავნა ,,რაიონებში, საიდანაც მათ შეეძლებათ მეორე მხარის ტერიტორიაზე სამიზნეების განადგურება,’’ ანუ ისეთ რაიონებში, როგორიცაა – ბალტიისა და შავი ზღვები.

ამას ვერ უწოდებ სერიოზულ მოთხოვნას კაცისგან, რომელსაც მშვიდობა სურს.

რუსეთმა ადრეც სცადა – ამ გზით თავისი გაეტანა. 2009 წლის ნოემბერში, ნატოს ალიანსმა უარყო მოსკოვის პროექტი ევროპის უსაფრთხოების შესახებ, რადგან ნატოსა და რუსეთის ურთიერთობები საკმარისად არის გაწერილი და დარეგულირებული 1997 წლის ფუძემდებლურ აქტში ორმხრივი ურთიერთობის შესახებ, ევროპის უსაფრთხოების ქარტიასა და რომის 2002 წლის დეკლარაციაში – ბოლო დოკუმენტში გადაიდგა არსებითი ნაბიჯები, რათა დაკმაყოფილებულიყო რუსეთის მოთხოვნები და დაწყებულიყო დიალოგი რუსეთი-ნატოს საბჭოს ფარგლებში.

პუტინი ოსტატურად ახდენს კრიზისების პროვოცირებას, რათა შემდეგ დაკავდეს მათი დარეგულირებით, მსგავსად მეხანძრისა, რომელიც ცდილობს ჩააქროს ხანძარი, რომელიც თავად  გააჩინა.

უკრაინაში შეჭრის მუქარით, რუსეთის ლიდერი აპირებს, აიძულოს შეერთებული შტატები და დასავლეთის სხვა სახელმწიფოები, რათა მათ დაიწყონ პირდაპირი მოლაპარაკებები კრემლთან – შესაძლოა აღმოსავლეთ ევროპელი და ბალტიელი მოკავშირეების ზურგს უკან – რათა ისინი წავიდნენ დათმობებზე რუსეთის წინაშე და დაანებონ მას – შეინარჩუნოს გავლენა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებზე – მშვიდობის სანაცვლოდ.

პუტინი სუსტი კარტებით თამაშობს, მაგრამ მათ ოსტატურად არიგებს, თუმცა მისი ტაქტიკა ნაყოფიერი იქნება მხოლოდ მაშინ, თუკი ჩვენ დათმობაზე წავალთ. დადგა დრო – ის ბლეფზე გამოვიჭიროთ.

აშშ-მ და ნატო-მ არაგზით უნდა გასცენ რაიმე პირობა ალიანსის გაფართოებასთან დაკავშირებით, არც ფორმალური და არც ფაქტიური. რუსეთმა უკვე მოაწერა ხელი ეუთოს 1999 წლის ქარტიას, რომელშიც ნათქვამია, რომ ყოველ წევრ სახელმწიფოს აქვს განუყოფელი უფლება თავისუფლად აირჩიოს ან შეცვალოს თავისი უსაფრთხოების საშუალებები, მათ შორის შეთანხმებები და ალიანსები მათი განვითარების კვალობაზე. ეს ასევე ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავასრულოთ პუტინის ფაქტობრივი ვეტო უკრაინასა და საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების შესახებ, რასაც პუტინი აღწევს ამ ქვეყნებში კონფლიქტების გაჩაღებით, რომელთა ინტენსივობას, ის ზრდის ან ამცირებს საკუთარი გეგმების შესაბამისად.

2008 წელს, ჩვენ დავპირდით უკრაინასა და საქართველოს ნატოს წევრობას და ახლა დროა შევადგინოთ სამოქმედო გეგმა, რათა ეს დაპირება შევასრულოთ. აუცილებლობის შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ დათქმა, რომ ნატოს წესდების მეხუთე მუხლი გავრცელდება მხოლოდ იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც აკონტროლებენ კიევი და თბილისი. ნატოს არ შეუძლია გააგრძელოს თავისი ღია კარის პოლიტიკა, თუკი პუტინს მეციხოვნის როლს დავაკისრებთ.

შეიჭრება თუ არა პუტინი უკრაინაში? ამ კითხვაზე პასუხი, მხოლოდ მან იცის. მაგრამ თუ ის ასე მოიქცევა, ჩვენ უკრაინაში უნდა გავგზავნოთ მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება და დავაწესოთ ეკონომიკური სანქციები, რომლებიც დაანგრევს რუსეთის ეკონომიკას. მათ შორის უნდა გავაუქმოთ გაზსადენი ,,ჩრდილოეთ ნაკადი-2.’’

უკრაინელები – ეს ბრძოლებში გამოწრთობილი ხალხია, რომელიც მზადაა იბრძოლოს თასვისუფლებისთვის, რასაც ევროპელების უმრავლესობა გაგებით ეკიდება. და ჩვენ თავისუფალი სამყაროს წევრებმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ისინი ასევე იბრძვიან ჩვენი თავისუფლებისთვის. ისტორია ადასტურებს, რომ აგრესორები არ კმაყოფილდებიან მეზობელი სახელმწიფოებით.

ნატო – ეს სამშვიდობო ალიანსია. ის მიისწრაფის რუსეთთან მშვიდობიანი თანამშრომლობისკენ და ცდილობს განიხილოს მოსკოვთან ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა, მაგრამ პუტინი ამგვარ თანამშრომლობას, უკიდურესად აძნელებს.

2014 წელსაც კი, როცა რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო წესრიგის აღიარებული ნორმები, ჩვენ ვცადეთ მასთან დიალოგი. დიალოგი აუცილებელია, მაგრამ ის უნდა წარიმართოს ჩვენი პირობებით. მოპირდაპირე მხარეს უნდა შევაგნებინოთ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ მოლაპარაკებებს მუქარისა და ესკალაციების ფონზე.

ნატო ვერ წარმართავს მოლაპარაკებეს, როცა მას რევოლვერის ლულა აქვს მიბჯენილი. თუ ჩვენ ახლა უკან დავიხევთ, ეს იქნება სიგნალი, როგორც დემოკრატიულ ქვეყნებისთვის, რომელთაც ჩვენი იმედი აქვთ, ისე ავტოკრატებისთვის, რომლებიც მოთქვამენ და აშინებთ ჩვენი თავისუფლება.

 

ანდერს ფოგ რასმუსენი – ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი.

By admin