EXXpress ავსტრია
აშშ და ისრაელი გმობენ ალავიტების, ქრისტიანებისა და სხვა რელიგიური უმცირესობების მასობრივ ხოცვა-ჟლეტას ისლამისტური მთავრობის ბოევიკების მიერ. ევროკავშირი კი აღშფოთებას იწვევს თავისი პოზიციით: ბრიუსელი დუმს ტერორის შესახებ და თავს არიდებს დამნაშავეების კრიტიკას
სირიის მეთაურის – აბუ მუჰამედ ალ-ჯულანის ჯიჰადისტებმა, 6-8 მარტის პერიოდში, მოკლეს არანაკლებ 830 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, ბევრი ქალი და ბავშვია. ამის შესახებ, იტყობინება ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის ცენტრი სირიაში. რეალური მსხვერპლი სავარაუდოდ მეტია – ზოგიერთი წყარო საუბრობს 2 000 მოკლულის შესახებ. უმეტესობას წარმოადგენენ – ალავიტები, თუმცა დაღუპულთა შორის არიან დრუზები, ქრისტიანები და ქურთები. ბრიუსელში, სადაც ორიოდე კვირის წინ გააუქმეს სანქციები ისლამისტური რეჟიმის მიმართ, არ აღიარებენ მომხდარს, განსხვავებით ვაშინგტონისა და იერუსალიმისგან.
აშშ რეაგირებს მტკიცედ – ისრელი აკრიტიკებს სირიის რეჟიმს
კვირას აშშ-მ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მტკიცედ დაგმო მოწყობილი სასაკლაო. სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა: „ შეერთებული შტატები გმობს რადიკალი ისლამისტი ტერორისტების ნამოქმედარს, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში ხოცავენ ხალხს სირიის დასავლეთში. ჩვენ ვუცხადებთ მხარდაჭერას რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებს სირიაში და გამოვხატავთ ღრმა თანაგრძობას დაღუპულთა ოჯახების მიმართ“…
ევროკავშირი წაყრუებას ამჯობინებს
ევროკავშირში სრულიად საპირისპირო პოზიცია უკავიათ – ნაცვლად იმისა, რომ მწვავედ გაეკრიტიკებინათ ისლამისტური მთავრობა და მისი ბოევიკები, მან ასადის ერთგული დაჯგუფებები დაგმო, რომლებმაც სცადეს წამოეწყოთ კონტრშეტევა.
განცხადებაში, რომელიც ევროკავშირის დიპლომატიურმა სამსახურმა 8 მარტს გამოაქვეყნა, ნათქვამია შემდეგი: „ევროკავშირი მტკიცედ გმობს ამასწინანდელ იერიშებს, რომლებიც სირიის სანაპირო რაიონებში, სავარაუდოდ წამოიწყეს ასადის მიმართ ლოიალურმა დაჯგუფებებმა გარდამავალი მთავრობის ძალების წინააღმდეგ.“
ამასთან ბრიუსელში სიტყვაც არ დაუძრავთ იმ ხოცვა-ჟლეტაზე, რომელიც ჯიჰადისტებმა მოაწყვეს. ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამით ევროპელები ცდილობენ, მიჩქმალონ მომხდარში „ჰაიათ თაჰრირ აშ-შამის“-ს როლი, რომელსაც მხარს უჭერს ევროპა.
გერმანია ისლამისტებთან დაახლოებას ცდილობს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინიტრმა განაცხადა, რომ უნდა შენარჩუნდეს სანქციები მხოლოდ ასადის მომხრეების მიმართ, „რომლებმაც ჩაიდინეს სერიოზული დანაშაულები“. ამასთან ის მხეცობა, რომელიც ჩაიდინა სუნიტურმა „ჰაიათ თაჰრირ აშ-შამის“ რეჟიმმა და მისმა ლიდერმა ალ-ჯულანიმ, არც კი არის ნახსენები.