Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Frankfurter Allgemeine Zeitung გერმანია

იოჰანეს პენეკამპი

 

კონფლიქტი რუსეთთან შეიძლება იქცეს „მთავრობა-შუქნიშანის“ პირველ დიდ საგარეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ გამოწვევად. შეერთებული შტატები ემუქრება პუტინს, რომელმაც მოახდინა უკრაინის საზღვართან სამხედრო ძალების კონცენტრაცია, შორსმიმავალი ეკონომიკური სანქციებით. ევროკავშირსა და გერმანიას, კვლავ მეორეხარისხოვანი როლი დაეკისრათ – მათ რჩებად ერთადერთი იმედი, რომ ყველაფერი კეთილად დასრულდება

თუ პუტინი გააგრძელებს სიტუაციის დაძაბვას, მაშინ ახალი სანქციები გარდაუვალია. ჯერჯერობით ყველა ლაპარაკობს, რომ სანქციებს, მთელი ტრანსატლანტიკური თანამეგობრობა დააწესებს. მოვლენათა სხვაგვარ განვითარებას – ფატალური შედეგი ექნება. ჯერ ერთი იმიტომ, რომ აშშ-სა და ევროკავშირს ერთნაირი ინტერესები ამოძრავებთ. და მეორე: ირანის მაგალითმა აჩვენა, რომ გერმანიასა და ევროკავშირს არ შეუძლიათ ამერიკული სანქციებისთვის გვერდის ავლა. საამისოდ ძალზე დიდია დოლარის ძალაუფლება და კომპანიების შიში, რომ თეთრი სახლი, მათ შავ სიაში მოახვედრებთ.

ახლა უმთავრესია საკითხი: რა სახის სანქციები იქნება პუტინისთვს უფრო მტკივნეული, თანაც ისეთი, რომ ისინი ევროკავშირს ბუმერანგივით არ მიუბრუნდეს. რუსეთის სუსტი წერტილი – ნედლეულის სექტორია. სამწუხაროდ, გერმანიას, რომელიც პუტინისგან გაზის უმსხვილესი შემსყიდველია, არ შეუძლია ამ წერტილში ზომაზე მეტად დაარტყას, რადგან არ სურს სამომავლოდ ენერგომატარებლებზე ფასების კიდევ უფრო გაზრდა. ამდენად, გერმანიის ახალმა მთავრობამ, დღესვე უნდა გადაწყვიტოს, რა ფასის გადახდა უღირს იმისთვის, რომ რუსეთის პრეზიდენტს თავისი ადგილი მიუჩინოს.

ამ შემთხვევაში, კოზირი შესაძლოა აღმოჩნდეს პროექტი, რომელიც, როგორც დღეს ითვლება, ჩვენ ფედერაციულ რესპუბლიკას რუსეთზე დამოკიდებულს ხდის: „ჩრდილოეთ ნაკადი-2“. იმ დროს, როცა ახალ კანცლერს ჯერ კიდევ ვერ გაურკვევია თავისი დამოკიდებულება ნავთობსადენისადმი, ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, მას მოლაპარაკების საფუძვლად იყენებს. ის იმუქრება, რომ თუ პუტინი უკრაინაში შეიჭრა, გაზი ამ მილით ვერსად მივა. ამ მუქარასთან მიერთება, ფედერალური ხელისუფლებისთვის იქნებოდა პირველი ნაბიჯი, რათა პუტინთან ბრძოლაში, ის უბრალო დამკვირვებლად არ მიიჩნიონ. ეს იქნებოდა ნათელი სიგნალიც იმისა, რომ მოვლენათა მშვიდობიანი განვითარების შემთხვევაში, გაზსადენი შესაძლოა ამოქმედდეს. ამგვარ მკაფიო პოზიციას შეიძლება – მხოლოდ და მხოლოდ მიესალმო.

By admin