Newsweek აშშ
ჯერარდ კაონგა
რესპუბლიკელი სენატორი როჯერ უიკერი თვლის, რომ აშშ-მ არ უნდა გამორიცხოს სამხედრო ჩარევის შესაძლებლობა და არც ბირთვული დარტყმა, როცა საქმე ეხება რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ
7 დეკემბერს, ნეილ კავუტოსთან FOX NEWS- ზე საუბრის დროს, მან ასევე აღნიშნა, რომ ჯარის გაგზავნა უკრაინაში – კიდევ ერთი ვარიანტია, რომელიც ბაიდენმა მხედველობაში უნდა იქონიოს.
„ჩვენ ვუშვებთ შეცდომას, როცა უკუვაგდებთ რაიმე იდეას. იმედი მაქვს, პრეზიდენტი, ასეთ ვარიანტს არ გამორიცხავს.“
კავუტომ მოითხოვა განმარტება, თუ რა იგულისხმებოდა სამხედრო მოქმედებებში. უიკერის აზრით, აშშ-მ უნდა განიხილოს ორივე ვარიანტი.
„სამხედრო მოქმედებები, ნიშნავს შავ ზღვაში ჩვენი ხომალდების გამოყენებას და რუსეთის პოტენციალის განადგურებას, აი, რა უნდა ვიგულისხმოთ ამაში – უპასუხა მან – ეს ნიშნავს ჩვენ მონაწილეობას. მე ამაზე უარს არ ვიტყოდი, ისე, როგორც ჩვენი ჯარისკაცების ადგილზე მივლინებაზე.
ჩვენ არ გამოვრიცხავთ შესაძლებლობას, პირველმა გამოვიყენოთ ბირთვული იარაღი, რაც არ ნიშნავს, რომ ეს აუცილებლად მოხდება, მაგრამ არსებობს რეალობა, როცა რამის გამორიცხვა არ შეიძლება, თუ გსურს, რომ მტკიცედ გამოიყურებოდე.
მე ვთვლი – პრეზიდენტმა უნდა განაცხადოს, რომ განიხილება ყველა ვარიანტი. გულწრფელად გითხრათ, ჩემამდე, თქვენ შოუს სტუმრობდნენ დემოკრატები, რომლებმაც თქვეს, რომ უნდა გამოვიჩინოთ მეტი სიმკაცრე. მე ვეთანხმები და ვაფასებ ამას.
ვფიქრობ, ამით ისინი იგრძნობენ იმ აღშფოთებას, რომელიც არის კონგრესში. თავისუფალი, დემოკრატიული უკრაინის დაკარგვა რუსული თავდასხმის შედეგად, იქნება გარდამტეხი მომენტი თავისუფალი ევროპისთვის.“
აშშ-სა და რუსეთს შორის დაძაბულობა მატულობს, ევროპაში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენების ფონზე.
რუსეთი სამხედრო ძალებს ზრდის უკრაინის საზღვართან და ეს იწვევს წუხილს იმის თაობაზე, რომ პუტინი, შესაძლოა შეიჭრას უკრაინაში.
ორშაბათს, ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ აშშ-ს არ სურს სამხედრო კონფლიქტი რუსეთთან უკრაინის გამო და იმედი აქვს, რომ მოხერდება სიტუაციის დეესკალაცია.
„ასე ვიტყოდი: აშშ არ ცდილობს, აღმოჩნდეს იმ ვითარებაში, როცა ჩვენი კონტრზომები, მოიცავს სამხედრო ძალის პირდაპირ გამოყენებას. აქ, იგულისხმება უკრაინელი სამხედროების მხარდაჭერა, მძლავრი ეკონომიკური კონტრზომები და ნატოს წევრი ჩვენი მოკავშირეების მხარდაჭერა და მათი პოტენციალის გაზრდა, რათა უზრუნველვყოთ მათი უსაფრთოება“- თქვა მან.
სამშაბათს, ბაიდენმა და პუტინმა გამართეს ონლაინ შეხვედრა, რათა მოხერდეს ორმხრივი შეშფოთების გაქარწყლება.
Newsweek-მა თეთრ სახლს, ამ საკითხზე კომენტარებისთვის მიმართა.