Bloomberg აშშ
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა პირობა დადო, რომ მისი მთავრობა გააკეთებს „ყველაფერს“, რათა უზრუნველყოს ბუნებრივი აირის უკრაინიდან ტრანზიტი და არ დაანებებს რუსეთს, რომ მან „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ გამოიყენოს – ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ეკონომიკის დასაზიანებლად.
პოლონეთში სამსაათიანი ვიზიტის დროს, გერმანიის ახალმა ლიდერს არ უთქვამს, კონკრეტულად რა ზომებს მიმართავს მილსადენის წინააღმდეგ, თუ რუსეთმა გააგრძელა თავისი სამხედრო ძალების თავმოყრა უკრაინის საზღვრებთან.
საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი კიდევ უფრო შორს წავიდა და აღნიშნა, რომ „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ არ შეესაბამება გერმანიის მარეგულირებელი ორგანოების მოთხოვნებს, რომლებმაც გასულ თვეში შეაჩერეს მილსადენის სერტიფიცირება იმის გამო, რომ „გაზპრომის“ ოპერატორმა, ვერ შექმნა კომპანიის შესაბამისი დანაყოფი გერმანიაში.
„ამ მომენტისთვის მილსადენი არ არის სერტიფიცირებული, რადგან ის არ შეესაბამება ევროპის ენერგეტიკულ კანონმდებლობას, უსაფრთხოების საკითხები კი დღემდე არ მოხსნილა დღის წესრიგიდან“ – განაცხადა ტელეკომპანია ZDF-თან ინტერვიუში ბერბოკმა.