Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

The Times დიდი ბრიტანეთი

მაიკ მერითი

 

მწერალმა ჯოან როულინგმა გააცოცხლა დიდი ხნის დისკუსია სქესის შესახებ და პოლიციის ახალ პოლიტიკას ბრალდებულ-ტრანსგენდერთა მიმართ – „ორიელისეული“ უწოდა

შოტლანდიის პოლიციამ დაადასტურა, რომ მოძალადეს – მამაკაცის აგებულებით, დაარეგისტრირებს, როგორც ქალს, თუ ეს უკანასკნელი თავს ასეთად მიიჩნევს – განურჩევლად იმისა, კანონიერად შეიცვალა მან სქესი, თუ არა.

მოახდინა რა „ორაზროვნების“ ციტირება – ჯორჯ ორუელის რომანიდან „1984“ (მეთოდი, როცა მოქალაქეებს შთააგონებენ ურთერთგამომრიცხავ იდეებს, რათა მათ დაკარგონ რაციონალურად განსჯის უნარი და დაუპირისპირდნენ სახელმწიფოს), როულინგმა ტვიტერზე დაწერა: „ომი – ეს მშვიდობაა. თავისუფლება – მონობა. უპატივცემლობა – ძალა. მოძალადე მამაკაცის ასოთი კი –  ქალი“.

შოტლანდიის პოლიციის კურსს, უკვე მოჰყვა  რისხვა. შოტლანდიის ნაციონალური პარტიის ყოფილმა იუსტიციის მდივანმა, კენი მაკასკილმა იკითხა, თუ როგორ აპირებდა პოლიცია ებრძოლა გაუპატიურებასთან ახალი კანონებით, რომლებიც მოწოდებულია – ცხოვრება შეუმსუბუქოს იმ პირებს, ვინც თვითინდენტიფიკაციას, როგორც საპირისპირო სქესის წარმომადგენლი, ისე ახდენს. მთავარი კონსტებელის თანაშემწემ, გარი რიჩიმ განმარტა, რომ არსებობს რამდენიმე სცენარი, რომელთა მიხედვით, მოძალადე შეიძლება გატარდეს, როგორც ქალი – მათ შორის იმ შემთხვევაში, როცა გამაუპატიურებელი „პირი, დაბადებულია მამაკაცად, მაგრამ თვითიდენტიფიკაციას ახდენს ქალად –  მიუხედავად იმისა, ექნება მას საპირისპირო სქესის წარმომადგენლად აღიარების სრულყოფილი მოწმობა, თუ არა.“

შოტლანდიის 2009 წლის კანონი სექსუალური დანაშაულებათა შესახებ, გაუპატიურებას განმარტავს, როგორც სასქესო ორგანოთი შეღწევას სხვა ადამიანში, ამ უკანასკნელის ნებართვის გარეშე.

ედინბურგის 56 წლის მაცხოვრებელი – როულინგი, ადრეც აკრიტიკებდა ნაბიჯებს, რომლებიც სქესობრივ თვითიდენტიფიკაციის მიმართულებით იდგმებოდა. თავისი ბოლო გამონათქვამებით, მან კიდევ ერთხელ გააჩაღა ცხარე დისკუსია სოციალურ ქსელებში.

გუშინ კენტებერის არქიეპისკოპოსმა, პატივცემულმა ჯასტინ ვებლიმ The Times-ის რადიოს განუცხადა, რომ მხარს უჭერს ტრანსგენდერთა საკითხის სამართლებრივ ჭრილში განხილვას. „სიტყვის თავისუფლება, იმიტომაა აუცილებელი, რომ გვეხმარება ჭეშმარიტების დადგენაში და საზოგადოებას უფრო მიმტევებელსა და სამართლიანს ხდის“ – თქვა მან.  „თუ ადამიანებს არ შეუძლიათ თავისი აზრის გამოთქმა, როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ის…მე ახლა არ ვეწევი ტრანსგენდერთა საკითხის კომენტირებას…ყველას უნდა შეეძლოს თავისი მოსაზრების გამოთქმა, თუ სათქმელი, სიძულვილით არა არის გამსჭვალული.“

მაკასკილმა, რომლის პარტიამაც მარტში დაამარცხა ალექს სალმონდის პოლიტიკური ორგანიზაცია „ალბა“, გაკიცხა შოტლანდიის პოლიციის პოზიცია. მან განაცხადა: „მე იურისტად 20 წელი ვიმუშავე, იუსტიციის მდივნად კი თითქმის 8 წელი. ამ დროის განმავლობაში მრავალი იურიდიული კაზუსი მინახავს. მაგრამ მსგავსი არაფერი, თანაც ეს სახიფათოა. ეს ფიზიკურად შეუძლებელია. ტიპური შემთხვევაა, როცა დოგმა ბატონობს საღ აზრზე. ეს მიაყენებს ვნებას ქალ-მსჯავრდებულებს, ხოლო დანაშაულის ასე რიგად მნიშვნელოვანი სტატისტიკა – უსარგებლო გახდება“

დეტექტივ-სუპერინტედანტმა ფილ კაპალდიმ განაცხადა: „სქესობრივი/გენდერული იდენტიფიკაცია იმ პირებისა, რომლებიც ექცევიან პოლიციის დაქვემდებარებაში, განხორციელდება მათი თვითშემეცნების შესაბამისად – ეს სავსებით ჯდება ჩვენი ორგანიზაციის ღირებულებებში. შოტლანდიის პოლიცია, არ ითხოვს არავითარ დადასტურებას ან მოწმობას ბიოლოგიური სქესისა და გენდერული იდენტიფიკაციის შესახებ, გარდა ადამიანის თვითიდენტიფიკაციისა. გამონაკლისია –  გამოძიება, რომელიც კონკრეტული ქალის, თუ მამაკაცის მიმართ იწარმოება.“

By admin