Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Bloomberg აშშ

ევა კრუკოვსკა

 

                 –   მიწოდების შეფერხების შიშით, ფასები გაზსა და ელექტროენერგიაზე, მკეთრად გაიზარდა

                – ევროკავშირის მეთაურები ენერგეტიკულ კრიზისს, ამ კვირაში განიხილვენ

ენერგეტიკული კრიზისი ევროპაში, ზრდის წნეხს ბიუჯეტებზე, რადგან მთავრობები იძულებულნი არიან გაზარდონ ხარჯები, რათა დაეხმარონ მომხმარებლებსა და ბიზნესს იმ სიძნელეების გადალახვაში, რაც უკავშირდება გათბობისა და ელექტროენერგიის გაძვირებას. ეს პრობლემები, შესაძლოა ზამთრის შემდეგაც შენარჩუნდეს.

საწვავის რეკორდული ფასები, იქცა სერიოზული პოლიტიკური პრობლემების წყაროდ კონტინენტზე და ევროკავშირის ხელმძღვანელობამ, რომელმაც უზარმაზარი სახსრები შეალია პანდემიის პერიოდში ეკონომიკის სტიმულირებას, ხუთშაბათს, კიდევ ერთხელ განიხილავს ამ საკითხს -ევროკავშირის სამიტზე.

27-დან – 20 ქვეყანამ მიიღო იმ დარტყმის შემარბილებელი ზომები, რომელიც მიადგათ დაუცველ მომხმარებლებსა და შინამეურნეობებს. როგორც ევროკომისია აღნიშნავს, ყველაზე ეფექტიან ზომად გადასახადების შემცირება იქცა.

დახმარების, მათ შორის ფულადის, ვაუჩერების და სხვა დროებითი ზომების ხარჯი – 3.4 მილიარდს მიაღწევს. ამით ელექტროენერგიისა და გათბობის საფასურს გადაიხდის 41 მილიონი მომხმარებელი და 7.6 მილიონი მცირე კომპანია. ამის შესახებ, ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებს სამიტამდე დაეგზავნათ.

მაგალითად, იტალია გაიღებს 1.8 მილიარდ ევროს მომხმარებელთა დასაცავად, რის შესახებაც, გვაცნობეს სანდო წყაროებმა. ჯამურად ევროკავშირის ქვეყნებისთვის გაწეული და დაგეგმილი ხარჯების მოცულობა, ათობით მილიარდ ევროს შეადგენს. ასეთ შეფასებას აკეთებს ბრიუსელში არსებული კვლევითი ორგანიზაცია – BRUEGEL-ი.

„ეს მნიშვნელოვანი ზომებია – გვითხრა ამ ორგანიზაციის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა – სიმონე ტაგლიაპიეტრამ – ციფრები გვიჩვენებს, რომ ამ ზომების სახელმწიფოთა მხრიდან დაფინანსება, დიდხანს ვერ გასტანს, ხოლო ხანგრძლივი საფასო კრიზისი ენერგორესურსებზე, მთავრობებს უუნაროდ აქცევს მომხმარებებლთა დაცვის საქმეში“.

ევროპისთვის რისკები იზრდება. ბუნებრივი აირის მარაგები წლის ამ დროისათვის, რეკორდულად მცირეა, რუსეთი კი, რომელიც ევროკავშირისთვის საწვავის მთავარი მიმწოდებებლია, სამხედრო ძალებს თავს უყრის უკრაინასთან, ქმნის კონფლიქტის საფრთხეს, რაც მიწოდებებს კიდევ უფრო ძლიერად დაარტყამს.

ასეთი დაპირისპირების პირობებში, გაურკვეველია რუსული „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის ბედი, რომელიც გერმანიისკენ მიემართება. გასულ კვირას, პოლონეთმა განაცხადა, რომ ალიაქოთი ენერგეტიკულ ბაზარზე გაგრძელდება იქამდე, ვიდრე არ მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას პროექტის დამტკიცების შესახებ. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა პირობა დადო, რომ „ გააკეთებს ყველაფერს“, რათა კრემლმა უკრაინის გავლით ევროპაში საწვავის ტრანზიტი არ შეწყვიტოს.

ამასობაში, მეზობელ ბელორუსში გეოპოლიტიკური დაძაბულობა იზრდება. პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ისევ იმუქრება, რომ შეაჩერებს  ენერგორესურსების მიწოდებას ( რაც ამ ქვეყნის გავლით ხდება), თუ დასავლეთი გააგრძელებს სანქციების დაწესებას მიგრანტებთან დაკავშირებული უკმაყოფილების გამო.

ევროკავშირმა შეიმუშავა მომხმარებლებსა და ბიზნესზე ტვირთის შემსუბუქების გეგმა. ის ითვალისწინებს ენერგორესურსების შენახვის პირობების გამკაცრებასა და გათბობის სეზონისთვის საწვავის მარაგების გაზრდას. ამის შემდეგ, ევროკავშირი აპირებს, უარი თქვას საწვავის იმპორტზე და გადავიდეს განახლებად წყაროებზე.

მაგრამ ბიუჯეტები უკვე გამოფიტულია კოვიდ-19-ის პანდემიის მიზეზით და ეს ზღუდავს ევროკავშირის ქვეყნების შესაძლებლობებს – დაეხმარონ გაჭირვებულებს.

By admin