Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Обозреватель უკრაინა

ტატიანა გაიჯევსკაია

 

გერმანიის ყოფილი კანცლერი – ანგელა მერკელი, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ბლოკირებას, ჯერ კიდევ 2008 წელს ახდენდა. ახალი ხელისუფლების პირობებში, უკრაინას აქვს შანსი, სიტუაცია შეცვალოს

კერძოდ, საჭიროა გერმანიის პარლამენტის იმ წევრებთან თანამშრომლობა, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინისთვის  სამხედრო დახმარების გაწევას. ასეთი აზრი გამოთქვა, ტელეარხ OBOZREVATEL-ის ეთერში, უკრაინის გენშტაბის მეთაურის ყოფილმა თანაშემწემ, გენერალ-ლეიტენანტმა – იგორ რომანენკომ.

„მერკელი ბლოკირებას, არა მარტო ბოლო დროს ახდენდა. ის ამას აკეთებს 2014 წლიდან და აკეთებდა კიდევ უფრო ადრე – 2008 წელს, როცა ნატომ უარი თქვა უკრაინისა და საქართველოსთვის ალიანსის სამოქმედო გეგმის მინიჭებაზე. ასეთ პირობებში, რუსეთმა დაიწყო ომი საქართველოში, შემდეგ კი უკრაინაში“ – აღნიშნა მან.

გენერლის თქმით, „ნორმანდიული“ ფორმატის არაეფექტიანობაც, გარკვეულ წილად, მერკელის პოზიციით იყო განპირობებული. „მას პატივს მიაგებენ გერამანიაში, მაგრამ ჩვენი მხრიდან, მისი საქმიანობა უკრაინის საკითხში, კრიტიკულად უნდა შეფასდეს“ – თქვა მან.

რომანენკომ აღნიშნა, რომ გერმანიის ახალი მეთაური ოლაფ შოლცი პრორუსული განწყობისაა, მაგრამ არის მასთან მუშაობის შესაძლებლობები“. გენერალმა შეგვახსენა, რომ შოლცის პარტიის ზოგიერთი წევრი, ემხრობა უკრაინის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების იდეას.

„გერმანიის პარლამენტში „მწვანეების“ წარმომადგენელი ანაბელა ბერბოკი – „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის წინააღმდეგია და ემხრობა უკრაინისთვის დახმარების გაწევას“ –  აღნიშნა რომანენკომ.

მან გამოთქვა რწმენა, რომ გერმანიის საერთო პოზიცია უკრაინის მიმართ უკეთესობისკენ შეიცვლება. „ყველაფერი დამოკიდებული იმაზე, რამდენად მიზანდასახულად და სრულფასოვნად ვიმუშავებთ საამისოდ“ –  შეაჯამა მან.

როგორც OBOZREVATEL-ი წერდა, გამოცემა  Bild-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ მერკელი აბრკოლებდა ნატოს ფარგლებში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას. კერძოდ ლაპარაკია აშშ-დან მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანების –  Barrett M 82-ისა და ლიეტუვადან – დრონების საწინააღმდეგო კომპლექსების – EDM4S-UA-ის გამოგზავნაზე.

By admin

You missed