Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Daily Mail  დიდი ბრიტანეთი

ელენა სალვონი

 

ემანუელ მაკრონის კანცელარიამ აღიარა, რომ ბრიჟიტმა კამათის დროს  ქმარს ხელი დაარტყა. ამას ადასტურებს კადრები, რომლებშიც ხომალდის ვიეტნამში დაშვებისთანავე, პირველი ლედი მეუღლეს სახეში სილას უტყლაშუნებს

საინფორმაციო სააგენტო  Associated Press-ის გამაოგნებელ ვიდეორგოლში, რომელიც კვირა საღამოს არის გადაღებული, ჩანს თუ როგორ იღება ბორტი ერთის კარი და კამერა „იჭერს“ საფრანგეთის პრეზიდენტს.

ამის შემდეგ, კარის ღრიჭოში გაკრთება თუ  როგორ ეშვება ბრიჟიტის ხელი მეუღლის სახეზე.

პრეზიდენტი თავიდან შეძრწუნებული ჩანს, შემდეგ სწრაფად მოდის გონს, ბრუნდება და მაყურებელს ხელის დაქნევით ესალმება კარის ჩარჩოში მდგარი.

ბრიჟიტ მაკრონის ფიგურა შეყუჭულია თვითმფრინავის სალონში, ამდენად შეუძლებელია – მისი გამომეტყველების ან სხეულის ენის „წაკითხვა“.

შემდეგ წყვილი ეშვება ტრაპზე – ოფიციალური მიღებისთვის. თუმცა ბრიჟიტ მაკრონი დემონსტრაციულად უგულვებელყოფს მეუღლის გაწვდილ ხელს.

თავიდან მაკრონის კანცელარია უარყოფდა ამ ჩანაწერის ნამდვილობას, თუმცა მოგვიანებით, მან ეს დაადასტურა.

პრეზიდენტის ერთ-ერთმა თანამოაზრემ, ამ ინციდენტს უმნიშვნელო „კამათი“ უწოდა.

ელისეს სასახლის ეს ჩინოვნიკი შეეცადა, დაეკნინებინა ამ ეპიზოდის მნიშვნელობა და უარყო წყვილის ერთმანეთთან დაპირისპირება – ისინი ქორწინებაში იმყოფებიან 2007 წლიდან: „ამ შემთხვევაში, პრეზიდენტი და  პირველი ლედი განტვირთვას ცდილობდნენ და ისინი უბრალოდ ანცობდნენ“.

„ეს იყო ერთიანობის წამი“ – ირწმუნებოდა ჩინოვნიკი.

პრეზიდენტის მეორე თანამოაზრემ, ასევე დაამცრო ეპიზოდის მნიშვნელობა.

„ეს იყო ერთად ყოფნის მომენტი, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა კონსპიროლოგებისთვის, რომ მათ განევითარებინათ  გაქცეული თეორიები“ – აღნიშნა ხსენებულმა  წყარომ. მან  პრორუსული პროფილები ამხილა, სოციალურ ქსელებში  ნეგატიური კონტარების გავრცელების ხელშეწყობაში.

ვიდეორგოლი მალე ვირუსივით მოედო სოცალურ ქსელებს, რადგან საფრანგეთის პრეზიდენტის ავისმოსურნეებმა, ის სწრაფად გაავრცელეს

თვის დასაწყისში, საფრანგეთმა ხელაღებით უარყო ბრალდება იმის შესახებ, რომ პრეზიდენტმა მაკრონმა გადამალა კოკაინის შეკვრა, როცა ფოტოგრაფების წინ პოზირებდა კირ სტარმერთან და ფრიდრიჰ მერცთან ერთად.

სამეულმა თავი მოიყარა მატარებელში, რომელიც პოლონეთიდან უკრაინისკენ მიემართებოდა, რათა შეხვედროდა პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის. ამით ევროპის ლიდერებს სურდათ ზეწოლა მოეხდინათ პუტინზე, რომ ეს უკანასკნელი დათანხმებოდა ცეცხლის შეწყვეტას.