Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Kauppalehti / ფინეთი

სარედაქციო წერილი

 

  უკრაინაში დაწყებული კონფლიქტიდან წელიწადნახევრისა და ამის შედეგად დაწესებული სანქციების შემდეგ, რუსეთის ეკონომიკას არ მიუღია ისეთი ძლიერი დარტყმა, როგორსაც ელოდნენ. ის ზიანდება სანქციებისგან, მაგრამ კოლაფსი არ ემუქრება, უფრო პირიქით

რუსეთის საგარეო ვაჭრობა, ახლა რეკორდულ ნიშნულზეა. საქონლისა და მოსახურების ექსპორტი 2022 წელს გაიზარდა – 628 მილიარდ დოლარამდე. ადრინდელი  რეკორდი – 590 მილიარდი დოლარი, დამყარდა 10 წლის წინ. მთლიანობაში რუსეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვა არის იმ დონეზე, რაც იყო კორონავირუსის პანდემიამდე.

დასავლეთმა შეამცირა რუსეთთან ვაჭრობა, მაგრამ რუსეთის საგარეო ვაჭრობის მოშლა, მან ვერ მოახერხა, ამბობს კარი ლიუჰტო, ტურკუს საერთაშორისო ბიზნესის უნივერსიტეტის პროფესორი.

2022 წლის სექტემბერში, ჩინეთი იქცა რუსეთის უმსხვილეს პარტნიორად და ბოლო, 2023 წლის მაისის მონაცემებით, ჩინეთის წილმა შეადგინა 40%-ზე მეტი რუსეთის მთლიან საგარეო ვაჭრობაში. S&P Global-ის მონაცემებით, 2022 წელს, რუსეთი გახდა ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი ჩინეთში, გადაუსწრო რა საუდის არაბეთს. 2023 წლის მაისში, ევროკავშირის წილმა რუსეთის საგარეო ვაჭრობაში – შეადგინა 10% (მიუხედავად სანქციებისა).

სანქციებთან დაკავშირებულ მთავარი პრობლემას, წარმოადგენს შუამავალი. მაგალითად 2023 წელს, ფინეთმა მოულოდნელად დაიწყო სატვირთო ავტომობილების გაყიდვა ყაზახეთსა და ყირგიზეთში. დიდია იმის ალბათობა, რომ ეს მანქანები საბოლოოდ რუსეთში იგზავნება – სამხედრო დანიშნულებით გამოსაყენებლად.

გაზაფხულზე იტყობინებოდნენ, რომ მოსკოვი აგრძელებდა იმ დასავლური  პროდუქციის შეძენას, რომლის ექსპორტიც რუსეთში აკრძალულია – ესაა ელექტრონიკა და სატელეფონო მოწყობილობები…

… ლიუჰტოს შეფასებით, მალე ინდოეთი და ჩინეთი გახდებიან რუსეთის უმთავრესი პარტნიორები და არა ევროკავშირი.  რუსეთში –   თურქეთიდან იმპორტი გაიზარდა – 4 -ჯერ, რუსული ექსპორტი ინდოეთში კი 5-ჯერ.

ეს მოულოდნელი საჩუქარია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ხაზინისთვის.

ფინეთის ბანკთან არსებული გარდამავალი ეკონომიკების ინსტიტუტის (BOFIT) მონაცემებით, რუსეთის ეკონომიკა ზიანდება ომის გამო, მაგრამ უკვე გამოდის ვარდნიდან, რაც აღინიშნა 2022 წლის გაზაფხულზე. ბოლო პროგნოზით, 2023 წელს, რუსეთში უკვე ელიან მშპ-ს ზრდას 0.5-1.5%-ის ფარგლებში. ეს მაჩვენებელი უკეთესია, ვიდრე ფინეთის საპროგნოზო მონაცემი.

უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებული, დუბაიში გამართული მოლაპარაკებების მთავარი შედეგი ისაა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს შემდეგი შეხვედრის გამართვას. რუსეთის ხაზინის გამტკიცებაში – ჩინეთის როლი უმნიშვნელოვანესია.

ჩინეთს – რუსეთიდან იმპორტი, სხვა მიმართულებით რომ ჩაენაცვლებინა, რუსეთს კონფლიქტის გაგრძელება ძალზე გაუჭირდებოდა. დასავლეთს სწორედ ამის იმედი აქვს, მაგრამ სურვილი და რეალობა, ერთმანეთს არ ემთხვევა.

 

By admin