Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

ILTALEHTI  ფინეთი

მატი ტანერი

 

  რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, 2022 წელს, ფინეთში მკვეთრად გაიზარდა ჩატარებული  საბრძოლო მომზადების კურსების რაოდენობა. ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე, ფინეთის თავდაცვის ძალებმა მოამზადეს დაახლოებით 19 000 რეზერვისტი. როგორც გენერალური შტაბი იუწყება, შარშანდელ კურსებზე მონაწილეობა მიიღო 80 ათასამდე რეზერვისტმა

სამხედრო მომზადების კურსებისა და სწავლებების პოპულარობა მოხალისეებში, იმდენად გაიზარდა, რომ ყველა მსურველი ვერ დააკმაყოფილეს.

2022 წელს, მოხალისეთა ეროვნული თავდაცვის სწავლებებზე, რომელსაც ორგანიზაციას უწევდა თავდაცვის კადრების მომზადების ნაციონალური ასოციაცია, სამხედრო უნარები შეიძინა 17 ათასმა ფინელმა. თავდაცვის ძალების წვრთნებში მონაწილეობდა დაახლოებით 8,4 ათასი მოხალისე.

მოხალისეთა სწავლებამ ასეთი მასშტაბები შეიძინა დაფინანსების გაზრდის შედეგად. თავდაცვის ძალებისთვის – მთლიანობაში გამოიყო 29 მილიარდი ევრო, საიდანაც 700 მილიონი 2022 წელზე მოდიოდა, დანარჩენი სახსრები კი 2023–27 წლებზე გადანაწილდება. დაფინანსების შეკვეცის ადრინდელ გადაწყვეტილებაზე – უარი ითქვა.

თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალმა ტიმო კივინენმა, დეკემბერში გამოცემა Iltalehti-ს უთხრა, რომ სამხედრო მომზადების კურსების ასეთი რაოდენობა, შენარჩუნდება მომდევნო წლებშიც. მისი თქმით, რეზერვისტთა რაოდენობა, რომლებიც წელს მომზადდა, დარჩება იგივე, რაც დღეს არის.

,,მომდევნო წლების გეგმას, მოგვიანებით დავამტკიცებთ’’- თქვა კივინენმა.

                                                     ,,მოსაწვევები დაგზავნილია’’

გენერალური შტაბის ცნობით, თავდაცვის კადრების ნაციონალური ასოციაცია, შეიმუშავებს ახალ პროგრამებს, რომლებიც მეტ რეზერვისტზე იქნება გათვლილი.

,,ეფექტიანი რეზერვი – ფინეთის თავდაცვის საფუძველია, ხოლო სამხედრო მომზადების კურსი, სამხედრო  სამსახურის საკვანძო ელემენტია. შეიძლება ითქვას, რომ რეზერვი აქტიურად გამოეხმაურა მოწოდებას, მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის თავდაცვაში. სამხედრო მომზადების გაძლიერებულმა კურსებმა, ბევრი მოითხოვა პირადი შემადგენლობისაგანაც’’- განაცხადა გენერალური შტაბის საწვრთნელი პროგრამის მეთაურმა, პოლკოვნიკმა კარი პიეტილაინენმა.

კივინენმა Iltalehti-ს  შეატყობინა, რომ გაზრდილი დაფინანსების შედეგად, შესაძლებელია შეიარაღებული ძალების შემადგენლობის გაზრდაც. მეორე ანგარიშში თავდაცვის შესახებ, რომელიც შემოდგომაზე დაამტკიცეს, გადაწყდა შემადგენლობის 600 კაცით გაზრდა.

,,ასამდე კაცმა უკვე შეავსო ჩვენი რიგები, დარჩენილი რამდენიმე ასეულის შერჩევა, მოხდება დაჩქარებული წესით’’- თქვა კივინენმა.

რეზევისტთა გამოხმაურებით თუ ვიმსჯელებთ, თავდაცვის ძალების ინსტრუქტორებმა ბევრს მიაღწიეს მოხალისეთა მომზადების საქმეში. გამოკითხვით დადგინდა, რომ რეზერვისტები კმაყოფილნი არიან გავლილი კურსით. ინსტრუქტორებმა უმაღლესი შეფასება  მიიღეს რეზერვისტებისაგან: 4,8 ქულა – ხუთბალიანი შკალით. მონაწილეებმა ასევე ხაზი გაუსვეს ერთიანობის განცდას სწავლებებზე, რეზერვისტების სულისკვეთებასა და პირად მოტივაციას – დაიცვან საკუთარი სამშობლო.

 

 

By admin