BBC დიდი ბრიტანეთი
მალუ კურსინო
დნიპროს მერმა განაცხადა, რომ ნაკლებსავარაუდოა, შაბათს, აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქში, საცხოვრებელ კორპუსზე რუსული რაკეტის მოხვედრას, კიდევ ვინმე გადარჩენოდა
9-სართულიანი სახლის მთელი სექცია ჩამოინგრა და ქალაქის ადმინისტრაციის მტკიცებით, დაიღუპა სულ ცოტა 35 ადამიანი. გადარჩენის ოპერაცია გრძელდება.
ქალაქის მერ ფილტოვის თქმით, შანსი იმისა, რომ გადარჩენილებს კიდევ აღმოაჩენენ, მინიმალურია.
მოსკოვში, სახელმწიფო ტელემაუწყებელზე გამოსვლისას, რუსეთის პრეზიდენტი – ვლადიმერ პუტინი ამტკიცებდა, რომ სამხედრო ოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
კიევი, ხარკოვი და ოდესა – ასევე დაზარალდა შაბათის თავდასხმების შედეგად, რომლებიც მოსკოვის თქმით, მიმართული იყო უკრაინის სამხედრო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა – მათეუშ მორავეცკიმ, სარაკეტო დარტყმებს ,,არაადამიანური’’ უწოდა და დაამატა, რომ ,,რუსეთი შეგნებულად სჩადის სამხედრო ბოროტმოქმედებას სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ.“
პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ,,ყველაფერი ვითარდება თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის გეგმის ფარგლებში.’’
ბელორუსში, რომელიც უკრაინას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება, ორშაბათს იწყება ბელარუს-რუსეთის სამხედრო-საჰაერო სწავლება. ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო მოითხოვს, რომ ის იყოს თავდაცვითი ხასიათის, თუმცა არის საფრთხე, რომ მოსკოვი აიძულებს მინსკს, ჩაერთოს ომში უკრაინის წინააღმდეგ. ბელარუსი იყო ერთ-ერთი სასტარტო პლატფორმა, გასული წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრისა.
კვირას, თავის საღამოს გამოსვლაში, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მიიღო თანაგრძნობის შეტყობინებები მთელი მსოფლიოდან. მან დაგმო რუსი ხალხის ,,ლაჩრული დუმილი’’ დნიპროზე თავდასხმის საკითხზე.
თავის გამოსვლაში, ის გადავიდა რუსულ ენაზე და განაცხადა, რომ სურს მიმართოს მათ, ვინც ახლაც კი ვერ იღებს ხმას – ამ ტერორის გასაკიცხად. ,,თქვენი ლაჩრული დუმილი, თქვენი მცდელობა დაელოდოთ შედეგს თუ როგორ დასრულდება ყოველივე, მოიტანს იმას, რომ ეს ტერორისტები ერთ დღეს თქვენთან მოვლენ.’’
მანვე დასძინა, რომ დარტყმას ემსხვერპლა 15 წლის გოგონა, ხოლო 2 ბავშვი ობლად დარჩა. 2 კვირაა გასული რუსული შეტევიდან, რომელიც უკრაინის ენერგოსისტემაზე განხორციელდა. შაბათს ზელენსკიმ განაცხადა, რომ ხარკოვისა და კიევის ოლქების ინფრასტრუქტურა ძლიერ დაზიანდა.
თავდასხმის შემდეგ, უკრაინის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანიამ – ,,უკრენერგომ’’, ყველა რეგიონში, დროებით შემოიღო სადღეღამისო შეზღუდვები. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ განაცხადა, რომ უახლოესი დღეები იქნება – ,,მძიმე.’’
ნატოს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა კვირას განაცხადა, რომ უკრაინა უნდა ელოდოს მძიმე ტექნიკით დახმარებას დასავლეთის ქვეყნებიდან.
,,ამასწინდელი დახმარება, მძიმე სამხედრო ტექნიკით, არის მნიშვნელოვანი და ველით უფრო მეტს უახლოეს მომავალში – განუცხადა მან გერმანულ მედიას.
რუსული სარაკეტო შეტევა განხორციელდა იმავე დღეს, როცა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა – რიში სუნაკმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა კიევს მიაწვდის Challenger-2-ის ტანკებს იმისთვის, რომ უკრაინამ შეძლოს რუსული არმიის უკუგდება.
საპასუხოდ – მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ასეთი დიდი რაოდენობით იარაღის მიწოდება, გამოიწვევს რუსეთის ოპერაციების აქტივიზაციას და მსხვერპლის ზრდას მოსახლეობაში.