ISW (INSTITUTE FOR THE STUDY OF WAR) აშშ
კატერინა სტეპანენკო, ჯორჯ ბაროსი, გრეის მაპესი, ფრედერიკ ვ. კაგანი
რუსეთის არმიამ, როგორც ჩანს, უზრუნველყო ლუგანსკის ოლქის საზღვრის კონტროლი, თუმცა ლისიჩანსკსა და მის შემოგარენში შესაძლოა რჩებოდეს უკრაინული წინააღმდეგობის კერები. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა – სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა 3 ივლისისთვის ხელთ იგდეს მთელი ლუგანსკის ოლქი, მას შემდეგ, რაც მათ დაიკავეს ლისიჩანსკი და ოლქის ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე დასახლებული პუნქტები
უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ უკრაინის ძალებმა დატოვეს ლისიჩანსკი, რათა თავიდან აეცილებინათ დიდი მსხვერპლი პირად შემადგენლობაში. მიუხედავად შოიგუს განცხადებისა, 3 ივლისისთვის რუსეთის ძალებს სავარაუდოდ არ აქვთ დასრულებული ლისიჩანსკისა და ლუგანსკის ოლქის სრული წმენდა. რუსული შენაერთები კვლავ იბრძვიან დარჩენილი უკრაინული ჯგუფების გასანადგურებლად. თუმცა უკრაინული ძალების ქალაქიდან გასვლა ნიშნავს, რომ რუსული არმია წმენდის ოპერაციას შედარებით სწრაფად დაასრულებს.
რუსული არმია სავარაუდოდ შეუტევს სივერსკს ან წამოიწყებს პარალელურ იერიშს ბახმუტსა და სლავიანსკზე. უკრაინული ძალები ალბათ უკან დაიხევენ E40 ტრასის მიმართულებით, რომელიც სლავიანსკიდან ბახმუტის გავლით – დებალცევოსკენ მიემართება. ჯერჯერობით გაურკვეველია, შეეცდებიან თუ არა უკრაინელები სივერსკის დაცვას.
სხვადასხვა ინფორმაციით, ლისიჩანსკის ირგვლივ მიმდინარე ტაქტიკურ მოქმედებებზე, პასუხისმგებელია 2 რუსი მეთაური – ცენტრალური სამხედრო ოლქის გენერალ-პოლკოვნიკი ალეკსანდრ ლაპინი და საჰაერო-კოსმოსური ძალების ხელმძღვანელი – არმიის გენერალი სერგეი სუროვიკინი (რომელიც ასევ მეთაურობს რუსული ძალების „სამხრეთ“ დაჯგუფებას უკრაინაში). შესაბამისად ისინი პასუხს აგებენ ლისიჩანსკისა და ქალაქის მიმდებარე დასავლეთ რაიონზე. ორი მაღალი რანგის ოფიცრის მონაწილეობა ერთი და იგივე საქმეში, თანაც ფრონტის მცირე მონაკვეთზე, მიუთითებს იმაზე, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს ვლადიმირ პუტინი ლუგანსკის ოლქის აღებას, ასევე მოწმობს იმას, რომ ის არ ენდობა ახალგაზრდა ოფიცრებს. 3 ივლისს უკრაინის ძალებმა სავარაუდოდ გამოიყენეს აშშ-ს მიერ მიწოდებული სარაკეტო-საარტილერიო სისტემები HIMARS-ი – მელიტოპოლის აეროდრომზე განლაგებულ რუსების საბრძოლო მასალების საწყობზე შეტევისთვის. ქალაქის მერმა ივან ფიოდოროვმა განაცხადა, რომ უკრაინელებმა დარტყმა მიაყენეს 4 რუსული საწყობიდან ერთ-ერთს. რუსულმა Telegram-არხმა „რიბარმა“ გამოაქვეყნა ქალაქის თავზე არსებული კვამლის დიდი ღრუბელის კადრი, ხოლო რუსეთის მიერ დანიშნულმა გუბერნატორმა ბალიცკიმ, გაარცელა ინფორმაცია, რომ თითქოსდა უკრაინელებს სურდათ იერიშის მიტანა საცხოვრებელ სახლებზე, მაგრამ ამის ნაცვლად – დაარტყეს აეროდრომის მიმდებარე რაიონებს.
კრემლი, როგორც ჩანს, ცდილობს გააძლიეროს კონტროლი კერძო რუსულ კომპანიებზე, რომლებიც წარმოადგენენ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ელემენტებს. უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამმართველომ 3 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის მთავრობა ვერ ახერხებს ფული გადაუხადოს რუსულ კომპანიებს, რომლებიც ახდენენ დაზიანებული ტექნიკის შეკეთებას. უკრაინის სამხედრო დაზვერვა იტყობინება, რომ შემკეთებელი ცენტრების დირექტორები არ იღებენ ტექნიკის ახალ პარტიებს, რადგან რუსეთის თავდაცვის უწყებამ ამ გადაიხადა უკვე შესრულებული სამუშაოს საფასური. ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ინიციატივა ადასტურებს უკრაინის დაზვერვის ინფორმაციას. 30 ივნისს რუსმა კანონმდებლებმა სახელმწიფო დუმას წარუდგინეს კანონპროექტი, რომლის მიხედვით, კრემლს უფლება ეძლევა მიიღოს „სპეციელური ზომები ეკონომიკურ სფეროში“, რითაც რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას უფლება მიეცემა აიძულოს კერძო კომპანიები, მოამარაგონ რუსეთის სამხედრო ოპერაცია. კანონპროექტი უკრძალავს საწარმოო გაერთიანებებს რუსეთის მთავრობის იმ შეკვეთებზე უარის თქმას, რომლებიც რუსეთის სამხედრო ოპერაციებისთვის არის განკუთვნილი.