Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

ISW (Institute for the Study of War)  აშშ

კაროლინა ჰარდი, ფრედერიკ ვ.კაგანი, ჯორჯ ბარისი და გრეის მაპესი

 

  რუსეთი აწყდება პრობლემებს – დამატებითი ბრძოლისუნარიანი შენაერთების ჩამოყალიბების პროცესში. ბრიტანეთის თავდაცვის უწყება 12 ივნისს იტყობინებოდა, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, რუსეთი ემზადება სხვადასხვა შენაერთების საფუძველზე, წამოიწყოს საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფების (სტჯ) შექმნის მესამე ტალღა. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ რუსულ ბრიგადებსა და პოლკებს, ჩვეულებრივ შეუძლიათ 2 სტჯ-ს შექმნა, მაგრამ ამ დროს ძირითადი საბრძოლო ერთეულები, რჩება ფაქტობრივად გამოშიგნული. ბრიტანეთის თავდაცვის უწყება მივიდა დასკვნამდე, რომ მესამე ტალღის ეს სტჯ-ები, სავარაუდოდ იქნება ბოლომდე დაუკომპლექტებელი და დაეყრდნობა ახალწვეულებსა და მობილიზებულ რეზერვისტებს. მათი ფორმირება, ალბათ ნეგატიურად აისახება „დედა-შენაერთებზე“, რომელთა ბრძოლისუნარიანობის აღდგენას, დასჭირდება ხანგრძლივი პერიოდი. ამგვარად ჩამოყალიბებული საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფი, ვერ იქნება ჩვეულებრივი სტჯ-ს ტოლფასი საბრძოლო ძალის. მართებული იქნება, არ მოხდეს ამ გზით ფორმირებული რუსული რეზერვისთვის, გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭება და ჩვეულებრივ სტჯ-დ მიჩნევა

პრორუსული წყაროები – აგრძელებენ დეზინფორმაციის გავრცელებას, რათა უკრაინის მოსახლეობაში შიში და უკმაყოფილება გააღვივონ. ბოლო ცნობით, 12 ივნისს რუსულმა ტელეგრამ-არხებმა დაიწყეს ყალბი სამობილიზაციო ბრძანებულების გავრცელება და ის  უკრაინის გენერალურ შტაბს მიაწერეს. ყალბი ბრძანების თანახმად, მობილიზაცია ეხება სამხედრო სამსახურისთვის ვარგის ყველა უკრაინელ ქალს და ისინი უნდა გამოცხადნენ შესაბამის პუნქტებში „31 ივნისამდე“ (SIC).

ძირითადი დასკვნები:

რუსული არმია აგრძელებს სევეროდონეცკის შტურმს და აფეთქებს ხიდებს მდინარე სივერსკი დონეცზე, რომლებიც სევეროდონეცკს  ლისიჩანსკთან აკავშირებს, ალბათ იმ მიზნით, რომ ჩაიჭრას უკრაინის არმიის სახმელეთო კავშირის ხაზები (სკხ), რომლებიც ბახმუტიდან ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკისკენ მიემართება.

რუსმა მებრძოლებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს იზიუმიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით და სავარაუდოდ გააგრძელებენ შეტევით მცდელობებს  სლავიანსკზე ჩრდილო-დასავლეთიდან.

რუსულმა შენაერთებმა გააგრძელეს უკრაინულის ძალების განდევნა ფრონტის ხაზიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ – ქალაქ ხარკოვთან.

რუსულმა ძალებმა აქცენტი გადაიტანეს სამხრეთ ღერძის გასწვრივ თავდაცვითი ხაზის მხარდაჭერაზე…

ძირითადი მიმართულება – აღმოსავლეთ უკრაინა (შედგება ერთი ძირითადი და სამი დამხმარე მიმართულებისგან)

ძირითადი მიმართულებები – ხარკოვის, დონეცკის, ლუგანსკის სამხრეთი ( რუსეთის მიზანი: ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში – უკრაინული ძალების ალყაში მოქცევა, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მთელი ტერიტორიების დაუფლება, რომლებზეც პრეტენზიას აცხადებენ რუსეთის დონბასელი მოკავშირეები).

რუსული ძალები აგრძელებენ სახმელეთო შეტევას სევეროდონეცკზე და მის შემოგარენზე, მძიმე არტილერიის საფარქვეშ, მაგრამ 12 ივნისის მდგომარეობით,  მათ ვერ მოახერხეს ქალაქის სრულად გაკონტროლება.

უკრაინელი მებრძოლები ინარჩუნებენ  საწარმოო  ზონა „აზოტს“. ლუგანსკის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის მეთაურმა – სერგეი გაიდაიმ განაცხადა, რომ რუსებმა დაანგრიეს 2 ხიდი მდინარე სივერსკი დონეცზე – სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკს შორის და ინტენსიურად ბომბავენ მესამე ხიდს.

წესით, რუსული ძალები უნდა ცდილობდნენ ხიდების ხელში ჩაგდებას და არა მათ განადგურებას, რადგან რუსი ჯარისკაცები გაჭირვებით გადადიან სივერსკი დონეცზე. შესაძლოა მათ აქვთ იმის იმედი, რომ სვეროდონეცკში – მახეში მოამწვდევენ უკრაინელ დამცველებს, მოუჭრიან რა მათ უკანდასახევ გზას, რაც  ნაკლებსავარაუდოა.  თანაც სარგებელი მცირერიცხოვანი მოწინააღმდეგის შეპყრობიდან მცირეა იმ დანაკლისთან შედარებით, რასაც რუსი ჯარისკაცები ნახულობენ  ხიდზე გადასვლის აკვიატებით. დიდი ალბათობით რუსები თვლიან, რომ ისინი  საკუთარი პოზიციებიდან (ტოშკოვკის გარშემო) ან პოპასნაიადან ჩრდილოეთით – წინ გაიჭრებიან და მოახერხებენ ლისიჩანსკის ალყაში მოქცევას ან მას შეუტევენ სივერსკი დონეცის დასავლეთ ნაპირიდან. ამით  გამოირიცხება ხიდების ხელში ჩაგდების საჭიროება, შესაძლოა  ისინი გეგმავენ გადასასვლელების გამოყენებას. რუსებმა კიდევ ერთი წარუმატებელი შეტევა ჰქონდათ ტოშკოვკის გარშემო, რომელიც ალბათ იყო მცდელობა, მდინარის მარცხენა ნაპირის გამოყენებით, ჩრდილოეთით წინ წაწეულიყვნენ ლისიჩანსკისკენ.

რუსი ჯარისკაცები აგრძელებენ იზიუმიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ გაჭრის მცდელობებეს  და 12 ივნისისთვის ნაბიჯ-ნაბიჯ მიაღწიეს წარმატებას. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ აიღეს დასახლებული პუნქტი ბოგოროდიჩნოე, რომელიც მდებარეობს ხარკოვ-დონეცკის ოლქების საზღვარზე, ლისიჩანსკიდან ჩრდილო-დასავლეთით 20 კოლომეტრზე. ამას გარდა რუსულმა შენაერთებმა წარუმატებელად შეუტიეს დოვჟენკოვოს, დოლინას და მაზანოვკის მიმართულებით – ყველა ეს დასახლებული პუნქტი მდებარეობს  იზიუმსა და სლავიანსკს შორის.

12 ივნისს რუსებმა გააგრძელეს სახმელეთო და საარტილერიო შეტევები ბახმუტიდან აღმოსავლეთით. ბოლო ცნობით, რუსმა ჯარისკაცებმა ჩაატარეს წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ვრუბოვკის და ნიკოლაევკის მიმართულებით – ეს დასახლებული პუნქტები მდებარეობს უმნიშვნელოვანეს T1303  ტრასასთან – ბახმუტსა და ლისიჩანსკს შორის. რუსი მებრძოლები სავარუდოდ გააგრძელებენ შეტევით ოპერაციას ბახმუტ-ლისიჩანსკის მიმართულებით,  ლისიჩანსკის ალყაში მოქცევისთვის მებრძოლი დაჯგუფებების მხარდასაჭერად.

მიმართულება N-1-ის მხარდაჭერა – ქალაქი ხარკოვი (რუსეთის მიზანი : ძალების ჩრდილოეთით გადასროლა და იზიუმამდე არსებული სახმელეთო ხაზების  დაცვა).

საფიქრებელია, რომ რუსული ძალები ცდილობდნენ განედევნათ უკრაინული დაჯგუფებები ფრონტის ხაზებიდან ხარკოვის ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთში და 12 ივნისს  ცეცხლი გაუხსნეს უკრაინულ პოზიციებს ქალაქ ხარკოვსა და მის შემოგარენში. უკრაინის გენშტაბი აცხადებს, რომ რუსეთის ძალებმა წარუმატებლად შეუტიეს სტარიცას და რუბეჟნოეს (ხარკოვის და არა ლუგანსკის ოლქში), რაც მიუთითებს იმაზე, რომ რუსები გამუდმებით ცდილობენ უკრაინულის ძალების განდევნას შეხების ზოლიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, რათა შეაჩერონ მათი სვლა რუსეთის საზღვრისკენ. რუსებმა დაბომბეს ქალაქი ხარკოვი და მიმდებარე დასახლებული პუნქტები.

მხარდამჭერი მიმართულება  N-2 – სამხრეთ ღერძი (ამოცანა: ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების – უკრაინელთა კონტშეტევისგან დაცვა)

რუსეთის ძალებმა აქცენტი გადაიტანეს თავდაცვითი ხაზების მხარდაჭერაზე და 12 ივნისს ცეცხლი გაუხსნეს უკრაინულ პოზიციებს სამხრეთ ღერძის გასწვრივ. ზაპოროჟიეს სამხარეო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ზაპოროჟიეში რუსეთის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ვასილევკა-ორიხოვა-გულიაიპოლე-ველიკაია კოსტრომკის ხაზისკენ ზაპორიჟიეს ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთში – დონეცკის ოლქთან საზღვრისკენ. ამას გარდა, რუსული ძალები აგრძელებენ სხვადასხვა პუნქტების დაბომბვას ხერსონის, ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში.

რუსეთის ქმედება ოკუპირებულ ტერიტორიებზე (რუსეთის მიზანი: ადმინისტრაციული კონტროლის კონსოლიდაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე; მათი რუსეთისთვის მიერთების ან მოსკოვის სურვილის შესაბამისად, სხვა  პოლიტიკური მოწყობის ერთეულად გარდაქმნისთვის  წინაპირობების შექმნა)

რუსული საოკუპაციო ადმინისტრაციები იყენებენ  „რუსეთის დღეს“ ( საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ დეკლარაციის მიღების დღე) ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის. ოკუპირებული ქალაქების – ბერდიანსკისა და მელიტოპოლის რუსული ადმინისტრაციები, უკრაინელ პარტიზანებს ბრალად სდებენ ინფრასტრუქტურის ობიექტებზე თავდასხმებს. თუმცა უკრაინის სამხრეთ ოპერატიულმა ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ რუსული ძალები გეგმავდნენს თავდასხმებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა უკრაინელები დაადანაშაულონ სამოქალაქო პირებზე  თავდასხმებში და დააზიონ საზოგადოების მხრიდან უკრაინელი პარტიზანების პოზიტიური აღქმა და გააჩინონ პრორუსუსული განწყობები. ISW-ს არ შეუძლია გადაამოწმოს, ეს თავდასხმები – პარტიზანების ნამოქმედარია,  თუ ეს იყო რუსული ცრუ კამპანიის ნაწილი.

დონეცკის სახალხო რესპუბლიკის (დსრ) მეთაური – დენის პუშილინი შეხვდა ლენინგრადის ოლქის გუბერნატორს – ალექსანდრ დროზდენკოს, რათა ეთხოვა,  შეფობა გაეწია იანეკოვოსა და ვუხლედარზე, დონეცკის ოლქის 2 ქალაქზე  – 77 000-იანი და 14 000-იანი მოსახლეობით (ომამდელი მონაცემებით). ლენინგრადის ოლქის მოსახლეობა 1 000 000 კაცს შეადგენს და ის ითვლება რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან და მდიდარ რეგიონად. ლენინგრადის ოლქისთვის, გაცილებით მართებული იქნებოდა, მზრუნველობა გაეწია მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქის – მარიუპოლისთვის. ეს მიუთითებს, რომ  რუსეთის რეგიონული ჩინოვნიკები ნაკლები ენთუზიაზმით ეკიდებიან იმ ტერიტორიების აღდგენას, რომლებიც რუსული თავდასხმის შედეგად განადგურდა.

 

By admin