Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Forbes აშშ

დევიდ ექსი

 

ესტონეთის შეიარაღებული ძალები – აპირებს შეისყიდოს ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტები, რომელთა ფრენის სიშორე, დაახლოებით 320 კილომეტრია

პრაქტიკულად, ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის, კონტრაქტი (რომელსაც ხელი 6 ოქტომბერს მოეწერა) ესტონეთის თავდაცვის სამინისტროსთან არსებულ თავდაცვის ინვესტიციების სახელმწიფო ცენტრსა და საწარმოო გაერთიანება Proteus Advanced Systems-ს შორის, რომლის შემადგენლობაში შედის ისრაელის აეროკოსმოსური კომპანია  Israel Aerospace Industries და სინგაპურული კომპანია ST Engineering Land Systems-ი, არ იქნებოდა განსაკუთრებული მოვლენა.

მაგრამ რაკეტები Blue Spear („ლურჯი შუბი“), რომელთაც ესტონეთი „პროთეუს ედვანსდ სისთემს“-ისგან შეიძენს, ქვეყნისთვის პირველი ხომალდსაწინააღმდეგო იარაღი იქნება. ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები ესტონეთის ხელში – უნიკალური შესაძლებლობაა რუსეთისთვის სერიოზული პრობლემების შესაქმნელად.

„შეიარაღების აღნიშნული სისტემა – იქნება სამხედრო-საზღვაო თავდაცვის ძირითადი ელემენტი მომავალი ათწლეულების მანძილზე“ – განაცხადა იური სასკამ, ესტონეთის მომცრო სამხედრო-საზღვაო ფლოტის მეთაურმა, რომლის რიცხოვნობაც სულ 300 კაცს შეადგენს და მათ შეიარაღებაშია 6 მცირე ხომალდი მსუბუქი შეიარაღებით. „ესტონეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტს შეეძლება მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს, როგორც ეროვნული და რეგიონული, ისე კოლექტიური თავდაცვის უზრუნველყოფაში“.

მისი სიტყვები – ხუმრობა არ გეგონოთ.

რაკეტა „ლურჯი შუბი“ წარმოადგენს რაკეტა „გებრიელის“ ბოლო მოდიფიკაციას. 6-მეტრიან რაკეტას, რომლის ამოქმედება ხდება მობილური გამშვები დანადგარით, აქვს ფრენის სხვადასხვა რეჟიმები. მას შეუძლია მაქსიმალურად დაბალ სიმაღლეზე ფრენაც. ის აღჭურვილია რადიოლოკაციური თვითდამიზნების მოწყობილობით, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ სიზუსტეს. მას აქვს ნავიგაციის ინერციული სისტემა, რაც მიუწვდომელს ხდის რადიო-ელექტრონული ბრძოლის სისტემების მხრიდან.

„გაბრიელის“ ზოგიერთი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტას, რომელიც მეტ მანძილზე ფრენს, შეუძლია 500 კილომეტრის დაფარვაც, წარმოაგენს რა უკიდურესად დაბალ სიმაღლეზე ფრენის შემძლე ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტას“.

„ლურჯი შუბი“ არ არის ეკონომიური საწვავის მოხმარების მხრივ. ამდენად, მისი მოქმედების სიშორე 520 კილომეტრზე ნაკლებია.

მაგრამ ბალტიის ზღვაში, სადაც ხომალდების მოძრაობის ინტენსივობა 320 კოლომეტრია – ეს არაა მცირე მანძილი. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ის ესტონეთიდან იქნება გაშვებული. ხომალსაწინააღმდეგო რაკეტა „ლურჯი შუბის“ ესტონეთიდან გაშვების შემთხვევაში, მას შეუძლია გადაუფრინოს ფინეთის ყურეს, ბალტიის ზღვის იმ ნაწილს, რომელიც რუსულ პორტ სანკტ-პეტერბურგს – კალინინგრადის ოლქთან აკავშირებს – ესაა რუსეთის საზღვრისპირა ექსკლავი, რომელიც პოლონეთსა და ლიეტუვას შორის არის მოქცეული.

კალინინგრადი – ეს მეორე მსოფლიო ომის ერთგვარი მემკვიდრეობაა. ოდესღაც, ეს  გერმანული ტერიტორია, რუსეთად იქცა და დღეს მოსკოვის მთავარი ფორფოსტია ბალტიაზე. 224 კვადრატული კილომეტრის სახმელეთო სივრცე – 400 000 მობინადრით, პირდაპირი მნიშვნელობით „გაძეძგილია იარაღით.“

კალინინგრადის ოლქი წარმოადგენს რუსეთის პლაცდარმს ბალტიის რეგიონში, საიდანაც ამ ქვეყნის საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ძალებს შეუძლიათ დაემუქრონ ნატოს ყველაზე სუსტ წევრ სახემწიფოებს – ლიეტუვას ლატვიას… და ესტონეთს. მაგრამ კალინინგრადის ოლქის მდებარეობა ერთდროულად წარმოადგენს,  რუსეთის, როგორც  ძლიერ, ისე სუსტ მხარეს. მართლაც, ექსკლავი – ესაა რუსეთის ბაზა ნატოს შიგნით. ეს ნიშნავს, რომ დაძაბულობის შემთხვევაში, ნატოს ადვილად შეუძლია მოახდინოს ტვირთმზიდი ავტომობილების, მატარებლებისა და თვითმფრინავების ბლოკირება, რომელთა საშუალებით ხდება კალინინგრადში მარაგების შევსება.

მეტიც, ეს უკვე მოხდა 10 წლის წინ. საპასუხოდ მოსკოვმა გახსნა ახალი საზღვაო-სავაჭრო მარშრუტი – სანკტ-პეტერბურგიდან კალინინგრადამდე. შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ საომარ ვითარებაში,ექსკლავის მომარაგება დამოკიდებული იქნება სატრანსპორტო კოლონების კურსირების სიხშირეზე.

ნატო უკვე ფლობს მნიშვნელოვან სამხედრო-საზღვაო ძალებს ბალტიის რეგიონში, მაგრამ ისინი არ ეკუთვნის, არც ესტონეთს, არც  ბალტიისპირეთის  სხვა წევრ-სახელმწიფოებს. ესტონეთის 4 ხომალდიდან, არც ერთის წყალწყვა – 500 ტონას არ აღემატება. მათი ფუნქცია მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვითია და მათ ამოცანას წარმოადგენს: ესტონეთის პორტები ღია იყოს ვაჭრობისთვის.

ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს მობილური გამშვები დანადგარებით, რა თქმა უნდა, აქვს თავდაცვითი შესაძლებლობებები, განსაკუთრებით მაშინ, თუკი საფრთხე მომდინარეობს, ვთქვათ, რუსეთის საზღვაო-სადესანტო ძალებიდან.

მაგრამ იგივე რაკეტებს აქვს შეტევითი ფუნქციაც. ესტონეთის რაკეტები, რომლებიც განლაგდება ევროპის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კვანძზე, შეიძლება გამოყენებულ იქნას – მატერიკული რუსეთიდან – კალინინგრადში პროდუქტების, საწვავის მიწოდების ბლოკირებისთვის.

ახალ თავად განსაჯეთ: რაკეტა „ლურჯი შუბი“ არის თუ არა, მხოლოდ ხომალდსაწიინააღმდეგო იარაღი. მას, ისე როგორც სხვა ხოლმალდსაწინააღმდეგო ნიმუშებს, აქვს სახმელეთო სამიზნეებზე იერიშის მიტანის პოტენციალი – სანკტ-პეტერბურგი კი ესტონეთის საზღვრიდან სულ 150 კილომეტრში მდებარეობს.

უცნობია რამდენი რაკეტა „ლურჯი შუბის“ შესყიდვას აპირებს ესტონეთი. ერთი ამგვარი რაკეტა  – დაახლოებით 5 მილიონი დოლაღი ღირს.

By admin