ფოქს ნიუსი აშშ
თაკერ კარლსონი
საღამო მშვიდობისა, კეთილი იყოს თქვენი დასწრება თაკერ კარლსონის პარასკევის შოუზე!
ადამიანები – ცაში უცნაური ცეცხლის დანახვისას, თავს იმტვრევენ იმ დროიდან, რაც პირველმა ნეანდარტალელმა კოცონზე ნანადირევი ოცელოტი შეწვა, დანაყრდა და ზემოთ აიხედა, რათა ვარსკვლავებისთვის ემზირა. ჩვენ დროში – მოდერნის ეპოქაში – ამოუცნობი მფრინავი ობიექტებით „იდეა ფიქსის“ დონეზე გატაცება – 1947 წელს დაიწყო, როცა ფერმერმა, სახელად მაკ ბრაზელმა, თავის რანჩოზე, შტატ ნიუ-მექსიკოში, ქალაქ როზუელიდან დაახლოებით 135 კილომეტრში, რაღაც უცნაური საგნები აღმოაჩინა
მან ივარაუდა, რომ ნივთები უცხოპლანეტელებს ეკუთვნოდათ და ნამტვრევები ახლომდებარე სამხედრო ბაზაზე მიიტანა. უკვე მეორე დღეს, სამხედროებმა გამართეს პრესკონფერენცია და განაცხადეს, რომ ეს იყო მფრინავი თეფშის ნაშთები. ახალი ამბავი მთელმა მსოფლიომ აიტაცა: სენსაცია, მფრინავი თეფში!
მაგრამ გავიდა რამდენიმე საათი და სამხედროებმა აზრი შეიცვალეს. ბრიგადის გენერალმა როჯერ რეიმიმ, რომელიც მერვე საჰაერო არმიას ხელმძღვანელობდა, განაცხადა: აღმოჩენილი იყო, მხოლოდ და მხოლოდ, მეტეოზონდის ნაშთები, ანუ არაფერი განსაკუთრებული და ამოუცნობი.
ხომ არ ცრუობდა გენერალი რეიმი? შეიძლება, ეს მართლაც ზონდი იყო, მაგრამ ამით ისტორია არ დასრულებულა, პირიქით, ბოლო 75 წლის განმავლობაში ამერიკელმა სამხედროებმა შექმნეს შთამბეჭდავი დოსიე ამოუცნობ ობიექტებზე და მათი უმეტესობა, ნამდვილად არ არის ზონდი.
ამოუცნობი მფრინავი ობიექტები შემჩნეულია სამხედრო ბაზებთან, სარაკეტო შახტებთან, საზღვაო ხომალდებთან, თვითმფრინავებთან, წყალქვეშა ნავებთან – ამასთან, მათი სისწრაფე და მოძრაობის მიმართულება, ეწინააღმდეგება ადამიანის მიერ შექმნილი ტექნოლოგიების პრინციპებს და მათ ახსნა – არ მოეძებნებათ.
ამ მონაცემების შესახებ პენტაგონს საჯარო კომენტარები არასდროს გაუკეთებია – პირიქით, ის დუმდა. მთლიანობაში, ის, რაც ამო-ზე ვიცით, ვიცით თვითმხილველებისგან. 5 წლის წინ, როცა ეს პროგრამა დავიწყეთ, უკვე ნათელი იყო: ცაში რაღაც უჩვეულო ხდებოდა. ამო – არ არის ბოდვითი იდეა, რომელიც ღამის რადიოეთერში ხმაურის ასატეხად სახელდახელოდ შეაკოწიწეს. ამო – ეს რეალობაა. საკითხავი მხოლოდ ისაა, რა სახის რეალობასთან გვაქვს საქმე, ბოლოს და ბოლოს, რას წარმოადგენს ის. ბოლო წლებში არაერთი პატივსაცემი ადამიანი მოუწოდებდა სამხედროებს საიდუმლოსათვის ფარდა აეხადათ – მაგალითად, ამას ამბობდა სენატორი ჰარი რიდი, თუმცა უშედეგოდ. გასულ წელს, სენატორმა ფლორიდიდან – მარკო რუბიომ მოითხოვა ამო-ს შესახებ მონაცემთა განსაჯაროება. მან წარმოადგინა შესაბამისი კანონპროექტი – მოთხოვნით, რომ 2021წლის ივნისისთვის, ხელისუფლებას ღიად ეთქვა, რა იცოდა ამ საკითხზე. და აი, რამდენიმე საათის წინ, მოხსენებამ დღის სინათლე იხილა.
ჯერჯერობით, მხოლოდ ფართო საზიგადოებისთვის განკუთვნილ მოკლე ვერსიას გავეცანით და შეგვიძლია, ვთქვათ ერთი რამ: როგორც ჩანს, ხელისუფლების მიერ დანიშნული გამომძიებლები, თავად დაიბნენ. მოხსენებაში აღწერილია 144 შემთხვევა, მაგრამ არის მხოლოდ ერთი ფაქტის განმარტება (ეს იყო ქარის მიერ გატაცებული საჰაერო ბურთი), დანარჩენ 143 მოვლენას, საიდუმლოების საბურველი ადევს.
ირკვევა, რომ ამ სამყაროს მოწინავე არმიამაც არაფერი უწყის. მან არ იცის, რა მოვლენასთან გვაქს საქმე, როგორ მოძრაობს ამო. ნაწილი ამ ობიექტებისა უძრავია ქარის პირობებშიც, ნაწილი ბიძგებითა და დიდი სისწრაფით, თანაც დაუდგენელი ენერგიითა და ამძრავი მოწყობილობების გარეშე, გადადაგილდება.
ჩვენ ვიცით, რომ დედამიწაზე არც ერთი ხელისუფლება არ ფლობს მსგავს ტექნოლოგიებს – ისინი, უბრალოდ არ არსებობს. პენტაგონი პრაქტიკულად დარწმუნებულია, რომ ეს არ არის რუსების ან ჩინელების ნამოქმედარი. მაშ, რა არის? ამ კითხვაზე პასუხს, მოხსენებაში ვერ იძლევიან. მასში ნათქვამია მხოლოდ ის, რაც საყოველთაოდაა ცნობილი. კერძოდ: „ამო უქმნის საშიშროებას, როგორც საჰაერო მიმოსვლას, ისე აშშ-ს უსაფრთხოებას“. ციტატის დასასრული.