Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

 

Bloomberg  აშშ

ნატაშა ლოფი,   ანდრეი ბირიუკოვი

 

ევროს წილი ექსპორტის მოცულობაში მეოთხე კვარტალში მნიშვნელოვნად გაიზარდა

სანქციების პირობებში რუსეთი ცდილობს საკუთარი ეკონომიკის დედოლარიზაციას.

მეოთხე კვარტალში, მრავალწლიანი კამპანიის შედეგად რომელსაც კრემლი მიმართავს იმ მიზნით რომ ნაკლებად დაუცველი იყოს ამერიკული აქტივების ზეგავლენისგან, დოლარის წილი რუსეთის ექსპორტში დაეცა 50%-მდე.

ცენტრალური ბანკის მონაცემებით, რომელიც ორშაბათს გამოქვეყნდა, დოლარის გამოყენების ეს ვარდნა გაპირობებულია რუსეთის ჩინეთთან ვაჭრობით, რომლის სამი მეოთხედიც ახლა ევროში მიმდინარეობს. როგორც დასახელებული მონაცემებიდან ირკვევა, საერთო ვალუტის წილი ექსპორტის საერთო მოცულობაში – გაიზარდა 10 საპროცენტო პუნქტით და მიაღწია 36%-ს.

სანქციათა მრავალრიცხოვანი რაუნდებისა და ახალ შეზღუდვათა საფრთხის ფონზე, რუსეთი იძულებულია ეძებოს გზები, რათა მოახდინოს საკუთარი ეკონომიკის აშშ-ს ჩარევისგან იზოლაცია. ცენტრალურმა ბანკმა შეამცირა საერთაშორისო რეზერვების აშშ-ს სახაზინო ობლიგაციებში დაბანდება, იმავდროულად, მან გაზარდა ოქროსა და ევროს წილი.

 

By admin