Berlingske დანია
კრისტიან მოურიტცენი
როცა საუბარი რუსეთზე მიდგება, დასავლეთი თავს არიდებს ყველაზე უარესს შესაძლო სცენარებიდან.
რუსეთის ომი საქართველოსთან 2008 წელს, სულაც არ დაწყებულა უეცრად. ყირიმის ანექსია და ომის დაწყება აღმოსავლეთ უკრაინაში, ასევე არ იყო მოულოდნელი – მოვლენები რამდენიმე დღე ვითარდებოდა. უბრალოდ დასავლეთი უკეთესის იმედად იყო, ვარაუდობდა, რომ ეს უბრალო სწავლებები იყო.
როცა კატასტროფა ფაქტად იქცა, დასავლეთის ქვეყნებმა გააკეთეს ის, რაც ყველაზე უკეთ გამოსდით – შემოიღეს უეფექტო სანქციები, პოლიტიკური მხარდაჭერა გამოუცხადეს უკრაინას და ასე თუ ისე აღმოუჩინეს ამ ქვეყანას გარკვეული ფინანსური დახმარება – იარაღის შესაძენად. ყველაფერმა ამან, ოდნავადაც ვერ დააბრკოლა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი
ახლა, ამ მოვლენებიდან 7 წლის შემდეგ, ის ატარებს მსხვილ სამხედრო სწავლებებს ყირიმში და უკრაინის საზღვრებთან ახლოს, თავს უყრის რა არა მარტო ათასობით ჯარისკაცს, არამედ სადესანტო ხომალდებსაც, რომელთაც სავსებით ძალუძთ გადაკვეთონ აზოვის ზღვა მარიუპოლის აღმოსავლეთით და დაიწყოს უკრაინაში რუსეთის შეჭრა მანამდე, ვიდრე დასავლეთი გაიაზრებს რა ხდება.
სადესანტო შენაერთების ყოფნა ამ რაიონში უჩვეულოა. ეს აიძულებს დასავლეთის სადაზვერვო სამსახურებს თვალი ადევნონ შექმნილ სიტუაციას.
მთავარია შეცდომა არ იქნას დაშვებული. როგორც 2008 და 2014 წლებში, ახლაც არ გვჯერა იმის, რასაც ვხედავთ. დასავლეთი თვალს ხუჭავს და იმედს ებღაუჭება, მაგრამ გამოცდილება გვკარნახობს რომ, როცა დიდხანს ვორჭოფობთ, რუსეთი გვამარცხებს.
ჩვენ მიმდინარე მოვლენებს ძალზე სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ და მკაფიოდ უნდა მივახვედროთ რუსეთი, რომ თუ ის შეუტევს უკრაინას, ამას მოჰყვება მძლავრი პასუხი – უკრაინის არმიისთვის სამხედრო მხარდაჭერის სახით.
ჩვენ ასევე უნდა მივახვედროთ რუსეთი, რომ უკრაინის ნატოში მიღება – ეს უკვე უკრაინელთა ოცნება კი აღარ არის, არამედ რეალობაა. ეს იქნება დრამატული, მაგრამ ერთადერთი ნაბიჯი, რომელსაც პუტინი აღიქვამს. მიუხედავად ყველაფრისა, ის არ მოისურვებს გამოიწვიოს ერთად შეკრული დასავლეთი.
პუტინმა ახლახან მიმართა თავის ერს და განაცხადა, რომ თუ ვინმე რუსეთის ,,წითელ ხაზებს’’ გადაკვეთს, ეს უშედეგოდ არ ჩაივლის. ის დაპირდა თანამოქალაქეებს, რომ განამტკიცებს სამხედრო ძლიერებას და გააგრძელებს არმიის მოდერნიზაციას. იმავდროულად ითქვა, რომ რუსეთი მზადაა დიალოგისთვის და განიარაღებისთვის.
მაგრამ მსგავსი არაფერი ჩანს. ამდენად, კარგია, რომ აშშ-ს ახალი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, წინამორბედისგან განსხვავებით, რუსეთს რეალისტურად აფასებს.
ბაიდენი პირდაპირ ეუბნება პუტინს სად გადის ,,წითელი ხაზები’’ დასავლეთისთვის და იქ, სადაც ისინი ირღვევა პუტინი აწყდება მიზანმიმართულ სანქციებსა და მედგარ პასუხს. ამასთან, მას სთავაზობენ მოლაპარაკებებს, მაგალითად განიარაღებას.
ჩვენ საშიში თვეები გველის: რუსეთის სამხედრო ძალების მასშტაბური სწავლებები უკრაინის მახლობლად ოქტომბრამდე გასტანს. ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო კი აგრძელებს პუტინთან დაახლოებას, მიუხედავად მისი მოსახლეობის აქტიური წინააღმდეგობისა.
ასე, რომ კონფლიქტი მრავალია და თითოეული – სერიოზული გამოწვევაა დასავლეთისთვის.
დროა გავაცნობიეროთ, რომ უკრაინაში შეიძლება რაღაც მოხდეს. თუ დასავლეთი ისევ წააწყდება რუსეთის ექსპანსიას, რომელსაც სანქციები თუ აჩერებს, გასაგები იქნება, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების შეშფოთება გამართლებულია. ამ შემთხვევაში გაჩნდება საფუძველი დავეჭვდეთ, რომ დასავლეთის უსაფრთხოების პოლიტიკა, რომელიც უნდა ებრძოდეს მტრულ ქმედებებს, საერთოდ იმსახურებს რაიმე ნდობას.
შესაძლოა, სწორედ ამას მიხვდა პუტინი. თუ ეს ასეა, მაშინ სასწრაფოდ უნდა ვაგაგებინოთ, რომ ის მწარედ ცდება.