Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Suomenmaa  ფინეთი

ანუკა კაარელა

 

ავარია ჩერნობილის აეს-ზე 35 წლის წინ მოხდა – 1986 წლის 26 აპრილს, უკრაინის სსრ-ს ტერიტორიაზე ქალაქ პრიპიატთან ახლოს

ფინეთში, ავარიის შესახებ მხოლოდ სამი დღის შემდეგ დაიწერა, მაგრამ ფინელმა სპორტსმენებმა, რომელთაც უკრაინას გადაუფრინეს, ტრაგედიის დღესვე იხილეს ხანძარი.

მათ შორის, იყო 36 წლის მოთხილამურე იუჰა მიეტო, რომელსაც ერთი წლით ადრე ჰქონდა დასრულებული კარიერა, მსოფლიო ჩემპიონატზე ზეეფელდში. მიეტო ბულგარეთიდან ბრუნდებოდა, სადაც ის ადგილობრივ ოლიმპიურ კომიტეტს სტუმრობდა.

ვინაიდან ჰელსინკში ავიადისპეჩერთა გაფიცვა მიმდინარეობდა, თვითმფრინავი სოფიიდან ფინურ ტამპერეში ლენინგრადის გავლით მიფრინავდა. ხომალდის ბორტზე ასევე იმყოფებოდნენ ფინეთის მუშათა სპორტული კავშირის წევრები, მათ შორის, მორბენალი მიკა მაასკოლა. მიეტოს მოგონებით, ფინელებმა ყურადღება მიაქციეს, რომ უკრაინის სტეპებში გრანდიოზული ხანძარი მძვინვარებდა. უღრუბლო ამინდი იდგა და ცეცხლი ილუმინატორიდან კარგად ჩანდა.

,,იყო არნახული ხანძარი’’ _ იხსენებდა კატასტროფით მიღებულ შთაბეჭდილებას მიეტო გაზეთისთვის Suomenmaa  მიცემულ 2010 წლის ინტერვიუში.

,,მხოლოდ ორშაბათს გავიგეთ, რა მოხდა და საბოლოოდ გავარკვიეთ რა ვნახეთ.’’

კვირას იუჰა მიეტო მონაწილეობდა გარბენში, რომელიც ათლეტ კაარლო მაანინკას მიეძღვნა. ღონისძიების დროს იწვიმა და მიეტო ამბობს, რომ სპორტსმენთა უმეტესობას თავი ასტკივდა.

ამ გამოცდილებამ აიძულა მიეტო დაფიქრებულიყო რისკებზე, რომლებიც აეს-ს უკავშირდება. მას არ გაკვირვებია, რომ ავარია, სწორედ სსრკ-ში მოხდა.

იუჰა მიეტო იხსენებს, რომ პირველად საბჭოეთში 1968 წელს იმყოფებოდა და მაშინ მეზობელთან დალხენილი ცხოვრება ნამდვილად არ იყო. სპორტსმენი მიეტო, რომელიც პარტია ,,ფინური ცენტრის’’ დეპუტატი იყო 2007 – 2011 წლებში, იხსენებს ჩერნობილის ავარიაზე გამართულ, 2010 წლის საპარლამენტო დებატებს. ის, მაშინ მხარს უჭერდა ორი ახალი აეს-ის მშენებლობას ფინეთში, ის ამბობდა, რომ შესაძლებელი იყო ატომური ენერგიის მიღება უფრო უსაფრთხო გზით, ვიდრე ეს ხდებოდა რუსეთში.

,,მე შემთხვევით აღმოვჩნდი მოწმე იმისა, თუ როგორ იწვოდა ჩერნობილი’’  – იხსენებდა მიეტო პარლამენტში. ის მშენებლობასთან დაკავშირებულ საფრთხეებს, რა თქმა უნდა, არ უარყოფდა.

By admin