AMARICAN THINKER აშშ
დავიდ კელცი
მეინსტრიმულ მედიაში ბევრი რამ არასდროს იცვლება. მას შემდეგ, რაც 2016 წლის არჩევნების შედეგმა ყველა სახტად დატოვა, THE NEW YORK TIMES-მა და მედიის სხვა საშუალებებმა განაცხადეს, რომ გამოიჩენდნენ ერთობლივ ძალისხმევას და გახდებოდნენ უფრო ინტროსპექტიულნი. ისინი გვარწმუნებდნენ, რომ ამოხსნიდნენ ტრამპის მოწოდების საიდუმლოს, რომლის საშუალებითაც მან 63 მილიონი ამერიკელის გული და გონება დაიპყრო.
მაიკლ ბარბორომ 2016 წლის 9 ნოემბრის „თაიმსში“ დაწერა: „ახლა დილის ოთხის ნახევარია და ახალი ამბების სტუდიაში ვიმყოფებით, ყველა შოკირებულია. იმის საპირისპიროდ რასაც ველოდით, დონალდ ტრამპი ჯერ ერთ მერყევ შტატს იპყრობს , მერე მეორეს, მერე მესამეს…ჰილარი კლინტონმა რბოლა დათმო.მისტერ ტრამპმა გაიმარჯვა. როგორ მოახერხა ასე შთამბეწდავად გაემარჯვა? არც ინტელექტუალები, არც სოციოლოგები, არც ჩვენი მედია ამას არ ველოდით…“
აი, დღეს, ოთხი წლის შემდეგ, ისევ აქ ვდგავართ და ვხედავთ, რომ ჩვენმა „ელიტებმა“, 2016 წლიდან მოყოლებული, ვერაფერი ისწავლეს. მათ არც უცდიათ ეპასუხათ კითხვებზე, რომლებიც ბარბარომ მაშინ დასვა.
ამის ნაცვლად, მათ თავი მიუძღვნეს ტრამპისა და მისი მომხრეების სიძულვილითა და ანტაგონიზმით აღსავსე რიტუალურ პრაქტიკას, იმ იმედით, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგზე მაინც მოახდენენ გავლენას.
ბოლო თვეების მანძილზე „ნიუ იორკ თაიმს“-ს და „ ვაშინგტონ პოსტ“-ს ეზიზღებოდათ ყველა, ვინც ბიზნესს იწყებდა და ამით მთელს სარჩო-საბადებელს სასწორზე დებდა, რადგან ამ გამოცემებს მშვენივრად ესმოდათ, რომ ეკონომიკური ვარდნა ტრამპს არას არგებდა. ნოემბერში, როცა ქუჩებში წესრიგის აღსადგენად ტრამპმა ნაციონალური გვარდიის გაგზავნა დააპირა, ახალი ამბების წამყვანებმა ერთხმად აღნიშნეს რომ ეს გამოიწვევდა ძალადობას – მერე რა, რომ მინეაპოლისში პოლიციის განყოფილება გადაწვეს, ან ის, რომ სენტ ლუისში ლაფაეტ -სკვერზე ეკლესია ზედ თეთრი სახლის წინ ცეცხლში იყო გახვეული, ან ის, რომ დაფერფლა სი-ენ-ენ-ის შტაბ-ბინა ატლანტაში …
მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, რომლებიც ასე უსინდისოდ აშუქებენ პანდემიასა და უწესრიგობებს, ახლა გვარწმუნებენ, რომ ტრამპის ხელმეორედ არჩევის პერსპექტივა ჩვენს თვალწინ ინგრევა და რომ ამაზე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებიც მეტყველებს. ბაიდენს ენთუზიაზმის ნაპერწკალიც კი არ ეტყობა, მის პოლიტიკას ორიგინალური ნამდვილად არ ეთქმის, არც გრანდიოზული გეგმები აქვს, რომელთაც ის შეძლებდა და თავისად გამოაცხადებდა. რამდენიმე მოსაზრება რომლებიც მოეპოვება, უფრო, ცნობილ სოციალისტებს ბერნი სანდერსს და ოკასიო კორტესს ეკუთვნით. ბაიდენის გონებრივი დაკნინების პროცესი აშკარაა და ამის გადაფარვას მედია საშუალებები ცდილობენ იმგვარად, როგორადაც არ გვინახავს მას შემდეგ, რაც ფრანკლინ დელანო რუზველტის პოლიომელიტის ისტორიას მალავდნენ.
3 წლის განმავლობაში მედიას არ აინტერესებდა მაკროეკონომიკა, სამუშაო ადგილები და საფონდო ბაზარი. ეს ხდებოდა იქამდე, ვიდრე ჩინეთიდან კორონავირუსი არ მოგვევლინებოდა. ტრამპის ეკონომიკა ყვაოდა, ბუნებრივია, შეგნებულად ხდებოდა ამ საკითხის იგნოორირება: ისინი არასდროს ახსენებდნენ, რომ ტრამპის არჩევის შემდეგ 7 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნა, საშუალო მეურნეობების შემოსავალი 2019 წლის ათ თვეში 1834 დოლარით გაიზარდა, 1.4 მილიონმა ამერიკელმა სიღატაკეს თავი დააღწია. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ვირუსის გავლენით ეკონომიკა ხელოვნურად დაეცა და რეცესია დაიწყო, მათ დაიწყეს თითის გაშვერა უმუშევრობის მაჩვენებლებისკენ – ეს უკვე პოლიტიკურად მომგებიანი იყო.
მედიას არასდროს უქია ტრამპის რომელიმე გამოსვლა, რაგინდ შთამბეჭდავი არ უნდა ყოფილიყო ის, თუნდ ისეთი, როგორიც მას 2017 წელს ვარშავაში ჰქონდა, როცა ხალხი მის სახელს სკანდირებდა: „პოლონელთა სულის ზეობა საუკუნოვან სიძნელეებზე, ჩვენ ყველას გვაძლევს მომავლის იმედს, რომ სიკეთე აუცილებლად სძლევს ბოროტებას, მშვიდობა კი ომს“. ან ის სიტყვა რომლითაც ტრამპი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოვიდა:
„თუ თქვენ გსურთ დემოკრატია, მაშინ გაუფრთხილდით საკუთარ სუვერენიტეტს. თუ გინდათ მშვიდობა, გიყვარდეთ თქვენი ხალხი. ბრძენი ლიდერები პირველ ადგილზე ყოველთვის აყენებდნენ საკუთარი ხალხის კეთილდღეობას“.
ისინი არ მოხიბლულან ტრამპის გამოსვლით აჰმადაბადში, სადაც 110 000-ანი აუდიტორიის წინაშე თქვა: „ინდოეთის აღორძინება ყველა ნაციისთვის სამაგალითოა და საუკუნის მიღწევაა. მით უფრო დასაფასებელია , რომ ეს თქვენ მოახერხეთ, როგორც დემოკრატიულმა ქვეყანამ, მშვიდო ბიანმა ქვეყანამ და ეს შეძელით, როგორც დიადმა, თავისუფალმა სახელმწიფომ“.
მეინსტრიმულმა მედიამ ვერ გასცა პასუხი ბარბოროს ვერცერთ კითხვას. ისინი არ ცნობენ პრობლემებს, რომლებიც ტრამპის მომხრეებს აღელვებთ. ის, რასაც ეს ხალხი ეძიებს თვალსაჩინოა: მათ სურთ ძლიერი ეკონომიკა, სამუშაო ადგილები კერძო სექტორში, გადასახადების შემცირება, სამედიცინო მომსახურებისა და სასკოლო სწავლების უფრო ფართო არჩევანი, ძლიერი თავდაცვის სისიტემა ამერიკული ინტერესების დასაცავად – მათ სურთ ვაქცინა და თერაპია ვირუსის ერთხელ და სამუდამოდ დასამარცხებლად.
და ბოლოს, მათ სურთ რომ პრეზიდენტი ამაყობდეს საკუთარი ინსტიტუტებითა და ისტორიით, პატივს მიაგებდეს ჩვენი ქვეყნის დამფუძნებელ მამებს. პრეზიდენტმა ტრამპმა 3 ივლისს რაშმორის ბორცვზე თქვა: „ჩვენ პატივს მივაგებთ ჯორჯ ვაშინგტონის, თომას ჯეფერსონის, აბრაამ ლინკოლნის, ტედი რუზველტის განვლილ ცხოვრებასა და ღვაწლს. მე აქ ვგდგავარ, როგორც თქვენი პრეზიდენტი, რომელიც აცხადებს, რომ ამ ძეგლს ვერავინ შეურაცხყოფს. ამ გმირებს ლაფში ვერავინ ამოსვრის, მათ დანატოვარს ვერავინ გაანადგურბს, მათი მონაპოვარი დავიწყებას არასდროს მიეცემა და რაშმორის მთა მუდამ იდგება, როგორც ნიშანსვეტი ჩვენი წინაპრების ხსოვნისა და თავისუფლებისა…“
დემოკრატებისა და მემარცხენე-რადიკალი დემონსტრანტებისთვის, რომლებიც ქუჩაში ძალადობისკენ მოუწოდებენ და ანგრევენ ძეგლებს, დღის წესრიგში არ დგას ის საკითხები, რომლებიც ტრამპის მომხრეებს ადარდებთ. ეს თავისთავად გამოაშკარავდა რამდენიმე თვის წინ, როცა ნენსი პელოსმა დახია ფურცელი, რომელზეც ტრამპის ამერიკელი ხალხისადმი დაპირებები იყო დაწერილი. თითოეული ნაგლეჯი ამ ფურცლისა, წარმოადგენდა პოტენციურ დემოკრატ ამომრჩეველს, რომელმაც ერთხელ და სამუდამოდ დატოვა პარტია და აღარ სურს ვინმემ იცნოს, ან მოიკითხოს.
იქნებ 2020 წლის არჩევნების მერე მაინც მიხვდეს მედია, რატომ არ ხდება ისე, როგორც ელის.