27.03.2020
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს covid-19დაუდასტურდა. ამჟამად ის თვითიზოლაციაში იმყოფება, თუმცა განაგრძნობს უფლება-მოვალეობების შესრულებას.
პირველი სიმპტომები ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს მეთაურს ხუთშაბათს გამოუვლინდა. ჯერჯერობით, დაუდგენელია რამდენ პირთან ჰქონდა მას კონტაქტი ბოლო კვირის განმავლობაში.