eXXpress ავსტრია
სარედაქციო წერილი
ათწლეულებია, რაც გრძელდება დრამატული ტენდენცია. სულ უფრო მეტი გერმანელი ტოვებს ქვეყანას იმ დროს, როცა იმიგრაცია იზრდება. 2024 წელს, გერმანიაში შევიდა 511 000 უცხოელით მეტი, ვიდრე ქვეყნიდან გავიდა. ამასთან 81 000-მა გერმანიის მოქალაქემ გადაწყვიტა, რომ ბედნიერება საზღვარგარეთ ეძებნა და სამშობლოში აღარ დაბრუნებულა
ყოველთვის ასე როდი იყო: 1968-2005 წლებში ქვეყანაში ჩადიოდა იმაზე მეტი გერმანელი, ვიდრე გერმანიიდან მიემგზავრებოდა. კერძოდ „რკინის ფარდის“ დასრულების შემდეგ, მრავალმა ეთნიკურმა გერმანელმა მიაშურა ისტორიულ სამშობლოს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან, თუმცა 2005 წელს, უარყოფითი მიგრაციული ბალანსი შეიქნა. და ასე, წლიდან წლამდე, ქვეყნიდან მიემგზავრება იმაზე მეტი გერმანელი, ვიდრე უკან ბრუნდება.
გერმანელებს იზიდავთ – შვეიცარია და ავსტრია
2005-დან 2024 წლამდე, წმინდა მიგრაციული ბალანსი – მთლიანობაში შეადგენდა 1 030 463 ადამიანს. ეს ნიშნავს, რომ გერმანიის მოსახლეობა შემცირდა მილიონი კაცით, ვინაიდან გასულების რიცხვმა გადაამეტა შესულებისას. 2005-2024 წლებში, 4.3 მილიონმა გერმანელმა დატოვა ქვეყანა და უკან დაბრუნდა 3.3 მილიონი. სქესობრივი თანაფარდობა მიგრაციულ ბალანსში ( 509.190 მამაკაცი და 493 173 ქალი), თითქმის ტოლი იყო.
ქვეყნისათვის ყველაზე დამაფიქრებელია ის ფაქტი, რომ გერმანიიდან გასული მოქალაქეების საშუალო ასაკი შეადგენს 25-40 წელს, მათ აქვთ კარგი განათლება, რითაც ვერ დაიკვეხნიან იმიგრანტები. გერმანია კარგავს მისთვის აუცილებელ კვალიფიციურ სპეციალისტებს.
წამსვლელებისთვის პოპულარულ მიმართულებებად რჩება: შვეიცარია (20 595 ემიგრანტი), ავსტრია (13 308), აშშ (9 307) ესპანეთი (8 869) და საფრანგეთი ( 5 543).
2024 წელს, უცხოელებს შორის ყველაზე დიდი ნაკადები იყო შემდეგი ქვეყნებიდან:
უკრაინა ( 221 260)
რუმინეთი ( 172 799)
თურქეთი ( 83 188)
პოლონეთი ( 82 082)
სირია (76 056)
ინდოეთი ( 56 311)
ბულგარეთი ( 49 866)
იტალია (39 413)
ავღანეთი ( 33 246)
დაუდგენელია / ან არ არის მითითებული (30 988)
2005 წლიდან, ქვეყანაში ცხოვრობს 8.7 მილიონი უცხოელით მეტი
ფედერალური სტატისკური სამმართველოს მონაცემებით, 2005-2024 წლებში გერმანიაში ჩავიდა 235 მილიონი უცხოელი. იმავე პერიოდში 14.8 მილიონი გერმანული პასპორტის არმქონე, გავიდა ქვეყნიდან. ამგვარად ზრდის მაჩვენებელი იმიგრაციის ხარჯზე, შეადგენს 8.7 მილიონ კაცს. კერძოდ მიგრაციული კრიზისის მომენტიდან (2015 წელი), მოსახლეობის რაოდენობა იზრდება. გასულ წელს, უცხოელების რაოდენობა გაიზარდა 288 ათასი კაციდან 12. 4 მილიონამდე ( + 2,3%)…
ყოველ მეშვიდე გერმანიის მაცხოვრებელს, არა აქვს გერმანული პასპორტი. იმავდროულად ყოველწლიურად ასობით ათასი ადამიანი, უცხოელის სტატუსიდან გერმანიის მოქალაქეობაზე გადადის. თუ შევხედავთ 2005-2024 წლების პერიოდს, ნატურალიზებულ მოქალაქეთა რიცხვი შეადგენს – 2.3 მილიონს.
ამ ცვლილებების პარალელურად, გერმანიაში ღრმავდება მოსახლეობის დაბერების პროცესი. ასე მაგალითად გასულ წელს, იმ მოქალაქეებს რაოდენობა, რომლებიც 60—75 წლისაა, გაიზარდა 416 ათასით. სადღეისოდ გერმანიის მოსახლეობის 30.5 % -ს ასაკი 60 წელს აღემატება. გერმანელები ბერდებიან, ქვეყანაში კი შედიან ძირითადად უცხოელი ახალგაზრდები.