26.03.2020
კორონავირუსით ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა აღირიცხა აშშ-ში მყოფ ქართველ ემიგრანტებში. ნიუ-იორკში მოქმედი ასოციაცია ,,თვისტომის’’ ხელმძღვანელის, ნიკა ჩხეიძის განცხადებით, მათი უმეტესობა თვითიზოლაციაშია და ისინი კონსულტაციას ამ დღეებში დაარსებული კრიზისცენტრის საშუალებით იღებენ.