Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

ბოლო დროს ონლაინ ინტერნეტ-მაღაზია ამაზონი(AMAZON) და მის კვალდაკვალ სხვა ინტერნეტ-გაყიდვების პორტალები გვთავაზობენ ერთობ უცნაურ პროდუქტს… ფარადეის მესერს უსადენო ინტერნეტის როუტერებისთვის.

ფინანსური მოგების მისაღწევად რადიოფობიის ტალღაზე, რომელიც 5G ქსელების განვითარებით მხოლოდ გაძლიერდა,  უცნაური გამყიდველი გვთავაზობს სახლის როუტერები მოვათავსოთ მეტალისგან დამზადებულ ე.წ. მესერში (გადასაფარებელში), იმ მიზნით, რომ ვითომდა დავაღწიოთ თავი მავნე ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას.

ამაზონის პორტალზე მსგავის შემოთავაზებების ზრდას პირველმა ყურადღება მიაქცია Twitter-ის მომხმარებელმა ვინმე Ansgar Odinson-მა. საკუთარ გვერდზეც ატვირთა პორტალიდან სურათი, რომესაც მსგავსი წარწერა აქვს: „ საუკეთესო ეკრანირება.. 95% ით რადიოგამოსხივების და ელექტრომაგნიტური გამოსხივების ბლოკირება… დამზადებულია ა.შ.შ.-ში „

“ 5G-კონსპიროლოგებს ახალი მოადა აქვთ… როუტერების ფარადეის მესერში ჩასმა..და მრავალი, მრავლი გამყოდველი მზადაა ამით ფული იშოვოს..“

ამ თემით დაინტერესდნენ Gizmodo-ს წამყვანი ინჟინრები. მათ შეძლეს და გაფილტრეს მოცემული კონტენტი Amazon-ზე და აღმოაჩინეს 150 -ზე მეტი მსგავის „ სასწაულმოქმედი პროდუქცია“, რომლის ფასი 50 დან 190 ა.შ.შ. დოლარს შეადგენს. ერთობ საინტერესო და ამავე დროს გამაოგნებელია  მათ განცხადებებში შემდეგია: ვითომდა 95% ელექტრომაგნიტური გამოსხივების ბლოკირებისას, მომხმარებელი დაბრკოლების გარეშე ისარგებლებს უსადენო ინტერნეტ-მოწყობილობით…გენიალური ინგლისელი  მეცნიერი -ფარადეის მესერის შემქმნელი მაიკლ ფარადეი ალბათ გაგიჟდებოდა ასეთი განცხადებები რომ ენახა…

მაგრამ, როგორც მოწმობს ამაზონის გაყიდვების სტატისტიკა, მომხმარებელს შორის აღმოჩნდა მრავალი რადიოფობი, რომელსაც წარმოდგენაც კი არ აქვს ფარადეის მესერის მუშაობის პრინციპის შესახებ, და აყვნენ ამ ბოდვას. გაწიწმატებული მყიდველი უკმაყოფილოა უსადენო ინტერნეტის როუტერების სიგნალის სიმძლავრის დაცემისგან და მობილური ტელეფონის მასთან უშედეგო შეერთების გამო.

ასევე არანაკლებ აბსურდულია დაპირება 5G სიგნალის ბლოკირების შესახებ, ე.წ. სახლის როუტერების შემთხვევაში, რომლებიც საერთოდ არ გამოასხივებენ ფიჭურ სიგნალს. სავარაუდოდ მომხმარებელს აბნევს წარწერა როუტერებზე: Wi-Fi 5  გიგაჰერცი…(5GHz).

5G ქსელების განვითარების ექსპერტები თავის მხვრივ თვლიან, რომ ადამიანების შიშს 5G  ქსელების მიმართ წარმატებით იყენებს და ექსპლუატირებს მთელი ინდუსტრია.

ონლაინ -პლატფორმა Amazon უკვე რამოდენიმეჯერ გახდა მსგავსი ტიპის პროდუქციის რეკლამის მფარველი არაკეთილსინდისიერი კომერსანტებისთვის, რომლებიც სარგებლობენ მომხმარებლების გაუთვითცნობიერებით სხვადასხვა სფეროში და სთავაზობენ მას პროდუქციას ვითომდა 5G –ს გან დაცვითი მექანიზმებით.

არც ჩვენი ჩრდილო მეზობელი აღმოჩნდა გამონაკლისი, რუსეთში სწრაფად გადაიღეს დასავლური „კოლეგების“ მაგალითი და ასევე მასიურია განცხადებები 5G-ს გან დამცავი usb-ფლეშ ბარათების, მალამოების და კრემების შესახებ.

By admin