The National Interest აშშ
პეტერ სუჩიუ
ზუსტად რამდენიმე დღეში რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდლის თანაშემწის გაბედული განცხადებიდან იმის შესახებ, რომ გასულ წელს რუსეთის საზღვრებთან მოძრაობდა 1300 საჰაერო თვითმფრინავი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა გაზეთმა ,,კრასნაია ზვეზდა’’-მ განაცხადა, რომ მხოლოდ გასულ კვირაში ანალოგიური ფრენა განახორციელა კიდევ 35-მა უცხოურმა ხომალდმა
ამ გაზეთის ინფოგრაფიკის თანახმად, დაახლოებით 30-მა უცხოურმა სადაზვერვო თვითმფრინავმა, ექვს დამხმარე უპილოტო საფრენ აპარატთან ერთად, გასულ კვირას განახორციელეს სადაზვერვო ფრენები რუსეთის საზღვრის გასწვრივ. ამ გადაადგილებას, თვალს ადევნებდნენ რუსეთის რადიოლოკაციური სადგურები და სახელმწიფო საზღვრების დარღვევა არ იქნა დაშვებული – განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.
გაზეთი იმასაც იტყობინება, რომ გასული კვირის განმავლობაში განგაშის კვალად ცაში აიჭრა ორი რუსული გამანადგურებელი, რათა აღეკვეთა რუსეთის საჰაერო სივრცის დარღვევა. იმ ხომალდების ტიპი, რომლებიც გაიგზავნა უცხოურ ხომალდებზე დასაკვირვებლად და მათ გასაცილებლად, არ ხმაურდება, მაგრამ ბოლო კვირეებში ცაში აფრინდა რამდენიმე გამანადგურებელი Су-27. ერთ-ერთმა მათგანმა გზა გადაუჭრა აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალების სადაზვერვო თვითმფრინავ RC–135-ს შავი ზღვის ნეიტრალური წყლების თავზე, როცა ის მიუახლოვდა რუსეთის სუვერენულ საჰაერო სივრცეს.
,,იმისათვის, რომ ამოცნობილიყო საჰაერო მიზანი და აღკვეთილიყო რუსეთის საჰაერო სივრცის დარღვევა, აფრინდა სამხრეთის სამხედრო ოლქის საჰაერო თავდაცვის შემადგენლობაში მყოფი მორიგე გამანადგურებელი Су-27“ – განაცხადა გასულ კვირაში რუსეთის თავდაცვის მართვის ნაციონალურმა ცენტრმა.
გრანდიოზული ამბიციები
უდავოა, რომ რუსეთი დაკვირვებით ადევნებს თვალს საკუთარ საზღვრებთან მოძრავ უცხო თვითმფრინავებს, ესაა ბალტიის, ბარენცის, შავი და იაპონიის ზღვების, ასევე ახლო აღმოსავლეთში, წყნარი ოკეანის დასავლეთი ნაწილის საჰაერო სივრცეები.
,,საჰაერო თავდაცვის მორიგე, სწრაფი რეაგირების ძალების მიერ აღმოჩენილი და გაცილებული იქნა მილიონ ნახევარი საჰაერო ხომალდი, აქედან 3,6 ათასი უცხოური საბრძოლო თვითმფრინავი და 1,3 ათასზე მეტი სადაზვერვო აპარატი“- განაცხადა რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების გენერალ-ლეიტენანტმა ანდრეი იუდინმა ,,კრასნაია ზვეზდა’’-სთან ინტერვიუში. იუდინის თქმით, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სწრაფი რეაგირების გამანადგურებლები 170-ზე მეტჯერ აფრინდნენ, რათა „დაეჭირათ“ უცხოური თვითმფრინავები რუსეთის საზღვრებთან.
,,კრასნაია ზვეზდას’’ ინფოგრაფიკის მიხედვით, რუსეთის თავდაცვითი შესყიდვების გეგმის ფარგლებში შეძენილია დამატებითი თვითმფრინავები, მათ შორის, მრავალმიზნობრივი გამანადგურებლები Су-35C, სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი ИЛ-76 МД-90А და ზებგერითი ბომბდამშენ-გამანადგურებლები Су-34. თუმცა, Су-27 სავარაუდოდ გააგრძელებს იმ უცხოური ხომალდების აღმოჩენისა და გაცილების ამოცანათა შესრულებას, რომლებიც რუსეთის საჰაერო სივრცეს მიუახლოვდებიან, მაგრამ დიდი ალბათობით, ამ ვალდებულებათა ნაწილს შეასრულებს ახალი Су-35 და Су-34-ები.
ბოლო მოდელის Су-35 სერიულ წარმოებაში 2007 წელს მიიღეს და მასზე არსებული სამეცნიერო გაერთიანება „სატურნის“ მიერ შექმნილი მძლავრი ძრავები – ,,АЛ-41Ф’’, ფორსაჟის კამერების გამოუყენებლად უზრუნველყოფს ზებგერით კრეისერულ სისწრაფეს. თეორიულად, ამით მას ადვილად შეუძლია ,,დაიჭიროს’’ სადაზვერვო თვითმფრინავების უმრავლესობა. თუმცა, ეს ვერ აიძულებს აშშ-ს და ნატოს წევრ სხვა სახელმწიფოებს, ხელი აიღონ ნეიტრალური წყლების პატრულირებაზე. ასე რომ, მეტად ,,საინტერესო’’ სიტუაცია ყალიბდება.