Главред უკრაინა
ოლეგ ჟდანოვი
გახსოვთ ანდაზა – ,,სხვისი ხელით ნარის გლეჯა ადვილიაო?’’ უკრაინა, სწორედ ის ხელია, რომლითაც ნარს გლეჯენ. ნატოსა და რუსეთს შორის პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებას ალიანსი ვერ დაუშვებს. ეს იქნება ბლიცკრიგი მის სასარგებლოდ. ამგვარად, გაქრება მტრის ხატი დასავლეთისთვის
ევროპამ ეს უკვე გაიარა 90-იანი წლების დასაწყისში ,როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა. გერჰარდ შრიოდერმა ერთ-ერთმა პირველმა წამოჭრა საკითხი -,,Yankee go home.’’ მოკლედ, მორჩა -ნატო საჭირო აღარ არის, საფრთხე არ არსებობს. ამდენად, ევროპის უსაფრთხოების გაერთიანებული ძალები საკმარისია, თუმცა, სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა ის, რომ კლინტონმა გააჩაღა ომი იუგოსლავიაში, შეიჭრა იქ ნატოს ძალებით, გაერო გვერდზე ჩააჩოჩა და შემდეგ არჩევნებზე შრიოდერი გერმანიის კანცლერის სავარძელს გამოეთხოვა. ამდენად, რუსეთის, როგორც ნატოსთან დაპირისპირებული მტრის ხატი, უნდა შენარჩუნდეს. რაკი ალიანსის რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი სამხედრო კონფლიქტი გამოირიცხა, ჩვენი სახით მოძებნეს სახელმწიფო, რომელიც რუსეთთან რეალურად იბრძვის. ამ მაგალითით ნატო აშინებს ევროპას: ,,ხედავთ რა ხდება უკრაინაში? იქ ომია. უსაფრთხოებისთვის კი უნდა გადაიხადო. ამიტომ კეთილი ინებე და მთლიანი შიდა პროდუქტის 2% მაგიდაზე დადე.’’
რუსეთის ფედერაციას კი ევროპა ეუბნება: „ჯერ უკრაინასთან საკითხი გაარკვიეთ, როცა გადალახავთ 1000 კილომეტრს უკრაინის აღმოსავლეთიდან დასავლეთ საზღვრებამდე, პირობითად ხარკოვიდან ლვოვამდე, ამის შემდეგ ვილაპარაკოთ.“
ამასთან, აშშ-ში მშვენივრად ესმით, რომ რუსეთს ამჟამად არ შეუძლია ხანგრძლივი სამხედრო კამპანიის წარმოება, განსაკუთრებით დიდ მასშტაბებში. კონტიგენტის გადასროლას მოახერხებს, მაგრამ მეტს ვერა. ამის ნათელი მაგალითია – სირია და ლიბია. ამდენად, ჩვენი როლი უცვლელია, ვიყოთ ქვეყანა, რომელიც რეალურად აკავებს რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიას.