Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

 The national interest   აშშ

ფილიპ ბრიდლავი –  აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალების ოთხვარსკვლავიანი                                                                                                       გენერალი, ევროპაში ნატოს შეიარაღებული ძალების  ყოფილი  უმაღლესი                                                                 მთავარსარდალი

 

იმ დროს, როცა მთელი ყურადღება მიპყრობილი იყო აშშ-ს 3 ნოემბრის არჩევნებისკენ, 31 ოქტომბერს, სამხრეთ კავკასიაში, აშშ-დან 5000 მილის მოშორებით, საქართველოს მოსახლეობა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა. შედეგები არ იყო მოულოდნელი – გაიმარჯვა მმართველმა პარტიამ  – ,,ქართულმა ოცნება.’’

თავად არჩევნები არის შეხსენება იმისა, რომ საქართველო რჩება დემოკრატიის  წარმატების მაგალითად

საქართველოს მონაპოვარი მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვის. ეს ქვეყანა, როგორც რეგიონული ლიდერი დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების სფეროში, ასევე არის სანდო და სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც 2003 წლიდან მოყოლებული აშშ-ს ყოველი სამხედრო ოპერაციისთვის გზავნის მეომრების მნიშვნელოვან რაოდენობას. აშშ და საქართველო აგრძელებენ ღრმა და აქტიურ სამხედრო თანამშრომლობას, საქართველო ნატოში გაწევრიანების კანდიდატია, რომელიც უყოყმანოდ მონაწილეობს საკუთარი შეიარაღებული ძალებით სამხედრო ოპერაციებში.

იმ დროს, როცა აშშ-ში ცდილობენ გადააფასონ საკუთარი როლი და ვალდებულებები    ქვეყნის გარეთ, საქართველო ასევე მკაფიო შეხსენებაა იმისა, რა სიმაღლეებს შეიძლება მიაღწიოს ხანგრძლივმა ამერიკულმა დახმარებამ. შეერთებულმა შტატებმა საქართველოში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ფინანსური რესურსები ჩადო და უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მან გააგრძელოს მონაწილეობა სუვერენული ქართული სახელმწიფოს განვითარებაში, რომელიც  დაფუძნებულია დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, პირველია, ამასწინანდელი საარჩევნო რეფორმის შემდეგ. ის იყო ღია, გამჭვირვალე და ბევრის აზრით წარმატებული. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობდა 66 პარტია და 490 კანდიდატი, მასში ხმა მისცა 1,97  მილიონმა საქართველოს მოქალაქემ და ამომრჩეველთა მონაწილეობამ 56% შეადგინა.

ბიულეტენთა 90 პროცენტის დათვლის შედეგად, ,,ქართულმა ოცნებამ’’ მიიღო 48.15%, მას მოსდევს ოპოზიციური ბლოკი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’ ხმების 27.13%-ით. ახალი საარჩევნო კანონის თანახმად პარტიამ უნდა მიიღოს ხმების არანაკლებ 40.6%, რათა ჩამოაყალიბოს ერთპარტიული მთავრობა. საარცევნო ბარიერმა 5%-დან 1%-მდე დაიწია.

,,ქართული ოცნების’’ გამარჯვება წარმოადგენს პირველ შემთხვევას ქვეყნის დემოკრატიის ისტორიაში, როცა მმართველი პარტია ზედიზედ მესამედ აირჩიეს ქვეყნის სათავეში. ეს ასევე არის ნდობის ვოტუმი, რომელსაც ელექტორატი გამოხატავს საქართველოს დასავლეთთან ( უპირატესად  ევროკავშირთანს, ნატოსა და აშშ-სთან ) მჭიდრო ურთიერთობების მიმართ და ასევე  მიუთითებს მიუღებლობას  რუსეთის  მცდელობებისა მოახდინოს ქვეყნის დესტაბილიზაცია და ჩაშალოს საარჩევნო პროცესი.

იმ დროს, როცა საქართველოში პოლიტიკური ვითარება დაძაბული და პოლარიზებულია, თვით  პოლიტიკური პროცესი რჩება დინამიური. მედია სივრცე ღია, მრავალფეროვანია და თითქმის ყველა პოლიტიკურ პარტიას  ქვეყანაში, მათ შორის ოპოზიციურს, აქვს მედია არხი. ისინი ხშირად აკრიტიკებენ მთავრობის  პოზიციას და საჯაროდ გამოხატავენ საკუთარ აზრს  ტელეკომპანიებისა და სხვა წყაროების საშუალებით.

არჩევნები ჩატარდა რთულ გლობალურ და რეგიონალურ  ვითარებაში, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ ჯეროვნად უპასუხა კორონავირუსის პანდემიას და სწორად წარმართა საგარეო პოლიტიკა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პირობებში, როცა გრძელდება კონფლიქტი მეზობელ ქვეყნებს – სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ვაშინგტონმა აღნიშნა და დააფასა თბილისის წინადადება – ხელი შეუწყოს კონფლიქტის გადაჭრას, რომელიც მთიანი ყარაბაღის სადავო ტერიტორიას უკავშირდება.

31 ოქტომბრის არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველო  არის დემოკრატიული განვითარების წარმატებული მაგალითი, ასევე იმის დასტური, რა შედეგი მოაქვს აშშ-ს ხანგრძლივ დახმარებას.  საქართველო სწორ გზას ადგას და აშშ-მ  შეუძლია დიდი სარგებელი მიიღოს ამ ქვეყნის შემდგომი განვითარებით. ამდენად, აშშ უნდა დარჩეს ამ პროცესში  ჩართული და კიდევ უფრო წინ უნდა წაიწიოს.

 

By admin