Цензор.НЕТ. უკრაინა
აშშ-ს სენატმა, სულ ცოტა ივლისამდე გადაავადა, კანონპროექტის განხილვა რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების შემოღების შესახებ. მიზეზი გახდა ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის გამწვავება -ვაშინგტონისთვის, სწორედ ეს საკითხია სადღეისოდ პრიორიტეტული
ამის შესახებ წერს გამოცემა Semafor-ი, იტყობინება Цензор.НЕТ-ი.
აღნიშნულია, რომ სენატორების – ლინდსი გრემისა და რიჩარდ ბლიუმენტალის ძალისხმევა, ახლა მიმართულია მათი კანონპროექტის გადამუშავებისკენ, რომელმაც უნდა დაიცვას უკრაინის მოკავშირეები რუსეთთან ვაჭრობისას ზოგიერთი სანქციისგან და პროექტში უნდა შევიდეს ტექნიკური ცვლილებები. თუმცა მათი იმედი, რომ კანონპროექტს სენატი ამ თვის ბოლომდე განიხილავდა, ნელ-ნელა გაქარწყლდა, რადგან გაჩნდა სხვა პრიორიტეტები.
უმრავლესობის ლიდერმა სენატში, რესპუბლიკელმა ჯონ ტუნმა განაცხადა, რომ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების განხილვისთვის, „ივლისი“ – ყველაზე უპრიანი იქნებოდა: „ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებისთვის, ვცდილობთ ვადები დავაზუსტოთ ადმინისტრაციასთან შეთანხმებით“ – თქვა მან.
თავის მხრივ, სენატორმა გრემმა განაცხადა, რომ სენატს მოუწევს „გარკვეული დროით ლოდინი“ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების განხილვასთან დაკავშირებით, თუმცა კონკრეტული ვადა, მას არ დაუსახელებია.
„ახლა სიტუაცია, ირანის გამო, შეცვლილია. ეს არ ნიშნავს, რომ დამავიწყდა რუსეთი და უკრაინა. სრულიადაც არა. ყურადღების ცენტრში მოექცა ირანი. განხილვა სავარაუდოდ მოხდება უფრო მალე, ვიდრე გვიან“ – ამბობს ამერიკელი კანონმდებელი.
მანამდე ითქვა, რომ სენატორმა-დემოკრატმა რიჩარდ ბლუმენტალმა და მისმა კოლეგამ რესპუბლიკური პარტიიდან – ლინდსი გრემმა, მოუწოდეს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, გაემკაცრებინა სანქციები რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ.