Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

 Berliner Zeitung  გერმანია

სოფი ბარკი

 

ორშაბათს, მედიაკონფერენცია Re:publica-ზე გამოსვლისას, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიჰ მერცმა (ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი) განაცხადა, რომ „აღარ არსებობს არავითარი შეზღუდვა სიშორეზე“ –  უკრაინისთვის მიწოდებულ იარაღთან დაკავშირებით. ეს ნიშნავს, რომ ამიერიდან უკრაინას შეუძლია დარტყმები მიიტანოს „სამხედრო ობიექტებზე, რომლებიც განლაგებულია რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში“. მერცის თქმით, შეზღუდვას აუქმებს, როგორც  გერმანია, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, ისე აშშ

ძირითადი სხვაობა რუსეთის ქმედებასთან არის ის, ამბობს პოლიტიკოსი, რომ უკრაინა არ ბომბავს სამოქალაქო  ობიექტებს. „ქვეყანა რომელიც თავდამსხმელს უმკლავდება მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე, ვერ დაიცავს თავს სათანადოდ“ – დასძინა მერცმა.

მისი განცხადება გაკეთდა მეორე დღეს იმ ცნობიდან, რაც კიევმა გაახმაურა კონფლიქტის დაწყებიდან  ყველაზე მასშტაბური უპილოტოებით თავდასხმის შესახებ უკრაინის ტერიტორიაზე. ოფიციალურ ინფორმაციის თანახმად, კვირა ღამეს, რუსეთმა გაუშვა 364 ჭურვი. მოსკოვი, ასევე იტყობინება –  რუსეთის რიგ რეგიონებზე უკრაინული თავდასხმების შესახებ.

                           Taurus-ი და Co.: მთავრობას აღარ სურს ანგარიში ჩააბაროს მიწოდებულ იარაღზე

ჯერ კიდევ მაისში, გფრ-ს მთავრობამ განაცხადა, რომ სამომავლოდ უფრო ნაკლებად გასცემს ინფორმაციას უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის შესახებ. მთავრობის პრესმდივანმა შტეფან კორნელიუსმა გაამჟღავნა კანცლერის სურვილი –  „საჯაროდ ნაკლებად იმსჯელოს შეიარაღების ცალკეულ სისტემებზე“.

ჩვენ ასევე „არ გავამხელთ“ საკუთარ გეგმებს ფრთოსანი რაკეტა Taurus-ის მიწოდებასთან დაკავშირებითო – გააგრძელა კორნელიუსმა. უკრაინის ელჩი მაკეევი, მიესალმა  ამ განცხადებას.

თავდაცვის სამინისტროში, ასეთი თავშეკავება ახსნეს ტაქტიკური მოსაზრებებით. უწყების პრესმდივნის თქმით, აუცილებელია, გასაჯაროვდეს ინფორმაცია „როგორ იარაღსა და საბრძოლო მასალებს ვაწვდით,“ მაგრამ სხვა დეტალებზე, მაგალითად ზოგიერთი ტიპის რაკეტების რაოდენობაზე,  ცნობები სხვაგავარად უნდა იმართებოდეს. ეს ინფორმაცია არ არის მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის, ხოლო „რუს აგრესორებს, ამით  შეუძლიათ გააკეთონ სათავისო დასკვნები“.

რაც შეეხება ფრთოსან რაკეტა Taurus-ს, პრესმდივანმა კორნელიუსმა განაცხადა, რომ გერმანია მხარს უჭერს უკრაინას სამხედრო კუთხით, რაც მოიცავს „ცეცხლის წარმოებას დისტანციაზე“, „ანუ გარკვეული სიშორის რაკეტების გამოყენებას“. ამდენად გერმანიის მთავრობა „არ გაამჟღავნებს იმის დეტალებას, რა ფორმებს მიიღებს ეს თანამშრომლობა“.

                         კრემლი აფრთხილებს გერმანიას: Taurus-ის გამოყენება – იქნება კონფლიქტში უშუალოდ  მონაწილეობის ტოლფასი

უკრაინა უკვე დიდი ხანია ითხოვს Taurus-ის მიწოდებას. ექსკანცლერი ოლაფ შოლცი ყოველვის ამბობდა უარს, მისი კიევისთვის გადაცემაზე, აპელირებდა რა ესკალაციის რისკზე. მერცმა კი არაერთხელ გამოხატა საამისო მზაობა. ახლა უკვე თავდაცვის უწყების პრესმდივანმა განაცხადა, რომ ეს საკითხი „გაზვიადებულია“, რადგან, მისი თქმით, დისკუსიის დროს, უადგილოა აქცენტირება ერთ რაიმე სისტემის იარაღზე.

აპრილის შუაში, რუსულმა მხარემ განსაკუთრებულ რეჟიმში გააფრთხილა ყველა –  რუსეთის ობიექტებზე გერმანული რაკეტების გამოყენების დაუშვებლობაზე.

„ყოველივე ეს, ჩვენგან შეფასდება გფრ-ს პირდაპირ მონაწილეობად საბრძოლო მოქმედებებში, თანაც კიევის რეჟიმის მხარეზე – აქედან გამომდინარე შედეგებით გერმანიისთვის“ – ამგვარად ახდენენ რუსეთის საგარეო უწყების  ოფიციალური წარმომადგენლის – მარია ზახაროვას ციტირებას – რუსული საინფორმაციო სააგენტოები.