Military Watch Magazine აშშ
დონეცკის ოლქის სამხრეთში, სოფელ ვოლნოე პოლესთან მიმდინარე მსხვილი შეტაკებებით ირკვევა, რომ უცხოელი მებრძოლები ასრულებენ მნიშვნელოვან როლს უკრაინულ შენაერთებში, იტყობინებიან მრავალრიცხოვანი რუსული წყაროები. 57-ე ცალკეული გვარდიული მოტომსროლელი ბრიგადის, მოიერიშე ასეულ „ვოსტოკის“ მეთაურის თანამშემწე, მეტსახელად „ყარაჩაი“, გვიამბობს ბრძოლების შესახებ. „ რადიოგადაჭერებში საუბრობენ სხვადასხვა ენებზე. საუბარი ისმის არაერთ ენაზე. ბევრი ეროვნების ხალხია, ეს აშკარაა“
მას შემდეგ, რაც რუსებმა 16 მაისს აიღეს დასახლებული პუნქტი, არაუკრაინელი სამხედროების ცხედრებზე აღმოაჩინეს უცხოური წარწერები და შევრონები. მორიგი რეპორტაჟი უცხოელი დაქირავებულების შესახებ, ნათელს ხდის საერთო ტენდენციას, რომ მესამე მხარე ასრულებს მნიშვნელოვან როლს კონფლიქტში, ეხმარება რა უკრაინულ არმიას ცოცხალი ძალით. საერთოდ ეს ძალა შეიძლება დაიყოს სამ კატეგორიად: იდეოლოგიურად მოტივირებულ მოხალისე ქვედანაყოფებად („ქართული ლეგიონი“ და პოლონელ მოხალისეთა კორპუსი), უფრო პროფესიონალურ დაქირავებულ ორგანიზაციებად (ამერიკული დაჯგუფება – Forward Observation Group-ი) და ბოლოს – მოქმედ პირად შემადგენლობად (კერძოდ ბრიტანეთის სამეფო-საზღვაო ფეხოსნები). მოცულობითი მონაწილეობა ამ სამი სახის უცხოელი მებრძოლებისა, არაერთხელ დადასტურდა 2022 წლის მეორე ნახევრიდან.
ზოგიერთი დასავლური წყარო ადასტურებს უცხოური პირადი შემადგენლობის მონაწილეობას უკრაინის საომარ თეატრზე, ხოლო დიდი ბრიტანეთის სამხედრო შტაბის უფროსის თამაშემწემ, სამეფო-საზღვაო ფეხოსნების გენერალ ლეიტენანტმა – რობერტ მაგოვენმა, 2022 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ ბრიტანელი საზღვაო ფეხოსნები, ატარებენ მაღალი რისკის ოპერაციებს უკრაინის სამთავრობო ძალებთან ერთად, ხსენებული წლის აპრილიდან მოყოლებული.
ერთი წლის შემდეგ, 2023 წლის დეკემბერში, პოლონელმა ჟურნალისტმა ზბიგნევ პარაფიანოვიჩმა, პოლონელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გაამჟღავნა, რომ ბრიტანული ძალები სამხედრო „ფორმითა და იარაღით“, ასრულებენ რიგ ამოცანებს სამხედრო მოქმედებათა თეატრზე – მათ შორის, უთვალთვალებენ რუსული არტილერიის პოზიციებს. იმავე პარაფიანოვიჩმა განაცხადა, რომ პოლონური სპეცშენაერთები, სამხედრო თეატრზე, კონფლიქტის ადრეული ეტაპიდან იმყოფებიან. რაც შეეხება დასავლელი სამხედროების მხრიდან ამ ინფორმაციის ბლოკირებასა და საკუთარი დასწრების უარყოფას, პოლონელმა ოფიცერმა ჟურნალისტს გაანდო: „ჩვენ შევიმუშავეთ ჩვენი უკრაინაში ყოფნის ფორმულა… ყველა გაგვიშვეს ფასიან მივლინებაში. პოლიტიკოსებს კი თავი ისე უჭირავთ, რომ თითქოს არაფერი იციან“.
ორი თვის შემდეგ, გერმანიის მაშინდელმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა დაადასტურა, რომ ბრიტანული სპეცშენაერთები, უკრაინას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დახმარებას უწევენ ფრთოსანი რაკეტების Storm Shadows-ს რუსულ სამიზნეებზე იერიშის მიტანისას. აშშ-ს სპეციალური ოპერაციების მეთაურობის ხელმძღვანელი – გენერალი ბრაიან ფენტონი ამბობს, რომ პენტაგონი, საბრძოლო მოქმედებებს, ძირითადად ბრიტანელი პარტნიორების მიერ ჩატარებული ოპერაციების საფუძველზე აკვირდება“, რომლებიც მისი თქმით, ასევე იყენებენ თანამედროვე ომის მართვის ახალ ხერხებს სამხედრო მოქმედებების თეატრზე.
მართალია, დასავლელი დამკვირვებლები და მოქმედი პირადი შემადგენლობა ცდილობს, შენიღბოს საკუთარი ყოფნა უკრაინაში, მაგრამ დროდადრო მათი მონაწილეობა აშკარა ხდება საერთაშორისო საზოგადოებრიობისთვის. მაგალითად, ამერიკული Forward Observation Group-ის დაქირავებულებმა, თავად გამოაქვეყნეს საკუთარი ფოტოები კურსკიდან, როცა უკრაინელები, 2024 წლის ბოლოს, ამ ოლქში შეიჭრნენ. უკრაინის თეატრზე მონაწილე დასავლური პერსონალი, თანდათან ხდება რუსული არმიის პრიორიტეტული სამიზნე. ამის მკაფიო მაგალითია ევროპელ დაქირავებულებზე (ძირითადადა ფრანგებზე) განხორციელებული დარტყმა 2024 წლის 16 ივნისს, როდესაც არანაკლებ 80 ადამიანი დიჭრა და 60-ზე მეტი დაიღუპა.
რუსეთის სახელმწიფო მედიამ გვაცნობა, რომ ეს „მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, მუშაობდნენ კონკრეტულ სისტემებზე, რომლებიც მეტად რთულია საშუალო მომზადების უკრაინელი მებროლისთვის და რომ მათი სიკვდილი, მწყობრიდან გამოიყვანს მომაკვდინებელ, შორს მსროლელ იარაღს უკრაინულ არსენალში, ყოველ შემთხვევაში იქამდე, ვიდრე არ გამონახავენ ამ სპეციალისტების შემცვლელებს“. დასავლური პერსონალი ასევე ხშირად ხდება რუსული დარტყმების ქვეშ წინა ხაზზე. ამის მაგალიია „ისკანდერ-ემ“-ის მაღალი სიზუსტის ბალისტიკური რაკეტების დარტყმა „ქართული ლეგიონის’ მებრძოლებზე 2023 წლის აპრილში, რომლის შედეგად, განადგურდა დაახლოებით 60 ჯარისკაცი, ხოლო 20-მა მიიღო სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები.