The Telegraph დიდი ბრიტანეთი
ჯეიმს ნაკი
ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, მოსკოვში შემუშავებული საკონტინენტთაშორისო რაკეტის – РС-24-ს ფრენის სიშორე, თითქმის 2-ჯერ აღემატება რუსეთ-ბრიტანეთს შორის მანძილს
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი ემზადება საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გაშვებისთვის – ძალის დემონსტრირების მიზნით. უკრაინის დაზვერვის მთავარ სამმართველოში (ГУР) განაცხადეს, რომ რუსეთის გეგმავს რაკეტის „საცდელ და საბრძოლო“ გაშვებას, რათა შიში ჩაუნერგოს უკრაინასა და დასავლეთს.
ГУР-ის მონაცემით, საკონტინენტთაშორისო რაკეტა РС-24-ის მოქმედების მანძილი – 10 000 კოლომეტრზე მეტია ანუ 2-ჯერ აღემატება რუსეთიდან ბრიტანეთამდე დისტანციას. Telegram-შეტყობინებაში, უწყებამ განაცხადა, რომ რუსეთი გეგმავს ამ რაკეტის გაშვებას უკრაინაზე, ასევე ევროკავშირისა და ნატოს წევრებზე „დემონსტრაციული წნეხის განხორციელებისა და მათი დაშინების მიზნით“. იტყობინებიან, რომ საცდელი-საბრძოლო მასალით აღჭურვილ რაკეტას, გაუშვებენ სვერდლოვსკის ოლქიდან.
რუსეთს ამ განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
შაბათ-კვირის ღამეს, რუსეთმა განახორციელა, 2022 წლიდან მოყოლებული, ყველაზე მასშტაბური შეტევა უპილოტოების გამოყენებით უკრაინის წინააღმდეგ.
უკრაინაში განაცხადეს, რომ მოსკოვმა მიმართა 273 დრონი-კამიკაძე კიევზე, ასევე დნეპროპეტროვსკისა და დონეცკის ოლქებზე. უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების მონაცემებით, 216 უპილოტო აპარატი გადაიჭირეს და გაანადგურეს.
მანამდე, გასულ კვირაში, თურქეთში, 2022 წლის შემდეგ, პირველად გაიმართა პირდაპირი მოლაპარაკებები უკრაინასა და რუსეთს შორის.
მოლაპარაკებებმა ვერ მოიტანა სასურველი შედეგი, თუმცა მხარეები შეთანხმდნენ, გაეცვალათ 1000-1000 ტყვე.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა – რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებათა შემდგომი ნაბიჯი, იქნება შეხვედრა „ლიდერების დონეზე“.
ვლადიმირ ზელენსკი სტამბულის შეხვედრას არ დასწრებია, მაგრამ მან აღნიშნა, რომ უკრაინა „მზადაა, მიიღოს აუცილებელი ზომები – რეალური მშვიდობის მისაღწევად“.