Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Daily Express  დიდი ბრიტანეთი

სიარან მაკგრათი

 

სხეულის ენის სპეციალისტმა, გამოთქვა თავისი აზრი უკრაინის ლიდერზე მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა შეიტყო, რომ პუტინი არ ჩადიოდა სამშვიდობო მოლაპარაკებებზე

განცხადებამ, რომელიც ვლადიმირ ზელენსკიმ გააკეთა ანკარაში დაშვების შემდეგ, გამოავლინა მისი აშკარა „იმედგაცრუება და აღშფოთება“, ამბობს ექსპერტი. ის ჩაფრინდა თურქეთის დედაქალაქში ნატოს ლიდერებთან მოსალაპარაკებლად. უკრაინის ლიდერი ასევე აპირებს, გაემგზავროს სტამბულში, რათა შეხვდეს რუსულ დელეგაციას.

რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ, მის მაგივრად მოლაპარაკებებზე საკუთარი თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი გაეგზავნა, ბევრს აფიქრებინა, რომ დისკუსიები უნაყოფოდ ჩაივლის. თავის მხრივ, ზელენსკიმ გამოხატა იმედგაცრუება პუტინის ნაბიჯის მიმართ, გაეგზავნა „თანაშემწე“, თავად ჩასვლის ნაცვლად. ქალბატონმა ჯეიმსმა (ექსპერტი) Express-თან განაცხადა: „ზელენსკი ცდილობს, თურქეთის შეხვედრიდან, რაიმე პოზიტიური გამოადნოს“, მაგრამ მისი სხეულის ენა მეტყველებს იმედგაცრუებასა და განრისხებაზე, იმის გამო, რომ პუტინი თურქეთში არ ჩავიდა.

„როცა ის პრესასთან ურთიერთობს, წარბები შეჭმუხნული აქვს, სახე კი გამოხატავს ღრმა შფოთს. შუბლი დაღარულია ნაოჭებით, რომლებიც ასახავს სევდასა და იმედგაცრუებას“ – ამბობს ის.

საუბრის დროს, ზელენსკის „ცხვირი ეჭმუჭნება“, რაც მიუთითებს „შინაგან რისხვაზე“, ხოლო მის გამოხედვაში, იკითხება „ტკივილი“  – ამტკიცებს ექსპერტი.

„გამომეტყველებაზე მკაფიოდ აღბეჭდილია ის, თუ როგორ დიდ იმედს ამყარებდა პრეზიდენტი ამ შეხვედრაზე. ტუჩები ხან მოკუმულია, ხან წინ  გაშვერილი. როცა ის საუბრობს, ბაგეების კიდეები დაშვებულია იმედგაცრუების ნიშნად, ლოყები – ზედა ნაწილში აზიდულია და თითქოს „იჭმუხნება შინაგანი დაძაბულობისგან“ მაშინ, როცა ის ცდილობს შეაფასოს შეხვედრა პოზიტიური ნიშნით“ – აღნიშნავს ექსპერტი.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა უარყოფითად უპასუხა CNN-ის კითხვას, არის თუ არა შანსი იმისა, რომ  პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაესწროს უკრაინასთან მოლაპარაკებებს თურქეთში.