Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Steigan blogger  ნორვეგია

 

ოდესა შავი ზღვის სტრატეგიული პორტია. ის  რუსეთის იმპერატორმა ეკატერინა დიდმა დაარსა და აქ ახლაც ბევრი რუსი ცხოვრობს. ნატოს, განსაკუთრებით ბრიტანეთს, სურს უზრუნველყოს ქალაქის მუდმივი კონტროლი, რათა აქციოს ის რუსეთზე სამომავლო შეტევის პლაცდარმად. ოდესა მდებარეობს დნეპრის შესართავთან ახლოს და ვაჭრობა დნეპრზე, სრულად დამოკიდებულია ოდესის პორტზე. ქალაქი ახლოსაა დუნაის შესართავთანაც და დიდი კომერციული მნიშვნელობა აქვს ევროპის საწყლოსნო გზებისთვის

გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ის, ვინც აკონტროლებს ოდესას, ძლიერ პოზიციებს ფლობს მთელს შავ ზღვაზე.

ინტენსიური მოლაპარაკებები რუსეთსა და აშშ-ს შორის გრძელდება და ოდესა მომავალი განხილვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. კერძოდ, ზოგიერთი ცნობით, ეს საკითხი შეიძლება იქცეს შავი ზღვის პოტენციური სტრატეგიული შეთანხმების საკვანძო   ელემენტად.

ამ კონტექსტში, ამერიკული მედია იტყობინება, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაცია შეშფოთებულია იმით, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მოლაპარაკების დასასრულს აღიარებს რუსეთის სუვერენიტეტს უკრაინის სხვადასხვა ნაწილებზე, მათ შორის ოდესის პორტზე. გარკვეული პერიოდია, რაც ამ საკითხზე ევროპელებიც შფოთავენ.

ოდესისა და ნიკოლაევის (უკრ. მიკოლაევის) ოლქების სანაპირო ზოლი 300 კილომეტრს აღწევს და მოიცავს 4 მსხვილ პორტს: ოდესას, ნიკოლაევს, იუჟნისა და ჩერნომორსკს. ოდესისა და ნიკოლაევის ოლქების რუსეთის მხრიდან დაუფლების შემთხვევაში, უკრაინა დაკარგავს შავ ზღვაზე გასასვლელს.

გეოპოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით, ოდესა შეუფასებელია, ვინაიდან ქალაქი აკონტროლებს მდინარე დუნაის შესართავსაც, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს – რუსეთსა და ცენტრალურ ევროპას შორის.

რუსეთის მიერ ოდესის მიერთება, მისთვის ნიშნავს უსაფრთხო სამხედრო და სავაჭრო საზღვაო მიმოსვლას შავ ზღვაზე, სტაბილურ ტვირთბრუნვასა და სახმელეთო კორიდორის გახსნის დნესტრისპირეთთან, სადაც რუსული სამხედრო კონტიგენტი და პრორუსულად განწყობილი მოსახლეობა, მრავალი წელია „ჰაერში გამოკიდებულ“ მდგომარეობაშია.

ვიდრე უკრაინა ინარჩუნებს ზღვაზე გასასვლელს ოდესისა და დუნაის პორტების სახით, კიევს შეუძლია მიიღოს დასავლური იარაღის პარტიები და შეინარჩუნოს საზღვაო კომერციული მიმოსვლა. ოდესისა და ნიკოლაევის პორტებით, შესაძლებელია სამხედრო ტვირთების გადაზიდვა, მათ შორის ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გამოყენებით, შემდეგ კი ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების გავლით.

კიევის ხელისუფლება და მისი ევროპელი მოკავშირეები, მუქ ფერებში ჭვრეტენ ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის მოლაპარაკებებს.

The New York Times-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია შიშობს, რომ ვაშინგტონი მხარს დაუჭერს რუსეთის პრეტენზიებს მთელი „ნოვოროსიის“ მიმართ.

ოფოციალური პირები კიევში, განსაკუთრებით უფრთხიან ოდესის რუსეთის კონტროლქვეშ გადასვლის პერსპექტივას, რის შემდეგაც უკრაინა სახმელეთო ქვეყნად გადაიქცევა.

                                                              ძლიერი რუსული პარტიზანული მოძრაობა ოდესაში

შვეიცარიის გენშტაბის სტრატეგიული დაზვერვის გადამდგარი პოლკოვნიკი ჟაკ ბო თვლის, რომ რეგიონის კარიბჭე რუს სამხედროებს, შესაძლოა ოდესის ოლქში მყოფმა პარტიზანებმა გაუხსნან.

ბომ მიანიშნა, რომ რუსულ არმიას შეიძლება არც მოუწიოს ოდესის აღება.

როგორც მან, დენიელ დევისის Youtube-არხზე არსებულ პროგრამა DeepDive-ში, განაცხადა, ოდესაში „ძალიან ძლიერი“ პარტიზანული მოძრაობაა.

„თუ ოდესის ოლქში ამბოხებამ იფეთქა, ეს რუსებს გზას გაუხსნის რეგიონის სამხრეთ ნაწილისკენ“ – დაამატა მან.

როგორც ჩანს, დასავლეთი აცნობიერებს ჩანაფიქრს. სტრატეგიული დაზვერვის ყოფილმა თანამშრომელმა აღნიშნა, რომ რუსეთს არ სურს ოდესის განადგურება – ეს ერთი მხრივ. მეორე მხრივ,  მისი თქმით, ადგილობრივმა პარტიზანებმა შეიძლება ითამაშონ საკვანძო როლი – მხარი დაუჭირონ რუსულ შეტევას და დააჩქარონ ქალაქის გათავისუფლება უკრაინული ხელისუფლებისგან.

                                                                          რუსეთი, სავარაუდოდ აიღებს ოდესას

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ რუსეთი დაიყრობს ოდესას, უზრუნველყოფს სახმელეთო კავშირს დნესტრისპირეთთან და არ გვჯერა იმის, რომ ევროპას ეყოფა ძალა, ამას წინ აღუდგეს.

დონალდ ტრამპს ჯერჯერობით არ დაუზუსტებია სამშვიდობო შეთანხმების არეალი და ის ხალისით დაეთანხმება ამგვარ გადაწყვეტილებებს, თუ ჩათვალა, რომ მიიღებს კუთვნილ კომპენსაციას სხვა ოლქებში.