Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Do Rzeczy  პოლონეთი

დარიუშ ვერომეიჩიკი

 

ომის მართვის უჩვეულოდ ნოვატორული მეთოდები წარმოგვიდგინა ამასწინათ – საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუილ მაკრონმა. ეს მოხდა ე.წ. ლონდონის სამიტის დამთავრებისთანავე, რომელზეც ევროპელმა ლიდერებმა განიხილეს რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის მოგვარების გზები

ჟურნალ Le Figaro-სთვის მიცემულ ინტერვიუში, ფრანგმა ლიდერმა განაცხადა, რომ დიალოგის პროცესი უნდა დაიწყოს ცეცხლის ერთვიანი შეწყვეტით – ჰაერში, ზღვაზე და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის სექტორში. ხმელეთზე ბრძოლები კი შეიძლება გაგრძელდეს. რატომ? მარტივი მიზეზით: „ხმელეთზე ზავის შენარჩუნება, ძნელი გასაკონტროლებელია“.

გონებამახვილმა პოლიტიკოსმა, როგორც ჩანს იცის, რომ სწორედ საჰაერო სივრცეში აქვს რუსეთს აბსოლუტური უპირატესობა. ისე კი – ზღვაზეც ანალოგიური სიტუაციაა.

საჰაერო იერიშები ენერგოინფრასტრუქტურაზე, მეტად მტკივნეულია ჩვენი უკრაინელი მეზობლისთვის, ამასთან მძლავრი სამხედრო-საჰაერო ძალების უქონლობა, არ აძლევს მას საშუალებას, სიმეტრიული პასუხი გასცეს მოწინააღმდეგეს.

თანამედროვე ომი – ერთდროულად რამდენიმე განზომილებაში მიმდინარეობს. სხვადასხვა სახეობათა შეიარაღებული ძალების მჭიდრო ურთიერთქმედება – სამხედრო ხელოვნების საბაზისო პრინციპია, რაც მხედართმთავრებისთვის ნათელი გახდა პირველი მსოფლიო ომის შემდგომ. ომში ავიაცია უნდა ურთიერთქმედებდეს სახმელეთო დანაყოფებთან ისე, როგორც სარაკეტო ჯარები სხვა სახეობების შეიარაღებულ ძალებთან. წინადადება, რომ სახმელეთო ძალებმა გააგრძელონ სისხლისმღვრელი ბრძოლა, სხვა სახეობებმა კი მხოლოდ პასიურად ადევნონ ვალი სამხედრო დაპირისპირების მიმდინარეობას, მართლაც რევოლუციური იდეაა. ეტყობა, ის სპორტული შეჯიბრებების დროს, დივანზე წამოწოლილი ყურებისას დაიბადა. ასეთივე წარმატებით შეიძლება მოითხოვო საბრძოლო მოქმედებების მხოლოდ უქმეებზე გაჩაღება ან ის, რომ ბრძოლაში მონაწილეობდნენ მხოლოდ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ჯარისკაცები. ეს უთუოდ შეამცირებდა მსხვერპლის რაოდენობას. თუმცა ვინ იცის, შესაძლოა ასეთ ვითარებაში დაპირისპირება, არანაკლებ დაუნდობელი  გამოდგეს, გავიხსენოთ „ფივანელების წმინდა რაზმი“, რომელშიც სწორედ ასეთი „არატრადიციული“ მებრძოლები ირიცხებოდნენ და რომელიც დიდი პატივისცემით და პოპულარობით სარგებლობდა ძველ საბერძნეთში. თუმცა ამგვარი სტრატეგიების რეალიზაციის შანსები თანამედროვე სამყაროში, დიდი არ არის. ომი სისხლიანი და დაუნდობელი საქმეა. მოითხოვო,  დაპირისპირებულმა სახელმწიფოებმა დაკარგონ ასობით ჯარისკაცი, მეორე ხელი კი, როგორც მაკრონი გვირჩევს – ზურგს უკან დაიკავო, ეს ან ინფანტილიზმის გამოვლინებაა ან უკიდურესი ცინიზმი. „ამგვარი დაზავება, რომელიც იმოქმედებს ჰაერში, ზღვაზე და ენერგეტიკულ სექტორში, საშუალებას მოგვცემს, ვიმსჯელოთ რამდენად სერიოზულოდ  უდგება პრეზიდენტი პუტინი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას,“ თქვა (როგორც იტყვიან – „დააქუხა“) საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ.

მაკრონის წინადადება სერიოზულად ვერ აღიქვეს ლონდონის შეხვედრის მონაწილეებმაც კი. დიდსულოვნად დუმდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი. თუმცა მინისტრი ბარო, ვითომც აქ არაფერიო, ისე გამოვიდა მეორე (და არანაკლები) – „რეალისტური“ შეთავაზებით. ფრანგმა პოლიტიკოსმა მოუწოდა ამერიკის შეიარაღებულ შტატებს, „ზეგავლენა მოახდინოს ვლადიმირ პუტინზე, დასვას ის მოლაპარაკებების მაგიდასთან და ერთხელ და სამუდამოდ ათქმევინოს უარი იმპერიალისტურ ამბიციებზე, რადგან ფრონტის ხაზი ახლოვდება“. საინტერესოა, თავად რატომ არ მიმართავს ამგვარ წნეხს? იქნებ ეცადა პუტინის იძულება, რათა ეს უკანასკნელი მიჯდომოდა მოლაპარაკებების მაგიდას და „ერთხელ და სამუდამოდ“ ეთქვა უარი იმპერიულ ამბიციებზე – თუ ეს იმდენად მარტივი ამოცანაა, რომ უმჯობესია, მისი რეალიზაცია საძულველ იანკებს გადაულოცო?  აბა ვნახოთ, როგორ მოეკიდებიან ამერიკელები ფრანგების სურვილს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *