აშშ-მ პუტინს დაანახა, რა შეიძლება მოჰყვეს უკრაინის წყენინებას
ГЛАВРЕД უკრაინა
იური ბუტუსოვი
29 მაისს ისტორიული მოვლენა მოხდა: აშშ-ს სამხედრო- საჰაერო ძალების ორმა სტრატეგიულმა ბომბდამსენმა B-1 “ლანსერმა“ გადაკვეთა უკრაინის საჰაერო სივრცე და ორი უკრაინული გამანადგურებლის თანხლებით კიევში დაეშვა. ხომალდები აშშ-ს ბაზა ელსვორთიდან აფრინდნენ, გადალახეს ატლანტიკა, მთელი ევროპა, შემდეგ კი უკრაინიდან, შავი ზღვის გავლით, თურქეთისკენ აიღეს გეზი. რუსეთის მასმედიაში დიდი ალიაქოთი ატყდა. ამ ქვეყნის გენშტაბი ოფიციალური განცხადებით გამოვიდა, ასე რომ, გვმართებს გავერკვეთ, თუ რას ნიშნავს ჩვენი ამერიკელი მოკავშირეების ხსენებული ნაბიჯი.
რით არის მნიშვნელოვანი ლანსერების უკრაინის ცაზე გამოჩენა?
- რუსეთი იმუქრება, რომ შემოიჭრება უკრაინაში, გამოიყენებს ფრთოსან და ბალისტიკურ რაკეტებს, ასევე, ავიაციას უკრაინის ქალაქებისა და ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად – იმავე სცენარით, რომელიც 2008 წელს საქართველოში განახორციელა. თუმცა აშშ-ს საჰაერო ძალების მზაობა, დაუყოვნებლივ გადაისროლოს თავისი კონტიგენტი უკრაინის ტერიტორიაზე და ამგვარი სცენარის დამუშავება, არის შეკავების უძლიერესი ფაქტორი, რადგან, თუ აშშ ჩვენს ცას „ დახურულ ზონად“ გამოაცხადებს, მსგავსად სირიისა, რუსეთი აქ ვერ შემობედავს. ჰაერიდან მხარდაჭერის გარეშე რუსეთის არმიას ბლიცკრიგის არანაირი შანსი არ რჩება. მისი სახმელეთო ძალები არ კმარა უკრაინის დიდი ტერიტორიის ოკუპაციისთვის, ხოლო დამრტყმელ დაჯგუფებას აღარ ექნება მნიშვნელოვანი უპირატესობა უკრაინის სახმელეთო ძალებთან შედარებით.
2014 წელმა ცხადყო, რომ რუსეთს არ შეუძლია უკრაინაში 15 საბატალიონო-ტაქტიკურ შენაერთზე მეტის ერთდროულად გადასროლა, ანუ მოწინაარმდეგეს შეტევისთვის ძალა არ ყოფნის – რუსეთის არმია დიდია, მაგრამ სამხედროების დიდი უმრავლესობა არასაბრძოლო ნაწილებში მსახურობს. აშშ-ს მზადყოფნა დაიცვას უკრაინა ჰაერიდან – არსებითად, არის გარანტია იმისა, რომ რუსეთის შეჭრა სწრაფად შეჩერდება, როგორც კი თავდასხმელი დასახლებულ პუნქტებში კონტაქტურ ბრძოლებში ჩაეფლობა – ეს ორივე მხრიდან დიდ დანაკარგს გამოიწვევს.
რა თქმა უნდა, ჯერ ამას არავინ გვპირდება, მაგრამ აშშ პუტინს აჩვენებს, რომ ამგვარი სცენარი მუშავდება, რაც მნიშვნელოვანი სიგნალია.
- ეს ფრენა წარმოადგენს რუსეთის საწინააღმდეგო ქმედების მკაფიო დემონსტრაციას. 2020 წელს, აშშ გამოვიდა რუსეთთან დადებული „ღია ცის“ ხელშეკრულებიდან. მას შემდეგ, აშშ-ს სტრატეგიულმა ბომდამშენებმა რუსეთის ტერიტორიის სიახლოვეს 5 გაფრენა განახორციელეს. ამერიკა აგრძნობინებს რუსეთს, რომ მზადაა დაიცვას საკუთარი ინტერესები. „ლანსერს“ არ სჭირდება რუსეთის ტერიტორიაზე შეღწევა საკვანძო ობიექტების გასანადგურებლად. ბომბდამშენი აღჭურვილია მაღალი სიზუსტის რაკეტა ARM-158 JASSM-ით, რომელთაც, მოდიფიკაციისდა მიხედვით, შეუძლიათ გაანადგურონ სამიზნეები 370-დან 1 საზოგადოებისგანაც. როცა სახელმწიფო დუმს, ეს ხალხმა უნდა გააკეთოს. 000 კილომეტრამდე სიშორიდან.
- პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია და ზოგადად აშშ-ს ხელისუფლება მადლობას, უთუოდ იმსახურებენ. იმედია, უკრაინის ხელმძღვანელობა – საგარეო უწყება, გენშტაბი, თავდაცვის სამინისტრო და რაც ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია, თავად უკრაინის პრეზიდენტი, გამოხატავენ მადლიერებას ამ უმნიშვნელოვანესი სიგნალის გამო. აშშ-ს ფრენების პრაქტიკა და ორმხრივი მანევრების უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელება მოითხოვს მხარდაჭერას ქვეყნის სამოქალაქო