The Telegraph დიდი ბრიტანეთი
ორშაბათს რუსეთმა განაცხადა, რომ კონტროლი დაამყარა მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძზე – კურახოვოზე, დონეცკის ოლქში, უკრაინის აღმოსავლეთში
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ შენაერთ „სამხრეთის“ დაჯგუფებებმა, „გაათავისუფლეს“ სამრეწველო ქალაქი, რომელსაც უკრაინული ძალები რამდენიმე კვირის განმავლობაში, იცავდნენ გააფთრებული რუსული შეტევებისგან.
რუსეთის თავდაცვის უწყებამ დაამატა: „ათი წლის განმავლობაში, კიევის რეჟიმმა კურახოვო გადააქცია მძლავრ გამაგრებულ რაიონად, რომელიც წარმოადგენდა გრძელვადიანი საცეცხლე წერტილებისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების განვითარებული ქსელს“.
ქალაქი განლაგებულია მსხვილ ავტომაგისტრალზე, რომელიც აკავშირებს რუსეთის კონტროლირებად დონეცკს, უკრაინულ ზაპოროჟიესთან – მნიშვნელოვან საოლქო ცენტრთან.
კურახოვო ასევე მდებარეობს 30 კილომეტრში პოკროვსკიდან, რომელიც კიდევ ერთ ლოგისტიკური კვანძი და უკრაინული თავდაცვის საყრდენია ქვეყნის აღმოსავლეთში.
ორივე ეს ქალაქი – იქცა რუსეთის მთავარი დარტყმის სამიზნედ ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში, რომლებიც ერთობლივად ქმნიან დონბასს.
რუსეთის განცხადების საპასუხოდ, უკრაინამ განაცხადა, რომ ბრძოლები ქალაქსა და მის შემოგარენში, ჯერ კიდევ გრძელდება. მიმდებარე ტერიტორიაზე არის საბჭოთა პერიოდში აგებული ელექტროსადგური, რომელიც რუსებმა დაანგრიეს.
უკრაინულმა დაჯგუფება „ხორტიციამ“ – ტელეგრამზე დაწერა: „ მოწინააღმდეგე ახორციელებს შეტევით ოპერაციებს კურახოვოს საცხოვრებელ ნაწილში – პეტროპავლოვკისა და დაჩნოეს მიმართულებით“.
უკრაინის გენერალურმა შტაბმა გვამცნო, რომ უკრაინულმა არმიამ „მოიგერია 27 შეტევა“ კურახოვოს მიმართულებაზე.
„მოწინააღმდეგემ მთავარი დარტყმები მიიტანა სლავიანსკზე, პეტროპავლოვკაზე, კურახოვოსა და დაჩნოეზე“ – დასძინა გენშტაბმა.
უკრაინული სამხედრო ბლოგის – Deep State-ის რუკები აჩვენებს, რომ ქალაქის დიდი ნაწილი, არის რუსების კონტროლქვეშ.
გამოცემა The Telegraph-მა ვერ მოახერხა დამოუკიდებელი წყაროების გამოყენებით, გადაემოწმებინა რამდენად მართალი იყო მხარეების განცხადებები.
რუსეთი რამდენიმე თვე მიიწევდა წინ მნიშვნელოვანი ლოგისტიკური კვანძისაკენ.
შეტევა დონეცკის ოლქში, დაჩქარდა მას შემდეგ, რაც უკრაინა შეიჭრა რუსეთის სახრეთში – კურსკის ოლქში.
კიევი იმედოვნებდა, რომ მისი უპრეცედენტო რეიდი რუსეთში, რომელიც პირველია – მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, შეაფერხებდა მოსკოვის შეტევით ოპერაციებს სხვა ადგილებში.
მოსკოვი ირწმუნება, რომ კურახოვოს აღება, მას საშუალებას მისცემს დონეცკის ოლქის დარჩენილი ნაწილი გაათავისუფლოს „დაჩქარებული ტემპებით“.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დასძენს, რომ ამ ქალაქების დაცემა, „უკიდურესად გაურთულებს“ უკრაინულ არმიას დაცვის ხაზის მომარაგებას.