Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

 

THE AMERICAN CONSERVATIVE / აშშ

დუგ ბენდოუ

 

                                                     რატომ აფრიალებს ლიეტუვა წითელ ნაჭერს დათვის ცხვირწინ?

ნატოს ყველაზე პატარა წევრი-სახელმწიფოები, როგორც წესი, განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევიან. შესაძლოა ხვდებიან, რომ მათგან იმ ომში ჩართვას არავინ მოითხოვს, რომლის პროვოცირებასაც ისინი ცდილობენ. ეს ქვეყნები იმდენად პატარა ზომისანი არიან, რომ რაიმეზე გავლენის მოხდენა, მათ არ ძალუძთ…

… და აი ლიეტუვა, რომელიც სულ 8,85 ათას ჯარისკაცს და 5,56 ათას რეზერვისტს ითვლის, ახლა ცდილობს რუსეთის ბლოკირებას – კალინინგრადისკენ ტრანზიტის აკრძალვის გზით. ეს ქალაქი გერმანიას წაართვეს  მეორე მსოფლიო ომის ბოლოს და მოგვიანებით ის მოწყდა რუსეთსაც, მას შემდეგ, რაც ბალტიისპირეთის ქვეყნები საბჭოთა კავშირს გამოეყვნენ. ვილნიუსი, მისი ქვეყნის გავლით, კრძალავს კალინინგრადსა და მის ოლქში  – ქვანახშირის, მეტალების, ელექტრონიკისა და იმ  საქონლის ტრანსპორტირებას, რომელიც ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოექცა. კალინინგრადის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ ჩვეულებრივი ტრანზიტის დაახლოებით ნახევარი, რომელიც რუსეთიდან შედის, აკრძალვის სიაში ხვდება. ლიეტუველი ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ მხოლოდ „ასრულებენ ბრძანებებს“, რომლებიც ზემდგომებისგან მოდის: „ჩვენ გვევალება მხოლოდ სანქციების აღსრულება, რომლებიც ევროკავშირის დონეზეა მიღებული და შექმნილი ვითარება საერთოდ არ უკავშირდება რუსეთსა და ლიეტუვას შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობას“ – განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა – გიტანას ნაუსედამ.

ვინაიდან რუსული საჰაერო ხომალდების ევროკავშირის ტერიტორიაზე ფრენა ასევე აკრძალულია, კალინინგრადის ოლქის აუცილებელი რესურსებით მომარაგება, მხოლოდ ზღვით არის შესაძლებელი. მისკოვისთვის შიდა ტრანზიტის ბლოკირება, თუნდაც ეს მესამა ქვეყნის გავლით ხორციელდებოდეს, შეიძლება იქცეს casus belli-დ (ომის საბაბად). რუსეთის ოფიციალური პირები მრისხანედ ლაპარაკობენ შურისძიებასა და „სერიოზულ შედეგებზე“. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა: „თუ ლიეტუვის გავლით, უახლოეს პერიოდში ტვირთების ტრანზიტი, კალინინგრადის ოლქსა და დანარჩენი  რუსეთის ტერიტორიას შორის, არ აღდგა სრული მოცულობით, რუსეთი უფლებას იტოვებს, მიიღოს ზომები მისი ნაციონალური ინტერესების დასაცავად“.

 

By admin