FOX NEWS აშშ
გრეგ პენსი – კონგრესმენი ინდიანას შტატიდან
გახსოვთ, როგორ გამოაქვეყნა თეთრმა სახლმა ტვიტი, სათაურით – „დამოუკიდებლობის დღისთვის პიკნიკის მოწყობა – 16 ცენტით გაიაფდა“, რომელიც კარგა ხანია დაცინვის საგნად იქცა?
ახლა, 2022 წლის პირველ ნახევარში, ეს 16 ცენტი, ისე როგორც მძიმე გარჯით ნაშოვნი სხვა ფული, დავიწყებას მიეცა, ენერგომატარებლებზე ფასების მკვეთრი ზრდისა და ინფლაციის გამო. ყოველივე ამან ჩვენი ეკონომიკა უფსკრულის პირას მიიყვანა და ეს სიტუაცია ჯო ბაიდენის მმართველობის საფირმო ნიშანია. მას სამართლიანად უწოდეს – ბაიდენფლაცია
ბაიდენის დროს ინფლაცია ყოველთვიურად იზრდებოდა და ბოლო 40 წლის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. მისი საზომი – სამომხმარებლო ინდექსი, მიუთითებს საქონლისა და მომსახურების 8%-ით ზრდაზე (მიმდინარე წლის განმავლობაში). ფასებმა კვების პროდუქტებზე და ენერგომატარებლებზე, შესაბამისად 10-%-ითა და 30%-ით მოიმატა.
აშშ-ს კონგრესის საბიუჯეტო სამმართველომ გააანალიზა, რომ ბაიდენფლაცია რიგით ამერიკულ ოჯახს, დაახლოებით – 5 000 დოლარით მეტი უჯდება წლიურად.
აშშ-ს ყველა მოქალაქემ მშვენივრად იცის, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ბენზინზე ფასებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ჩემს მშობლიურ ინდიანაში და ბევრ სხვა შტატში – მოქალაქეები საშუალოდ 5 დოლარს იხდიან გალონში.
ბაიდენის პრეზიდენტად არჩევის დღიდან ბენზინის ფასი გაორმაგდა. რას ნიშნავს ეს ჩვეულებრივი ადამიანებისთვის? ერთ-ერთი ბოლო კვლევით, მხოლოდ ავტოგასამართ სადგურზე, თქვენ დამატებით 2 000 დოლარს ტოვებთ ყოველწლიურად.
სამწუხაროდ ბაიდენფლაციის უარესი გამოვლინებები ჯერ კიდევ წინ გვაქვს. ფასების განუხრელი ზრდის პირობებში, სამომხმარებლო საქონელზე ფასები კიდევ გაიზრდება, მსყიდველუნარიანობა კი დაიკლებს და ოჯახის ბიუჯეტს გამუდმებით დასჭირდება კორექტირება.
გაშფოთებთ ბენზინის ფასები? ტრანსპორტის ამჟამინდელი მინისტრი გთავაზობთ დიდებულ გამოსავალს: იყიდეთ ელექტრომობილი, რომლის საშუალო ფასი 56 000 დოლარია.
დემოკრატები ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ ბენზინი ძვირდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის გამო, მაგრამ ფასები ზრდა და ინფლაცია დაიწყო ბაიდენის პოლიტიკის დაწყებიდან – მისი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, დემოკრატები, ახლანდელ ეკონომიკურ კრიზისში, ჭვრეტენ შესაძლებლობას განახორციელონ თავიანთი მემარცხენე – „ მწვანე რევოლუცია“.
უფლებამოსილების მინიჭებიდან რამდენიმე საათში, ბაიდენმა მოახდინა მილსადენ KEYSTONE XL-ის ბლოკირება, რომლითაც ჩვენს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს უნდა მიწოდებოდათ დაახლოებით 830 000 ბარელი ნავთობი. სულ ახლახან ბაიდენის ადმინისტრაციამ გააუქმა მსხილი შეთანხმებები შელფის გარკვეულ მონაკვეთებზე, სადაც უნდა მოეპოვებინათ ნავთობი და გაზი, ამას გარდა, სტრატეგიული მარაგები 1987 წლის შემდეგ – მინიმუმზეა დასული.
ვინაიდან ენერგეტიკულ სექტორზე შეტევა არ წყდება, ადმინისტრაციამ გადაწყვიტა სხვა ქვეყნებისთვის ეთხოვა ნავთობის წარმოების გაზრდა, რომ შემდეგ საწვავი ჩვენ შეგვეძინა. ოპეკის კარტელი დაეთანხმა მოპოვების გაზრდას ივლისი-აგვისტოს განმავლობაში, მაგრამ ამერიკელებს ეს 2 თვე არ ეყოფათ. იმ პოლიტიკის უქონლობის პირობებში, რომელიც ჩვენი საკუთარი ენერგეტიკული წყაროების განვითარებისკენ იქნებოდა მიმართული, ფასები იზრდება, ბენზინი ძვირდება, ინფლაცია კი ფეთქდება ისე, როგორც დამოუკიდებლობის დღის ზეიმზე ცაში გატყორცნილი მაშხალები.